არტიზი 50მლ კრემი

არტიზი კრემი

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები: კაპსაიცინი – 0,4 გ, პიტნის ზეთი – 0,5გ, ევკალიპტის ზეთი- 0,5 გ, მსხალიჭას ზეთი – 0,6 გ, ლავანდის ზეთი -0,3 გ, როზმარინის ზეთი – 0,3 გ, მიხაკის ზეთი – 0,5 გ.

დამხმარენივთიერებები: გამოხდილი წყალი, გლიცერილ-სტეარატი, თხევადი პარაფინი, ცეტეარილ ალკოჰოლი, პროპილენგლიკოლი, ცეტეარეს-20, გლიცერინი, დიკაპრილილ კარბონატი, კაპრილ-ტრიგლიცერიდი, დიმეთიკონი, ბენზილ-ალკოჰოლი, მეთილ-ქლორ-იზოთიაზოლინოლი, მეთილ-იზოთიაზოლინოლი, ბუტილ-ჰიდროქსიტოლუოლი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი.

თვისებები: კაპსაიცინი ხასიათდება ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებით. იგი აინჰიბირებს ანთების კერაში “მედიატორი P”-ს გამოყოფას და უზრუნველყოფს ტკივილის შემცირებას. მედიცინაში გამოიყენება როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ართრიტების, დიაბეტური პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული ტკივილების დროს. პიტნის ზეთი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტისპაზმური, ბაქტერიოციდური, მატონიზებელი, შეხორცებების მასტიმულირებელი, გამწოვი თვისებებით, ამაღლებს ეპიდერმისის დამცველობით თვისებებს. ევკალიპტის ზეთს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგი თვისებები. ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას მოყინვის, დამწვრობის და ჭრილობების შემდგომ. ეფექტურია რევმატიზმის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს. მსხალიჭას ზეთი ანთებისსაწინაარმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი კრემების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი კომპონენტის – მეთილსალიცილატის წყაროა. აქვს გამწოვი, მატონიზებელი, შემკვრელი, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური თვისებები. ლავანდის ზეთი ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, ხელს უშლის ნაწიბურის განვითარებას, გვარიდებს კანის აქერცვლას და გაღიზიანებას. როზმარინის ზეთი აღმოფხვრის ადგილობრივ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლისმიმოქცევას და კანის უჯრედების განახლებას. ხასიათდება ძლიერი ბაქტერიოციდული და გამწოვი თვისებებით, ამიტომ ეფექტურია დაბინძურებული ჭრილობების დროსაც (აბსცესი, დამწვრობა, დაინფიცირებული ჭრილობები). მიხაკის ზეთი და მისი შემადგენელი ძირითადი კომპონენტი ევგენოლი ხასიათდება ძლიერი ანტისეპტიკური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.

ფარმაკოლოგიურიმოქმედება: აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კანის განახლების პროცესს, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, ანიჭებს მას სიმკვრივეს და ელასტიურობას. ხელს უწყობს ნახეთქების სწრაფ შეხორცებას, აქვს ანტისეპტიკური თვისებები.

ჩვენებები: – რევმატოიდული ართრიტი და პერიართრიტი – სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი – იშიაზი, რადიკულიტი – ტკივილის სინდრომი დიაბეტური პოლინეიროპათიებისას – მიალგია – კუნთების და მყესების დაჭიმვა, ღრძობა, ამოვარდნილობა – ტრავმა, მოტეხილობა – კოჟრები და ნახეთქები ტერფებზე და თითებზე – სპორტსმენებში კუნთების მოსადუნებლად მასაჟის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება: თითების წრიული მოძრაობით დაიტანეთ მტკივნეულ ადგილას, დღეში 3-4-ჯერ.

გვერდითი მოქმედება: შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობიარე კანის სიწითლე.

განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. ინიშნება 12 წლიდან.

გამოშვების ფორმა: კრემი 100 მლ.-იან ტუბში.

მწარმოებელი: VEFA. Iსტანბულ/თურკეყ ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს “ევროფარმა ჯორჯია”

Facebook კომენტარები

Vairkoseti