ფორმა, შეფუთვა - თეთრი ფერის ტაბლეტები, ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს შეფუთვაში დევს 10 ცალი ტაბლეტი

შემადგენლობა -  ლორატადინი   Loratadine

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი.

მწარმოებელი - Laboratorios Bagó S.A. (არგენტინა)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1-რეცეპტორების მაბლოკირებელი და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება (H1-ანტიჰისტამინური საშუალება)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ალერპრივი ახდენს ჰისტამინური  H1 რეცეპტორების ბლოკირებას (ხანგრძლივუ დროით) და  ღრუბლისებური უჯრედებიდან ჰისტამინის და ლეიკოტრინ C 4 გამოთავისუფლებას აინჰიბირებს, რითაც აფერხებს ალერგიული რეაქციების განვითარებას. ლორატადინს გააჩნია ალერგიის და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.  იგი ამცირებს სისხლძარღვების განვლადობას, ხელს უშლის ქსოვილების შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს. ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება ვითარდება პრეპარატის მიღებიდან  30 წუთში. ანტიჰისტამინური ეფექტი მაქსიმუმს აღწევს 8-12 საათში და ეს ეფექტი გრძელდება 24 საათი. ალერპრივი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, ამიტომ  არ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს შეჩვევას.

ფარმაკოკინეტიკა - ლორატადინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო არის 1.3-2.5 საათი; საკვების მიღება მოქმედების დროს ამცირებს 1 საათით. ლორატადინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-20 საათს (საშუალოდ 8 საათი).

ჩვენება - სეზონური და წლიური ალერგიული რინიტი, კონიუნქტივიტი, პოლინოზი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ქავილით მიმდინარე ალერგიული დერმატოზები, ფსევდოალერგიული რეაქციები, მწერის ნაკბენზე განვითარებული ალერგიული რეაქციები, სხვადასხვა ეტიოლოგიის ქავილი.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: მოზრდილებსა და 12 წლის ზევით ბავშვებში - 10 მგ (თითო ტაბლეტი) ერთხელ დღეში. 2 წლიდან 12 წლამდე ბავშვებში: 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) ერთხელ დღეში; თუ ბავშვის წონა 30 კგ.-ზე მეტია - 10 მგ ერთხელ დღეში.

გვერდითი მოვლენები: თავის ტკივილი, დაღლილობა, პირის სიმშრალე, ძილიანობა, გულისრევა, გასტრიტი, ძალზედ იშვიათად ანაფილაქსია, ალოპეცია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ტაქიკარდია.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აუციებელია სიფრთხილის დაცავა ავტომობლის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის (რომელიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქცას) შესრულების შემთხევაში.

ზედოზირება: ჰიპერდოზირების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

მკურნალობა: ღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ეთანოლი ამცირებს ლორატადინის მოქმედებას. ლორატადინთან ერთად ერითრომიცინის, ციმეტიდინის, კეტოკონაზოლის მიღების შემთხვევაში სისხლის პლაზმაში ლორატანიდის კონცენტრაცია იზრდება.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: ალერპრივი ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანია 2 წელი.

Facebook კომენტარები