მწარმოებელი: FRESENIUS KABI, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი პარენტერული კვებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინფუზიო ხსნარი 10%: ფლაკონში 500 მლ და 1000 მლ

1 ლ

L-ლეიცინი  ......................7.06 გ
L-იზოლეიცინი  ................4.67 გ
L-ლიზინ-
მონოჰიდროქლორიდი ........
7.46 გ
(L-ლიზინი ......................5.97)
L-მეთიონინი  ...................4.1 გ
L-ფენილალანინი  ...............4.82გ
L-ტრეონინი  ....................4.21 გ
L-ტრიპტოფანი  .................1.82 გ
L-ვალინი  ........................5.92 გ
L-არგინინი  ......................10.64 გ
L-ჰისტიდინი  ...................2.88 გ
L-ამინოძმარმჟავა  ...............15.95 გ
L-ალანინი  .......................15 გ
L-ვაშლის მჟავა  .................8.08 გ
L-ნატრიუმის ჰიდროჟანგი  ....1.2 გ
L-კალიუმის ქლორიდი  .......0.683 გ
L-კალიუმის
ჰიდროჟანგი 85%  .............
0.716 გ
მაგნიუმის
ქლორიდი 6H2O  ..............
1.017 გ
L-პროლინი  .....................15 გ

ელექტროლიტები გადათვლით შეადგენენ:

ნატრიუმი     - 30.0 მმოლ/ლ (0.69 გ);

კალიუმი     -   20.0 მმოლ/ლ (0.78 გ);

მაგნიუმი      -   5.0 მმოლ/ლ (0.12 გ);

ქლორი       -     60.0 მმოლ/ლ (2.13 გ);

აზოტის საერთო რაოდენობაა 16 გ/ლ;

თეორიული ოსმოლარობა შეადგენს 1048 მილიოსმ/ლ. ხსნარი არ შეიცავს ნახშირწყლებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედება დამყარებულია ოპტიმალური შეფარდებით შერჩეული L-ამინომჟავების სწრაფ ჩართვაზე ცილოვან ცვლაში, რაც იწვევს აზოტის ბალანსის სწრაფ აღდგენას.

ჩვენებები:

პარენტერული მკურნალობა ცილების დეფიციტის დროს; არასაკმარისი კვება ან შიმშილი ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, სისხლის დაკრგვა ოპერაციის ან ტრავმის დროს, მძიმე ხასიათის დაავადებები, დამწვრობა. ნახშირწყლოვან ხსნარებთან და ცხიმოვან ემულსიებთან ერთად პრეპარატი ნაჩვენებია პარენტერული მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ინტრავენურად. რეკომენდებულია შემდეგი დოზები: 1.3 მლ 1 კგ სხეულის წონაზე საათში, ან 25-30 წვეთი ერთ წუთში 70 კგ სხეულის წონაზე. მაქსიმალური დოზაა: 1000 მლ-მდე დღეში 70 კგ სხეულის წონაზე, რომელიც აზოტზე გადათვლით შეადგენს 16 გ. რეკომენდებულია ნახშირწყლოვანი ხსნარის წინასწარი ან ერთდროული გამოყენება იმავე სისწრაფით (მაგალითად, გლუკოსტერილი 20%). ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა  იქნას ოსმოლარობა.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები სწორი გამოყენების დროს არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

ამინომჟავების ცვლის დარღვევა, ჰიპერკალიემია, თირკმელების უკმარისობა, გულის უკმარისობა.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

Facebook კომენტარები