ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% – BUPIVACAIN HYDROCHLORICUM 0.5% – БУПИВАКАИНА ГИДРОХЛОРИД 0.5%

საერთაშორისო დასახელება:

BUPIVACAINE

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საანესთეზიო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 0.5%: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ბუპივაკაინი ჰიდროქლორიდი    5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, 10% HCL, საინექციო  წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% წარმოადგენს გახაგნგრძლივებული მოქმედების საანესთეზიო საშუალებას და გამოიყენება ლოკალური და რეგიონალური ანესთეზიისთვის ქირურგიაში, სხვადასხვა სადიაგნოსტიკო და თერაპიული პროცედურების დროს, ასევე გამოიყენება სამეანო გინეკოლოგიაში.

ბუპივაკაინი გამოიყენება შემდეგი მიზნებით: ეპიდურალური ლუმბარული ანესთეზია; კაუდალური ანესთეზია; პერიფერიული ნერვების ბლოკადა.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება:

  • ზოგადი ნარკოზისთვის და მისი შენარჩუნებისთვის სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში;
  • სედაციური ეფექტის გამოსაწვევად დიაგნოსტიკური მანიპულაციების ან მცირე ქირურგიული ოპერაციების დროს;
  • სედაციური ეფექტის გამოსაწვევად ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ჩატარებისას ინტენსიური თერაპის განყოფილებაში, ხანგრძლივობით 3 დღემდე.

მიღების წესები და დოზირება:

ადგილობრივი სანესთეზიო საშუალებების გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ იმ ექიმებს, რომელთაც გააჩნიათ მათი გამოყენების გამოცდილება და ინფორმირებულები არიან მათი პოტენციური ტოქსიკური მოქმედების შესახებ. სამკურნალო საშუალება არ შეიცავს კონსერვანტებს. ფლაკონის შემცველობის 24 საათის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში საჭიროა მისი უტილიზაცია.

ბუპივაკაინის გამოყენებით ყველა სახის ანესთეზიის დროს საჭიროა სიფრთხილის ზომების მიღება, რათა თავიდან აცილებულ იქნას პრეპარატის სისხლძარღვებში შეყვანა.

შეყვანის წინ რეკომენდებულია ასპირაციის ჩატარება პრეპარატის შეყვანის წინ და ასევე, შეყვანის დროს.

ბუპივაკაინის მაღალი დოზების შეყვანის შემთხვევაში (ეპიდურალური ანესთეზია), რეკომენდებულია საცდელი დოზის გამოყენება – ბუპივაკაინის და ადრენალინის ხსნარი 3-დან 5 მლ-მდე.

სამკურნალო საშუალების არტერიულ სისხლძარღვებში გაუთვალისწინებელი შეყვანის დიაგნოსტირება შესაძლებელია განვლადი გულის შეკუმშვების რიცხვის მომატების საფუძველზე.

საცდელი დოზის შეყანის შემდეგ საჭიროა ფიზიოლოგიური ფუნქციების კონტროლი და პაციენტთან ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება 5 წუთის განმავლობაში.

ბუპივაკაინის ძირითადი დოზა შეყვანილ უნდა იქნას ნელა, 25 მგ-და 50 მგ/წთ-ში სიჩქარით ან ცალკეულ დოზებად. ამავდროულად, საჭიროა ფიზიოლოგიური ფუნქციების კონტროლი და პაციენტთან ვერბალური კონტაქტის შენარჩუნება. მწვავე ტოქსიკური სიმპტომების დადგომის შემთხვევაში აუცილებელია ბუპივაკაინის შეყვანის შეწყვეტა.

სამკურნალო საშუალების დოზა და კონცენტრაცია დამოკიდებულია ანესთეზიის ტექნიკაზე, გასაუტკივარებელი უბნის სიდიდეზე, მის ვასკულარიზაციაზე, გასაუტკივარებლი სეგმენტების რაოდენობაზე, ანესთეზიის სიღრმეზე, კუნთების რელაქციის საჭირო ხარისხზე, გაუტკივარების სასურველ ხანგრძლივობაზე, ასევე პაციენტის ინდივიდუალური ამტანობასა და საერთო მდგომარეობაზე.

საჭიროა ბუპივაკაინის უმცირესი ეფექტური დოზის გამოყენება.

ბავშვებში, ხანდაზმულ პირებში, პაციენტებში არადამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობით, გულის და ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში საჭიროა ბუპივაკაინის დოზის შემცირება.

ბუპივაკაინის რეკომენდებული დოზები იწვევს მგრძნობელობის სრულ დაკარგვას, ამავე დროს, მოტორულ ფუნქციაზე ახდენს სხვადასხვაგვარ ზემოქმედებას, რომელიც დამოკიდებულია პრეპარატის კონცენტრაციაზე.

