ალინან ვიტამინი დ3 10მლ წვ

ალინან ვიტამინ D3

10მლ წვეთის სახით

1 წვეთი- 500UI

 

შემადგენლობა:

კაპრილის ტრიგლიცერიდი, ტოკოფეროლი (ვიტ E), ქოლეკალციფეროლი (ვიტ D3)

ჩვენებები:

  • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დისბალანსის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი), მდგომარეობები კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდეგ);
  • ოსტეოპოროზის (სხვადასხვა გენეზის) შემანარჩუნებელი თერაპია;
  • ოსტეომალაციის მკურნალობა (45 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევების, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის, რძისა და რძის ნაწარმის მიღების დეფიციტზე);
  • ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა.

დოზირება:

რაქიტის პროფილაქტიკა: ჯანმრთელ ბავშვებში ალინან ვიტამინ D3 ინიშნება სიცოცხლის პირველივე კვირიდან ყოველდღიურად თითო წვეთი.

დღენაკლულ ბავშვებში ინიშნება სიცოცხლის მეორე კვირიდან ორ წვეთი – სიცოცხლის პირველი და მეორე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში

– რაქიტის მკურნალობა: ინიშნება ალინან ვიტამინ D3  2-10 წვეთი დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში;

– D3 ვიტამინის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკის პროფილაქტიკა:  ალინან ვიტამინ D3  1-2 წვეთი

– D3 ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკა მალაბსორბციის სინდრომის დროს:  ალინან ვიტამინ D3   6-10 წვეთი

– D3 ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ოსტეომალაციის მკურნალობა;  ალინან ვიტამინ D3  2-10 წვეთი დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში;

– ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი თერაპია: ალინან ვიტამინ D3 2-6 წვეთი

–  ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა: კალციუმის პლაზმური კონცენტრაციის მიხედვით ინიშნება ალინან ვიტამინ D3   20-40 წვეთი დღეში. სისხლში კალციუმის კონცენტრაცია უნდა შემოწმდეს 4-6 კვირის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 3-6 თვეში და დოზის კორექტირება უნდა მოხდეს სისხლში კალციუმის შემცველობის მიხედვით.

 

გამოშვების ფორმა:

ბოთლი 10მლ მუყაოს კოლოფში

მწარმოებელი კომპანია:

ფიტერმანფარმა რუმინეთი

Facebook კომენტარები

Vairkoseti