მწარმოებელი: რუსეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰემოროიდალური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რექტალური სანთლები

1 სანთელი შეიცავს:

ქსეროფორმი  ......................................  0,1გ

შმაგას (ბელადონას) ექსტრაქტი .............  0,02გ

თუთიის  სულფატი .............................  0,05გ

გლიცერინი გამოხდილი .......................  0,12გ

სანთლის ფუძე 2,14-დან 2,36გ სანთლის მიღებამდე.

აღწერილობა:

სანთლები მომწვანო-მოყვითალო ფერის ან მომწვანო-მოყვითალო ფერის წაბლისფერი ელფერით ან ღია ყავისფერი ქსეროფორმის სუნით, ტორპედოსმაგვარი ფორმის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, შემომგარსველი და გამშრობი მოქმედება.

ჩვენება:

  • ბუასილისა და უკანა ტანის ნახეთქების დროს.

დოზირება და მიღების წესი:

სანთლები, წინასწარ თავისუფლდება შეფუთვიდან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად სწორ ნაწლავში.

ინიშნება 1 სანთელი 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა – 7 სანთელი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* გლაუკომა;

* წინამდებარე ჯირკვლის ადენომა.

გაფრთხილება:

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, სწრაფ ფსიქიურ რეაქციებს (მათ შორის ავტომობილის მართვა, მუშაობა მექანიზმებთან).

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები, პირის სიმშრალე, ყაბზობა, ტაქიკარდია, გუგების გაფართოვება, მხედველობის გარდამავალი დარღვევა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში – ფსიქომოტორული აგზნება, შარდვის შეკავება. ასეთ დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

შენახვის ვადა:

2 წელი

დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +20°C.

შეფუთვა:

10 ცალი სანთელი.

Facebook კომენტარები