0,5% კონცენტრაციით ბუპივაკაინის გამოყენების შემდეგ მგრძნობელობითი ბლოკადა უფრო ძლიერია, ვიდრე მოტორული ბლოკადა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეანობაში ანესთეზიისთვის.

ბუპივაკაინის გამოყენებისას ანესთეზიის ხანგრძლივობა იძლევა ერთჯერადი დოზის გამოყენების საშუალებას ჩვენებათა უმრავლეს შემთხვევაში.

ბუპივაკაინის რეკომენდებული დოზები შეიძლება მოდიფიცირებულ იქნას ექიმის მიერ მისი გამოცდილების შესაბამისად, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის და შეყვანის ადგილიდან პრეპარატის შეწოვის გათვალისწინებით.

ბუპივაკაინის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 150 მგ.

შემანარჩუნებელი დოზების შემთხვევკაში საჭიროა 50 მგ-მდე ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდის შეყვანა ყოველ 2 საათში.

ანესთეზიის სახე     დოზა მლ      დოზა, მგ          მოტორული ბლოკადა

1.ეპიდურალური           10-20             50-100             ნაწილობრივიდან სრულამდე

2.კაუდალური                15-30            75-150              ნაწილობრივიდან სრულამდე

3.პერიფერიული                ≤30          ≤50                  ნაწილობრივიდან სრულამდე

ნერვების ბლოკადა

ხანგრძლივი ანესთეზიის ტექნიკის შემთხვევაში შემანარჩუნებელი დოზების გამოყენება იწვევს მოტორული ბლოკადის პოტენცირებას. პირველმა შემანარჩუნებლმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს მოტორული ბლოკადის დადგომა, რომელიც იძლევა ქირურგიული ჩარევის საშუალებას მუცლის ღრუში.

შენიშვნა: არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების კომბინირება ტუტე რეაქციის მქონე ხსნარებთან, მაგალითად, ნახშირწყლებთან, ვინაიდან შეიძლება მოხდეს ნალექის წარმოქმნა.

თუკი გაჩნდება ეჭვი, რომ სამკურნალო საშუალება ბუპიკავაინის ჰიდროქლორიდი 0.5%

ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, საჭირო ექიმთან კონსულტაცია.

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5% რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვა, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის გაჩერება, მაღალი ხარისხის ანესთეზია ან საერთო სპინალური ნარკოზი (რომელიც ხასიათდება სუნთქვის დეპრესიით და არტერიული წნევის დაქვეითებით).

ბუპივაკაინით ინტოქსიკაციის გენერალიზებული სიმპტომების მქონე პაციენტის მკურნალობა მდგომარეობს კრუნჩხვების კუპირებასა და პაციენტის ოქსიგენოთერაპიით უზრუნვეყოფაში, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – ხელოვნური ვენტილაციის გამოყენებაში.

კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია 100-დან 200 მგ-მდე თიოპენტალის ან 5-დან 10 მგ-მდე დიაზეპამის შეყვანა.

ასევე შესაძლებელია ინტრავენურად 50-100 მგ-მდე სუქცინქოლინის შეყვანა. თუმცა ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის ტრაქეის ინტუბაცია და სრული მკურნალობა, როგორც ეს ხდება პაციენტებში კუნთოვანი რელაქსაციის შემდეგ.

არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში საჭიროა სისხლძარღვების შემავიწროვებელი პრეპარატის შეყვანა, უმჯობესია დადებითი ინოტროპული მოქმედებით, მაგალითად, 15 მგ-დან 30 გ-მდე ეფედრინი – დოზა შეიძლება განმეორდეს მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. წნევის მომატების მიზნით ასევე შეიძლება სწრაფი ინტრავენური ინფუზიის სახით შეყვანილი იქნას ელექტროლიტური ან კოლოიდური ხსნარები.

გულის გაჩერება მოითხოვს გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარებას _ ასევე, ელექტროდეფიბრილაციის გამოყენებას. გულის ჰემოდინამიკური ფუნქციების აღდგენისთვის შეიძლება საჭირო გახდეს რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარება ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე.

ეპიდურალური ანესთეზიის დროს შეიძლება დადგეს მაღალი ხარისხის გაუტკივარება ან სრული სპინალური ანესთეზია, რომელთა სიმპტომები შეიძლება იყოს სუნთქვის შეჩერება და არტერიული წნევის დაქვეითება.

ასეთ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მიერთება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატთან ან კონტროლირებადი ვენტილაციის ჩატარება.

