აქტივ ფლორა ბეიბი 5მლ #1ფლ

აქტივ ფლორა ბეიბი 5მლ

პრობიოტიკი

არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი განკუთვნილია ახალშობილების, ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

შესაძლებელია მისი გამოყენება დღენაკლულ ბავშვებში და დაბადებისას დაბალი წონის მქონე ახალშობილებში.

გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გაზრდის მიზნით.

აქტივ ფლორა ბები შეიცავს Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 ბაქტერიების ცოცხალ კულტურებს, რომლების გამოყენებაც უსაფრთხოა, რაც დადასტურებულია მრავალი კლინიკური კვლევით. 

აღწერა:

შემადგენლობა: პრობიოტული ბაქტერიები Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103.

შემავსებელი: ზეითუნის ზეთი; ასკორბილპალმიტატი (ანტიოქსიდანტი).

6 წვეთი შეიცავს 6 მილიარდ Lactobacillus rhamnosus GG ATCC 53103 ბაქტერიის ცოცხალ კულტურას.

ზეითუნის ზეთი გამოიყენება ოლიგო-ანტიგენური დიეტის დროს (დიეტა ალერგიული  ადამიანებისათვის). ზეთში შემავალი ცხიმოვანი მჟავების პროფილი დედის რძის ანალოგიურია. ასკორბილპალმიტატი წარმოადგენს ანტიოქსიდანტს

კვებითი ღირებულება

100 მლ-ის შემადგენლობა

6 წვეთის შემადგენლობა

12 წვეთის შემადგენლობა

ენერგეტიკული ღირებულება

812 კკალ (3340 კჯ)

2.20 კკალ (9 კჯ)

4.40 კკალ (18 კჯ)

ცხიმები:

86.49 გ

0.23 გ

0.46 გ

ნახშირწყლები:

2.50 გ

0.01 გ

0.02 გ

ბოჭკოები:

7.70 გ

0.02 გ

0.04 გ

ცილა:

2.10 გ

0.01 გ

0.02 გ

მარილი:

0.00 გ

0.00 გ

Lactobacillus rhamnosus GG

2.22 x 1012

6 x 109

12 x 109

ATCC 53103

კწე*

კწე*

კწე*

კწე* -კოლონიის წარმომქმნელი ერთეული

გამოყენების რეკომენდაცია

აქტივ ფლორა ბების რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა: ჩვილები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები – 6 წვეთი დღეში ჭამის დროს. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები – 12 წვეთი დღეში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

დიეტური დანამატი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელი, და ის ვერ შეცვლის ჯანსაღი ცხოვრების წესს.

გამოყენება:

მაცივარიდან გამოღების შემდეგ დაელოდეთ რამდენიმე წუთი, სანამ პროდუქტი არ მიაღწევს ოთახის ტემპერატურას. შემდეგ შეანჯღრიეთ ფლაკონი ერთგვაროვანი სუსპენზიის მისაღებად. შეიძლება გამოჩნდეს  ბუნებრივი სიმღვრიე.  წვეთები უნდა დაემატოს მისაღებ საკვებს ან პირდაპირ ჩაისხათ პირში. არ არის რეკომენდებული პროდუქტის შერევა ძალიან ცივ ან ცხელ საკვებთან.

ანტიბაქტერიული თერაპიის შემთხვევაში რეკომენდირებულია პროდუქტის მიღება ანტიბიოტიკთან ერთად. ანტიბიოტიკის დასრულების შემდეგ, ნაწლავის მიკროფლორას აღდგენის მიზნით რეკომენდებულია აქტივ ფლორა ბების გამოყენება მომდევნო კვირების განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაცია:

აქტივ ფლორა ბები არ შეიცავს ალერგენულ ნივთიერებებს, როგორიცაა ძროხის რძის ცილა, ლაქტოზა, საქაროზა. არ შეიცავს გლუტენს.

სიფრთხილის ზომები და უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ აქტივ ფლორა ბების  ნებისმიერი ინგრედიენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

პროდუქტის გამოყენებისას საჭიროა სპეციალისტისგან კონსულტაციის მიღება. პროდუქტი არ არის განკუთვნილი პარენტერალური გამოყენებისათვის.

შენახვა:

შეინახეთ 2°C- დან 15°C- მდე ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. პირველად გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა იქნეს გამოყენებული 30 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა: პერორალური წვეთები 5 მლ

Facebook კომენტარები