საერთაშორისო დასახელება:

LANSOPRAZOLE

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ლანსოპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 14 ც.

1 კაფს.

ლანსოპრაზოლი ……….      30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აპრაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის წარმოებულს, რომელიც აქვეითებს კუჭში მარილმჟავას სეკრეციას. ლანსოპრაზოლი კუჭის პარიეტულ უჯრედში მეტაბოლიზირდება და იწვევს სულფონჰიდრილური ჯგუფების H+ K+ ატფ-აზის ინაქტივაციას, რითაც აბლოკირებს მარილმჟავას წარმოქმნას ბოლო ეტაპზე. ამცირებს პეპსინის გამომუშავებას. კუჭის ლორწოვანი გარსის ოქსიგენაციის გაუმჯობესებითა და ბიკარბონატების სეკრეციის გაზრდით ახორციელებს დაცვით ფუნქციასაც. აპრაზოლს ახასიათებს ანტიჰელიკობაქტერიული აქტივობა.

ფარმაკოკინეტიკა:

აპრაზოლის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1.5-2.2 სთ-ის განმავლობაში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.3-1.7 სთ-ს. მისი 97-99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. აპრაზოლი მეტაბოლიზირდება ღვიძლში, გამოიყოფა თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი;
  • სტრესული წყლულები;
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

მიღების წესები და დოზირება:

12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისა და სტრესული წყლულების შემთხვევაში ინიშნება 30 მგ დღეში (ერთ მიღებაზე დილით), 2-4 კვირის განმავლობაში.

კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და ეროზიულ-წყლულოვანი ეზოფაგიტის დროს ინიშნება 30 მგ დღეში, 4-8 კვირის განმავლობაში. საჭიროებისას შესაძლებელია დოზის გაზრდა 60 მგ-მდე დღეში.

კუჭის ლორწოვანში Helicobacter pylori-ს აღმოჩენისას ინიშნება 30 მგ 2-ჯერ დღეში ანტიბიოტიკებთან (კლარითრომიცინი, ამოქსიცილინი) კომბინაციაში, 10-14 დღის განმავლობაში. ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, მჟავიანობის 10 მმოლ/სთ-ში დონის მიღწევამდე პრეპარატი ინიშნება დილით ჭამის წინ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, მიალგია.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა;
  • კუჭის კიბო;
  • ორსულობა, ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროჟანგის შემცველი ანტაციდები ინიშნება აპრაზოლის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აპრაზოლი არ ახდენს გავლენას ვარფარინის, პრედნიზოლონის და დიაზეპამის მეტაბოლიზმზე. პერორარულ კონტრაცეპტივებთან კომბინაციაში არ იწვევს ენდოგენური ჰორმონების დონის ცვლილებას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

Facebook კომენტარები