გვერდითი მოვლენები:

ეპიდურალურმა ანესთეზიამ, გამოყენებული ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებისგან დამოუკიდებლად, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებების განვითარება. მათ მიეკუთვნება:

არტერიული ჰიპოტენზია და გულის შეკუმშვათა რიცხვის შემცირება, რომლებიც გამოწვეულია სიმპათიკური ბირთვების ბლოკადით და (ან) გონების დაკარგვა, გამოწვეული ვაზო-ვაგალური რეაქციით (ცდომილი ნერვის ზეგავლენა სისხლძარღვებზე). რთულ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს გულის გაჩერება.

ბუპივაკაინის მაღალი დოზებით ან სისხლძარღვებში შეყვანამ შეიძლება მოახდინოს ტოქსიკური ზემოქმედება სისხლის მიმოქცევის ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ტოქსიკურობის სიმპტომები სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ დაკავშირებულია გულის და მიოკარდის გამტარ სისტემაზე ზეგავლენასთან. ამის შედეგი შეიძლება იყოს: გულის წუთობრივი მოცულობის შემცირება, მიოკარდში გამტარებლობის ბლოკადა, არტერიული წნევის დაქვეითება, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი არითმიები, პარკუჭოვანი ციმციმის და გულის გაჩერების ჩათვლით.

ტოქსიკურობის სიმპტომები ცენტარლური ნერვული სისტემის მხრივ: ენის დაბუჟება, პაციენტთა შეზღუდული კონტაქტი, თავბრუსხვევა, არამკვეთრი მხედველობა, კუნთოვანი ტრემორი, ძილიანობა, კრუნჩხვები, გონების დაკარგვა და სუნთქვის შეჩერება.

უფრო ხშირად, სიმპტომები სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ წინ უძღვის ან ერთდროულად დგება ცენტრალური ნევრულ სისტემასთან დაკავშირებულ ტოქსიურობის მძიმე სიმპტომებთან.

თუკი ეპიდურალური ანესთეზიის ჩატარებისას სამკურნალო საშუალება შემთხვევით იქნა შეყვანილი სუბარაქნოიდალურ სივრცეში, შეიძლება განვითარდეს ე.წ. მაღალი სპინალური ანესთეზია, რომლის სიმპტომები შეიძლება იყოს აპნოე და სისხლის წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

რეგიონალური, განსაკურებით, ეპიდურალური, ანესთეზიის დროს, შეიძლება საქმე ნერვული სისტემის დაზიანებამდე მივიდეს (ზურგის ტვინის ან ნერვული ქერქების). ასეთი დაზიანებების შედეგად შეიძლება განვითარდეს მგრძნობელობის დარღვევები ან დაზიანებულ ადგილებში მგრძნობელობის გაქრობა, სუნთქვის ფუნქციების დარღვევები. სფინქტერის ფუნქციის მოშლა ან პარაპლეგია (გადამკვეთი დამბლა); ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ ცვლილებებს შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი სახე.

ზოგიერთ პირებში სამკურნალო საშუალება ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5%-ის გამოყენების პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი ეფექტები.

ისეთი გვერდითი მოქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ გამოყენების ინსტრუქიცაში, საჭიროა ეცნობოს ექიმს მათ შესახებ.

უკუჩვენებები:

პრეპარატი არ გამოიყენება:

  • თუ პაციენტს აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების ან ამიდების ჯგუფის სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ;
  • კარდიოგენული და ჰიპოვოლემიური შოკის დროს;
  • რეგიონალური ინტრავენური ანესთეზიის დროს;
  • ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის დროს, რომელთა დროსაც წინააღმდეგნაჩვენებია ეპიდურალური ანესთეზია, ისეთი, როგორიცაა: მენინიგიტი, პოლიომიელიტი, ქალასშიდა ჰემორაგია, პერნიციოზური ანემია ნევროლოგიური სიმპტომატიკით. ტვინის და ზურგის ტვინის სიმსივნეები, ხერხემლის ტუბერკულოზი, კანის ჩირქოვანი ინფექციები კანის იმ ნაწილზე, სადაც საჭიროა პრეპარატის შეყვანა, კოაგულაციის დარღვევების ან ანტიკოაგულაციური მკურნალობის მიმდინარეობის დროს;
  • მიასთენიით დაავადებული პაციენტები (Myastenia gravis);
  • პარაცერვიკალური ანესთეზია.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის ადრეულ პერიოდში, გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ექიმის აზრით, დედისთვის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციალურ რისკს.

