ამლოზი – AMLOZ – АМЛОЗ

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: PLETHICO PHARMACEUTICALS, ინდოეთი

მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორ

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ამლოდიპინის ბეზილატი ……… 5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. მისი ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია პირდაპირი მოქმედებით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე. ამლოდიპინის ანტიანგინალურ ეფექტს საფუძვლად უდევს მისი უნარი გააფართოვოს პერიფერიული არტერიოლები, რის შედეგადაც ადგილი აქვს მიოკარდიუმის მოთხოვნილების შემცირებას ჟანგბადზე.

ამავე დროს, ამლოდიპინი იწვევს მსხვილი ყალიბის კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოვებას, მიოკარდიუმის როგორც ინტაქტურ, ასევე იშემიურ უბნებში. ეს გარემოება განაპირობებს ჟანგბადის ადექვატურ მიწოდებას მიოკარდიუმში კორონარული არტერიების სპაზმის დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალური მიღებისას განიცდის სრულ აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. მეტაბოლიზმი ხორციელდება ღვიძლში. მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია;
  • სტაბილური სტენოკარგია;
  • არასტაბილური სტენოკარდია (ასევე პრინცმეტალის სტენოკარდია).

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის საწყისი დოზაა  5 მგ ერთხელ დღეში. იგი ავადმყოფის ინდივიდუალურ რეაქციასთან დაკავშირებით შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტაქიკარდია, ჰიპერემია.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა ავადმყოფებში ღვიძლის უკმარისობის დროს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 0 C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

Facebook კომენტარები

Vairkoseti