ალოეს წვენი 50მლ ფლ (ნეოფ)

ალოეს წვენი
Succus Aloёs

შემადგენლობა:


ალოეს მშრალი ექსტრაქტი  – 1,4 გ; ეთილის სპირტი 96%; სორბინის მჟავა ან ქლორბუთანოლჰიდრატი; გამოხდილი წყალი – 100 მლ-მდე;  
ალოეს წვენის შემადგენლობაში შედის ანტრაგლიკოზიდები, ვიტამინი K, ლორწოვანი ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ნაღვლის დენას, მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვს სუსტი  საფაღარათო მოქმედება. შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს, აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.

ჩვენება:

> ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ქრონიკული შეკრულობა, უმადობა;
> ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება ინფექციური დაავადებების მიმართ;
> მწვავე რინიტი;
> წყლულოვანი სტომატიტი;
> ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლულები, ფურუნკულოზი, დერმატიტები, კანის ტუბერკულოზი, კანის სხივური დაავადებები;
> საშვილოსნოს ყელის ეროზიები, კოლპიტები.

უკუჩვენება:
> ჰემორაგიული სისხლდენა, მეტრორაგია (მუცლის ღრუს ორგანოებში სისხლის მიდინების გაძლიერების გამო);
> ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი; აპენდიციტი; კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
> დიფუზური გლომერულონეფრიტი;

შენიშვნა: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება კალიუმით და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითრების რისკი.

გვერდითი მოვლენები:
საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო;

მიღების წესი  და დოზირება:
პერორალურად: 1 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 15-30 დღე.
წვეთების სახით: 5-8 წვეთი თითო ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
გარეგანი ხმარებისათვის: საფენების სახით, გინეკოლოგიურ პრაქტიკაში – ტამპონების სახით.

გამოშვების ფორმა:
50 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti