ამეტრიფსი #30ტ

ამეტრიფსი 

ანთების, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება

 

შემადგენლობა:  2 კაფსულა შეიცავს  : ტრიფსინი 600 ერთ ( 2400 UPS ერთ/მგ), ქიმოტრიფსინი 600 ერთ (1000 UPS ერთ/მგ)

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  მშიერ კუჭზე მიღებისთანავე ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში, მოქმედებს ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლის პეპტიდურ კავშირებს ანთების კერაში, ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი შთაინთქმება ფერმენტთა მოცირკულირე ინჰიბიტორების მიერ, რომელთა დონე გაზრდილია ტრავმის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების შედეგად, ამეტრიფსი ამცირებს შეშუპებას და გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. აძლიერებს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში.

ჩვენებები:

  • ანთება, შეშუპება და მისი თანმხლები ტკივილი წარმოშობისა და ლოკალიზაციის მიუხედავათ.
  • ტრავმატოლოგია და ქირურგია:  პოსტტრავმული და პოსტოპერაციული შეშუპებისა და ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა, მოტეხილობები, კუნთების,  მყესების დაზიანება
  • მეან – გინეკოლოგია:  საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი, ჰისტერექტომია, მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები
  • მასტიტები, მასტოპათიები
  • ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები: ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ევსტაქიტი, ტრაქეობრონქიტი, პნევმონია
  • საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებები
  • ანტიბიოტიკოთერაპია (აძლიერებს  ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობას ანთებით კერაში)

დოზირება: 2 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

მწარმოებელი:  ამვილაბი – აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA – ს მიერ.                                                                                                                                                                                                                                     

 

Facebook კომენტარები