ბრონქოცინი – BRONCHOCIN – БРОНХОЦИН

საერთაშორისო დასახელება:

comb.drug

მწარმოებელი: BALKANPHARMA-TROYAN, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება:

გლაუცინი +ეფედრინი +რეჰანის ზეთი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქრონიკული ბრონქიტისა და ასთმური ბრონქიტის სამკურნალო საშუალება.

შეადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 125 გ

5 მლ

გლაუცინის ჰიდრობრომიდი ………….       5.75 მგ

ეფედრინის ჰიდროქლორიდი …………     4.6 მგ

რეჰანის ზეთი ………………………..          5.75 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენ კომბინირებულ საშუალებას, რომელსაც გააჩნია ხველის საწინააღმდეგო და ბრონქების გამაფართოვებელი მოქმედება. პრეპარატში შემავალი გლაუცინის ჰიდროქლორიდი თრგუნავს ხველის ცენტრს კოდეინის მსგავსად, მაგრამ ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით არ ახასიათებს გვერდითი მოქმედება.

ეფედრინი აღაგზნებს სუნთქვის ცენტრს, აფართოვებს ბრონქებს, ხელს უშლის ბრონქების ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

რეჰანის ზეთი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და თრგუნავს ხველის რეფლექსს, ბრონქების ლორწოვან გარსზე ახდენს ანესთეზიურ და მცირედ გამოხატულ ანტისეპტიკურ მოქმედებას.

პრეპარატს კარგად იტანენ ბავშვები და მოზრდილები. მისი მოქმედება იწყება სწრაფად და არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები (სუნთქვის დათრგუნვა, ყაბზობა, შეჩვევა).

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება:

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეობრონქიტი;
  • სპაზმური და ასთმური ბრონქიტი;
  • ბრონქული ასთმის და ყივანახველას სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად.

მოზრდილები პრეპარატს იღებენ 3-4-ჯერ დღეში 1 სუფრის კოვზის ოდენობით.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 0.5 ჩაის კოვზის ოდენობით 3-ჯერ დღეში.

10 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 ჩაის კოვზის ოდენობით 3-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული კორონაროსკლეროზის, სტენოკარდიის დროს. პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია აგრეთვე ჰიპერთირეოიდული მდგომარეობის დროს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 8-250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

 

 

Facebook კომენტარები