Aviabiltebi

ბიოპრონ 9 პრემიუმი#10კაფს

ბიოპრონ® 9 პრემიუმის – მულტიშტამური პრობიოტიკი. შეიცავს 9 პრობიოტიკულ შტამს პრებიოტიკთან ერთად. გამოიყენება ნაწლავური მიკროფლორის აღსადგენად ანტიბიოტიკოთერაპიასა და მის შემდგომ პერიოდში. 


ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
 ნაწლავების მიკროფლორის ბალანსის რეგულატორი – კომპლექსური სინბიოტიკური საშუალება.


ჩვენებები:
 ნაწლავის მიკროფლორის აღსადგენი საშუალება ანტიბიოტიკოთერაპიისა და მის შემდგომ პერიოდში; დაზიანებული ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა; გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში 3 წლის ასაკიდან.


დახასიათება:
 ბიოპრონ® 9 პრემიუმი არის პრობიოტიკების კომპლექსი, რომელიც წარმოადგენს  პრობიოტიკების კულტურისა და პრებიოტიკ ფრუქტოოლიგოსაქარიდის (ფოს) უნიკალურ და ბალანსირებულ კომბინაციას. შეიცავს 9 შტამის ცოცხალ მიკროორგანიზმს დღიური დოზით 20 მილიარდი.


მოქმედების მექანიზმი:

1. პრობიოტიკები წარმოადგენენ ცოცხალ მიკროორგანიზმებს, რომლებიც, ადექვატური დოზით დანიშვნის შემთხვევაში სასარგებლოა მასპინძლის ჯანმრთელობისთვის (FAO/ჭHO. 2002 განსაზღვრება) 1).  პროდუქტის სარგებელი ეფუძნება ბაქტერიული შტამების ფართო სპექტრს. 9 სხვადასხვა შტამის კომბინაცია ხელს უწყობს ბაქტერიების უფრო ინტენსიურ კოლონიზაციას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. 

2. პრობიოტიკები წარმოადგენს სელექტიურად ფერმენტირებულ ინგრედიენტებს, რომლებიც განაპირობებენ სპეციფიური ცვლილებებს გასტროინტესტინალური მიკროფლორის შემადგენლობასა და/ან აქტივობაზე, რას განაპირობებს მასპინძლის ორგანიზმის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას (Gიბსონ, 2004 განსაზღვრება). 2)


ბიოპრონ® 9პრემიუმი არის:

– პრობიოტიკი მულტიშტამური შემადგენლობით

– 9 ბაქტერიის სახეობა ძალიან მაღალი დღიური დოზით – 20 მილიარდი;

– დამატებული პრებიოტიკი ფრუქტოოლიგოსაქარიდების სახით;

– მისაღებია ანტიბიოტიკებით მკურნალობისა და მის შემდგომ პერიოდში;

– მისაღებია მთელი ოჯახისთვისა და ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან;

– დამზადებულია GMP სერთიფიკატის მფლობელი ქარხნის მიერ.

    

       შემადგენლობა 2 კაფსულაში

 

 

   თითოეული მიღების რაოდენობა

პრობიოტიკების კომპლექსი (ცოცხალი ორგანიზმების 9 შტამი):

Bifidobacterium bifidum,Bifidobacterium breve,

Bifidobacterium longum,Lactobacillus acidophilus,

Lactobacillus casei,Lactobacillus plantarum,

Lactobacillus rhamnosus,Lactobacillus lactis ssp.Lactis,

Streptococcus thermophilus

 

 

 

 

20×109 CFU*

Fructooligosaccharides

240,0 mg

სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი, ვიტამინ ჩ (ანტიოქსიდანტი), მაგნიუმის სულფატი (ანტიგამამკვრივებელი აგენტი), ტიტანის დიოქსიდი (შეფერილობისთვის).

*CFU- კოლონიის ფორმირების ერთეული

 

მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა 1-2 ჯერ დღეში საკვებთან ერთად. ბიოპრონ 9 პრემიუმის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობისას პირდაპირ დასაწყისიდან. პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ ანტიბიოტიკის ორ მიღებას შორის. მკურნალობა გრძელდება ანტიბიოტიკების მიღების დამთავრებიდან კიდევ ერთი კვირით ან მეტი ხანგრძლივობით. ბიოპრონ 9 პრემიუმის პრობიოტიკული შტამები წარმოადგენენ ადამიანის ორგანიზმის ნაწლავური მიკროფლორის ბუნებრივ ნაწილს, ამიტომ, პროდუქტი უსაფრთხოა დიდი ხნით გამოყენების დროსაც. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

იმისთვის, რომ გაიზარდოს პრობიოტიკური შტამების დაცვა, ტენიანი ბლისტერები დაფარულია შესაბამისი სქელი ალუმინის ფოლგით. ბლისტერის ფოლგის სისქემ კაპსულის ამოღებისას შეიძლება პრობლემა შექმნას. აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია კაპსულას მივაწვეთ კიდის მხრიდან ან  ალუმინის ფოლგის მთლიანობა დავარღვიოთ ზეწოლამდე (ფრჩხილით). 


ყურადღება:
 არ არის განკუთვნილი 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის! მისაღებია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.


შენახვის პირობები:
 შეინახეთ მშრალ ადგილას ტემპერატურით 5 °C-25°C (41 ო F- 77 ო F). ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ დატოვოთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ!


შემადგენლობა:
 30 კაფსულა;  არ შეიცავს გლუტენს და კონსერვანტებს; მისაღებია ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის; გამოიყენება 3 წლის ასაკიდან.

Facebook კომენტარები