ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი ქიმიური სტრუქტურის მიხედვით ახლოს დგას მებენდაზოლთან და ასევე აქტიურია ნემატოდებისა და ზოგიერთი ცესტოდების წინააღმდეგ.

ჩვენებები

ალბენდაზოლი გამოიყენება ექინოკოკით გამოწვეული ინოპერაბელური ჰიდატიური კისტების და რეკურენტული, ან მრავლობითი კისტების სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

საშუალო დოზა მოზრდილთათვის და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს 400 მგ ერთხელ, ან 2-ჯერ დღეში. ასეთი დოზა შეიძლება დაინიშნოს 3 დღის განმავლობაში.

1-2 თვიანი კურსი 20 მგ/კგ/დღეში (მაქს. 800 მგ/დღეში) დაყოფილი დოზებით, მიზანშეწონილია ჰიდატიური დაავადების მკურნალობისათვის.

გვერდითი მოვლენები

მაღალი ტემპერატურა, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, გასტროინტესტინური დარღვევები.

უკუჩვენებები

* ორსულობა;

* 2 წლამდე ასაკის ბავშვები.

Facebook კომენტარები