საერთაშორისო დასახელება:

COM.DRUG

მწარმოებელი: საქართველო

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალება

გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 10 პაკ.

1 პაკ.

ნატრიუმის ქლორიდი ……….       3.5 გ

კალიუმის ქლორიდი ……….         2.5 გ

ნატრიუმის ციტრატი ……….        2.9 გ

გლუკოზა (უწყლო)  ………………..10.0 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქვანორმი ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალებაა. ორგანიზმის გაუწყლოვანების დროს აქვანორმი აღადგენს ორგანიზმის დარღვეულ წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას. პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტესტიციალურ შრესა და უჯრედებში. T1/2 შეადგენს 1 საათს. პრეპარატი ხელს უწყობს დიურეზის გაძლიერებას. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.

ჩვენებები:

 

  • კომპლექსურ თერაპიაში  – მწვავე დიარეის (მათ შორის ქოლერა) დროს; წყალ-ელექროლიტური წონასწორობის აღდგენისა და აციდოზის კორექციის მიზნით; თერმული დაზიანების დროს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენის მიზნით;
  • პროფილაქტიკის მიზნით  – თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც ინტენსიური ოფლდენა აღინიშნება.

 

მიღების წესები და დოზირება:

აქვანორმი ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მიღებამდე 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლიტრ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აქვანორმის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში.

დიარეის დროს პრეპარატი ინიშნება ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 50-100 მლ ულუფების ოდენობით ან ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში.

ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში აქვანორმი ინიშნება 1-2 ჩაის კოვზით ყოველ 5-10 წუთში ერთხელ 4-6 საათის განმავლობაში (დიარეის მსუბუქი ფორმის დროს ხსნარის საერთო რაოდენობამ უნდა შეადგინოს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში. საშუალო სიმძიმის დროს  – 80-10 მლ/კგ/დღე-ღამეში.

შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით ხსნარის სავარაუდო მოცულობა შეადგენს 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში. პრეპარატი ინიშნება დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე.

თერმული დაზიანებების დროს კრუნჩხვებისა და წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის სხვა სიმპტომების დროს, რომელსაც ორგანიზმის გადახურება და გაუწყლოვანება (პოლიურია, წყურვილის გაძლიერება) განაპირობებს, პირველი 30 წუთის განმავლობაში აქვანორმი ინიშნება 100-150 მლ ულუფებით, ისე, რომ მთლიანად მისაღები ხსნარის მოცულობამ 500-900 მლ შეადგინოს. შემდგომ ყოველი 40 წუთის განმავლობაში ინიშნება იგივე დოზით წყალ-ელექტროლიტური დეფიციტისა და თერმული დაზიანების სიმპტომების აღმოფხვრამდე.

ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის პროფილაქტიკის მიზნით, აქვანორმი ინიშნება წყურვილის შეგრძნების გაჩენიდან მცირე ულუფებით  – ყლუპ-ყლუპით და მისი მიღება გრძელდება წყურვილის დაკმაყოფილებამდე.

გვერდითი მოვლენები:

აქვანორმის ჩვენების და რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
  • თირკმლების ფუნქციური დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტი.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების და სხვა სამკურნალო საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში!

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები