აპიჯელი 150მლ ხსნ.ფლ.

აპიჯელი

აპიჯელი  შეიცავს ფუტკრის რძეს  (14 მგ) და პროპოლისს (10 მგ).

ფუტკრის რძე შეიცავს ორგანიზმისთვის  საჭირო ყველა ამინომჟავას, ვიტამინების ფართო სპექტრს (B1;B2;B5;B6;B12;C;D;A;E;PP) , მიკროელემენტებს.

ფუტკრის რძე წარმოადგენს ძლიერ ბიოლოგიურად აქტიურ პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს  ორგანიზმის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას; მნიშვნელოვნად აუმჯობესებს  მხედველობას და მეხსიერებას; ეფექტურია ვეგეტო–დისტონიის დროს.

პროპოლისი – ეს არის ფუტკრის მიერ შემუშავებული რთული ქიმიური შემადგენლობის მქონე ნივთიერება, რომელიც მდიდარია  მინერალებით და გააჩნია უნიკალური სამკურნალო თვისებები. იგი ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ  განსაკუთრებით – ბავშვებსა და მოზარდებში;

პროპოლისი თითქმის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედება  ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე.

 

აპიჯელი  რეკომენდებულია:

  • სხვადასხვა ანთებითი და ინფექციური  დაავადებების დროს;
  • იმუნიტეტის ასამაღლებლად;
  • უმადობის ან მადის დაქვეითების დროს;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს;
  • ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ორგანიზმის ძალების აღსადგენად;
  • ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გასაზრდელად  სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

 

მიღების წესი და დოზირება:

აპიჯელი მიიღება პერორალურად.

3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში:  5 მლ დღეში . 

6 წლის ასაკის ზემოთ:   10 მლ დღეში.

 

განსაკუთრებული მითითებები: გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

ვარგისია  გახსნიდან  30  დღის განმავლობაში.

შეფუთვა: 150 მლ ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

წარმოებულია  ესპანეთში  “Masenz danya group”- ის მიერ.

info@masenzgroup.com     www.masenzgroup.com

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: „ავერსი–ფარმა“.

Facebook კომენტარები