საერთაშორისო დასახელება:

DENTINOX

მწარმოებელი: DENTINOX, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სტომატოლოგიაში და ლარინგოლოგიაში გამოსაყენებელი ანტიბაქტერიული, ანტიფუნგინალური, ანტივირუსული პრეპარატი

გამოშვების ფორმა:

გელი: ტუბში 10 გ

სალბის ფოთლების ფლუიდ-ექსტრაქტი, როგორც ძირითადი სამკურნალო შემადგენელი ნაწილი.

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცეროლი, ქსილიტოლი, სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, პოლისორბატი 20, ეთანოლი,

კარბომერი (ნატრიუმის მარილი), სახარინი-ნატრიუმი, წიწაკის ზეთი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აპერიზან გელი კომბინირებული პრეპარატია სტომატოლოგიაში და ლარინგოლოგიაში ადგილობრივი (ლოკალური) გამოყენებისათვის. პრეპარატის ძირითადი აქტიური ნივთიერებაა სალბის ფოთლების ფლუიდ-ექსტრაქტი, რომელსაც ახასიათებს ანტიბაქტერიული, ანტიფუნგინალური, ანტივირუსული მოქმედება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე, შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს. პრეპარატის მწებავი ეფექტი განპირობებულია გელის სპეციალური შემცველობით, რაც იწვევს მისი დიდი ხნის გაჩერებას ლორწოვან გარსზე სალბის ხსნართან შედარებით. პრეპარატის შემადგენლობაში არ არის შაქარი. იგი შეიცავს კარიესის საწინააღმდეგო საშუალებას. აპერიზანის გელში შაქარი შედის ქსილიტოლის და სორბიტოლის სახით, ამიტომ პრეპარატს აქვს მოტკბო, სასიამოვნო გემო და მოქმედებს უშუალოდ შეხების ადგილზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი წარმოადგენს ჰიდროგელს ადგილობრივი გამოყენებისათვის პირის ღრუს ლორწოვანზე. ამრიგად არ არის აუცილებელი მისი ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შესწავლა.

ჩვენებები:

პირის ღრუს ანთებითი, წყლულოვან-ნეკროზული, ინფექციური და ტროფიკული დაზიანებები, კბილების პროთეზით გამოწვეული სხვადასხვა გაღიზიანებები, გინგივიტი, სტომატიტი.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი სუფთა თითით დაიტანება მტკივნეულ და ანთებად უბნებზე და მსუბუქად შეიზილება. მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს ყოველდღე მცირე რაოდენობით 1 კვირის განმავლობაში ექიმის მითითებით. პრეპარატის გამოყენება დაშვებულია ექიმის მიერ პირის ღრუს სხვა ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო პრეპარატების დანიშვნამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი შეიცავს კარგად ცნობილი მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, რის გამოც დასაშვებია მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

გახსნილი ტუბის გამოყენება შეიძლება 1 წლის განმავლობაში.

 

 

Facebook კომენტარები