ბიოგრინი 200მლ ნაყენი

ბიოგრინი

უკვე დიდი ხანია,ჩვენ ყველანი, სუპერმარკეტების მიერ შემოთავაზებულ ინდუსტრიული წესით დამზადებულ საჭმელზე გავხდით დამოკიდებულნი…..საათივით აწყობილი კუჭ-ნაწლავის მოქმედება თანამედროვე ადამიანისთვის კონსერვატებით,საღებავებით და სხვა ქიმიური აგენტებით და ტოქსინებით უხვად გაჯერებული საკვების ფონზე )სანატრელი გამხდარა…..
დიდი ხანია მცენარეული ,,ბიოგრინი” ეხმარება ჩვენს მომხმარებელს ამ პრობლემების გადალახვაში.
პარასამკურნალო მცენარეული ბიოგრინი – მხლოდ ავერსის ქსელში, ფასი არ აღემატება 6 ლარს!
რით გამოირჩევა კოლიტების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალო მცენარული ნაყენი ბიოგრინი სხვა ანალოგიური საშუალებებისგან, ანუ რატომ გირჩევთ მის გამოყენებას !?
ბიოგრინი წარმოადგენს ორგანიზმის გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, სამკურნალო მცენარეთა ნაყენს,
რომელიც მოწოდებულია კუჭის ერიზიის, მაღალი მჟავიანობის,გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ორივე სახის კოლიტების სამკურნალოდ . დღეს სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული ქიმიურ-სინთეზური მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით მცენარეულ ბიოგრინს ახასიათებს შემდეგი თვისებები:
1.
მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები მოქმედებს ანტისეპტიკურად, ეფექტურად აქრობს ქსოვილებში მიმდინარე ანთებას, გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები , არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას , აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, მის ფორმულას და აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. გააჩნია მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება .
ბიოგრინი თანდათანობით ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაჯანსაღებას. მისი სისტემატიური მიღებით იწვება სხეულში დაგროვებული ჭარბი ცხიმები, იკურნება ნევროზი, უმჯობესდება კუჭის მოქმედება და ძილი.

ბიოგრინი შესაძლებელია დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ქიმიურ მედიკამენტებთან ერთად და არ უშლის ხელს მათი თერაპიული ეფექტის გამოვლენას, პირიქით ეხმარება ორგანიზმის გამოჯანმრთელებას და დაავადებების სიმპტომების ალაგებას.
შემჩნეულია ზოგიერთი პაციენტისათვის მკურნალობის პერიოდში ორგანიზმის საერთო სასცოცხლო ტონუსის და ენერგიის ამაღლება, შრომის ნაყოფერების გაუმჯობესება.
2.
ბიოგრინში შედის ისეთი მაღალი თერაპიული მოქმედების სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: კრაზანა, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და სხვა. იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია:
ბიოგრინი არ გამოიყენება ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
მიღების წესი მოზრდილებისთვის:
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3–ჯერ.
პაციენტებს ვურჩევთ მკურნალობის ერთ ან ორ თვიან უწყვეტ კურსს, შესაძლებელია ორ კვირიანი შესვენების შემდეგ კურსის ისევ განახლება.
შენახვის პირობები: თავდახურული ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატი დროთა განმავლობაში იკეთებს მცირეოდენ ნალექს რაც მისთვის დამახასიათებელია,
3.
როგორც მკურნალობის პროცესში, ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად დაშაქრულ, მწუთხე და მწარე საჭმელებს; მოერიდება ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, სხა სახის ტოქსინებს, რადგანაც ისინი ხშირად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და მრავალი მძიმე ქრონიკულ დაავადებათა გამომწვევნი არიან.

უკუჩვენება:

ბიოგრინის მიღება არ შეიძლება,როდესაც გახასიათებთ დაბალი წნევა, ალერგიულობა, კენჭოვანი დაავადებები,ასევე ორსულობის,ძუძუთი კვების და მენსტრუაციის დროს.
ასევე ბიოგრინი არ შეიძლება რომ მიიღოს იმ პაციენტებმა, რომლებსაც გადატანილი აქვთ: ინფაქტი, ინსულტი დამბლითა და კრიზისული გაჟონვებით, ოპერაციები თავის ტვინზე და გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე,აქვთ ეპილეფსია,კრუნჩხვები,ყოფილან კომაში,……ასევე ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რადგანაც ამგვარი მძიმე კატეგორიის ავადმყოფები საჭიროებენ ექიმის მუდმივ მკაცრ ზედამხედველობას.

მცენარეული ბიოგრინი საუკეთესო არჩევანია განსხვავებით სინთეზურ–ქიმიური მედიკამენტებისაგან, რომელთა ჯანმრთელობაზე არასასურველი გვერდითი ზემოქმედება ფართოდ არის ცნობილი.
გამოიყენეთ პარასამკურნალო საშუალება მცენარეული ბიოგრინი და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით!

Facebook კომენტარები