ფორმა, შეფუთვა შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

 

შემადგენლობა:

1 ტაბლეტი შეიცავს

 

ვიტამინი A1500სე
ვიტამინი D3150სე
ვიტამინი E5 მგ
ვიტამინი  C37.5მგ
ვიტამინი B60.75 მგ
ვიტამინი  B12.5 მგ
ვიტამინი PP12.5 მგ
ვიტამინი  B121.5 მგ
ვიტამინი B22.5 მგ
კალციუმის პანტოთენატი2.5 მგ
ფოლის მჟავა62.5 მკგ
ბიოტინი25 მკგ

მწარმოებელი – SOLYAY PHARMA საფრანგეთი

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომბინირებული  პოლივიტამინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებული შემადგენელი ნივთიერებების მოქმედებით.

ჩვენება – ავიტამინოზისა და ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა, ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვის პერიოდი; მდგომარეობა, რომლის  დროსაც ორგანიზმს აქვს ვიტამინებზე მზარდი მოთხოვნილება.

 

დოზირებისა და მიღების რეჟიმი:

6-12 წლამდე ასაკის ბავშვები- 1-2 ტაბლეტი დღეში.

ზრდასრულები – 1-3 ტაბლეტი დღეში.

 

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა ალერგიული რეაქციის განვითარება.

უკუჩვენება: პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ ზემგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები: ვინაიდნ პრეპარატი შეიცავს А და D ვიტამინებს, ამიტომ უნდა იქნას გათვალისწინებული დოზა ვიტამინების შემცველი სხვა პრეპარატების მიღების შემთხვევაში. ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. ტაბლეტირებული ფორმის გამოყენება არ შეიძლება 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის. ორსულობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. პრეპარატში შემავალ ზოგ ვიტამინს შეუძლია შრდის შეფრვა ყვითლად. ეს ფენომენი არ წარმოადგენს შეშფოთების საგნს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ზოგ სამკურნალო საშუალებასთან ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად ექიმი უნდა იქნას ინფორმირებული  სხვა პრეპარატების მიღების შესახებ.

Facebook კომენტარები