Aviabiltebi

აზოპტი 1% 5მლ თვ.წვეთები

მოქმედი ნივთიერება: ბრინზოლამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფერმენტები და ანტიფერმენტები; ოფთალმოლოგიური საშუალება; გლაუკომის საწინაღმდეგო პრეპარატი–კარბოანჰიდრაზას ადგილობრივი ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ოფთალმოლოგიური სუსპენზიაფლაკონში 5 მლ

1 მლ

ბრინზოლამიდი ……………….. 10 მგ

ჩვენებები:

მომატებული თვალშიგა წნევის დასაწევად:

 

  • ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
  • თვალის ჰიპერტენზიისას.

 

მიღების წესი და დოზირება:

დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატს 2–ჯერ დღეში.

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.

გვერდითი მოვლენები:

მხედველობის ორგანოს მხრივ: 5–10%–ით მხედველობის დაბინდვა; 1–5% – ბლეფარიტი, კერატიტი, თვალის სიმშრალე, ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, გამონადენი თვალიდან, დისკომფორტი, ტკივილი, თვალის ქავილი;

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: 5–10% – მწარე, მჟავე ან უჩვეულო გემო პირში;

სასუნთქი სისტემის მხრივ: 1–5% – რინიტი,

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: 

საშარდე სისტემის მხრივ: 

ალერგიული რეაქციები: 

სხვა: 1–5% – თვის ტკივილი, დერმატიტი;

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენებაზე არ ჩატარებულა. ამიტომ პრეპარატ აზოპტის გამოყენება ფეხმძიმეებში შესაძლებელია მაშინ, როცა დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციური მოქმედების რისკს.

არა არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი დედის რძით. ამიტომ აზოპტით მკურნალობის  დანიშვნის აუცილებლობისას სასურველია ძუძუთი კვების  შეწყვეტა.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს:

რადგანაც აზოპტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებისათვის გამოხატული თირკმლის უკმარისობით (კკ(კრეატინინის კლირენსი)

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 40C დან 300C –მდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა – 2 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.

Facebook კომენტარები