სამკურნალო საშუალების გამოყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ბუპივაკაინი ისეთი რაოდენობით გადადის დედის რძეში, რომ არ ახდენს ზეგავლენას ჩვილზე.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი ორგანიზმში უნდა შეიყვანონ მხოლოდ გამოცდილმა სპეციალისტებმა, რომელთაც იციან გაუტკივარების ტექნიკა და მომზადებულები არიან ბუპივაკაინის ჰიპერდოზირების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებში.

რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების გადაწყვეტილების მიღებაში შეყოვნება, ჰიპოქსია ან ბუპივაკაინზე რეაქციის გამოვლენა შეიძლება გახდეს აციდოზის დადგომის ან გულის გაჩერების მიზეზი. ასევე, აღნიშნულია სიკვდილის შემთხვევები ბუპივაკაინის გამოყენებისას ეპიდურალური ანესთეზიის ან პერიფერიული ნერვების ბლოკადის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში გულის კუნთას ჰემოდინამიური ფუნქციის აღდგენა ხდებოდა მხოლოდ ხანგრძლივი რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად.

საჭიროა უზრუნველყოფილ იქნას სარეანიმაციო აპარატურის, ჟანგბადის და სხვა აუცილებელი პრეპარატების, ბლოკადების და ქირურგიული ჩარევების წინ პაციენტის ვენის ხელმისაწვდომობა.

სამკურნალო საშუალების გამოყენებისას აუცილებელია გულის და სუნთქვის სისტემის, ცნობიერების მდგომარეობის და სხვა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორინგი, აუცილებელია ბუპივაკაინის სისხლძარღვებში შეყვანა (მაგალითად, თავის და კისრის არეში, დიდი ნერვული ღერძების გაუტკივარების დროს), ვინაიდან შეიძლება დადგეს მწვავე ინტოქსიკაციის სიმპტომები. ბუპივაკაინის წინასწარი გათვლის გარეშე სისხლძარღვებში შეყვანისას ადგილი ჰქონდა მოწამვლას, კრუნჩხვებს, გულის გაჩერების ჩათვლით.

ბუპივაკაინი სიფრთხილით გამოიყენება თავის და კისრის არეში გაუტკივარებისას, სამკურნალო საშუალების არტერიის შიგნით შეყვანის გამო მომატებული რისკის გათვალისწინებით.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა დიდი ნერვული ღერძების ანესთეზიისას, სამკურნალო საშუალების დიდი დოზის გამოყენების საჭიროების და ასევე მოცემული უბნების კარგი ვასკულარიზაციის გათვალისწინებით, რაც ზრდის სამკურნალო საშუალების სისხლძარღვების შიგნით შეყვანის რისკს.

სამკურნალო საშუალების მორიგი შემანარჩუნებელი დოზები იწვევენ პლაზმაში მისი კონცენტრაციის თანდათანობით ზრდას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუმულაცია ორგანიზმში, განსაკუთრებით, ღვიძლის მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში.

ბუპივაკაინის გამოყენების შემდეგ არ შეიძლება ალერგიული რეაქციების გამორიცხვა.

თუმცა იმ პირებში, რომელთაც გამოუვლინდათ ალერგიული რეაქციები ეთერული ჯგუფის ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებზე (მაგალითად პროკაინი, ტეტრაკაინი), არ არის დადგენილ ალერგიული რეაქციები ამიდების ჯგუფის (მაგალითად, ბუპივაკაინი) სამკურნალო საშუალების შეყვანის შემდეგ.

აღწერილია სუნთქვის შეჩერების შემთხვევები რეტრობულბარული ანესთეზიისთვის ბუპივაკაინის გამოყენების დროს.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში სისხლის მიმოქცევის სისტემის უკმარისობით (განსაკუთრებით, ეპიდურალური ანესთეზიის დროს), გულის დაავადებებით, ვინაიდან ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბუპივაკაინის ტოქსიკური მოქმედების მიმართ. ამ პირთათვის საჭიროა ბუპივაინის დოზის შემცირება.

სისხლის მიმოქცევის სისტემის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტენზიის თავიდან აცილება მათი ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმების დარღვევის გათვალისწინებით.

სიფთხილეა საჭირო ღვიძლის და თირკმლების დაავადების მქონე პაციენტებში.

პაციენტებში, რომელთაც შემცირებული აქვთ მოცირკულირე სისხლის მოცულობა (რომელიც არის შედეგი, მაგალითად: დეჰიდრატაციის, სისხლდენის, ვენოზური დაბრუნების დარღვევის, ასციტის, მუცლის ღრუში დიდი სიმსივნის, ორსულობის გვიანი სტადიის), განსაკუთრებით, ეპიდურალური ანესთეზიის დროს, რამდენადაც შეიძლება მნიშვნელოვნად დაეცეს არტერიული წნევა და დადგეს ბრადიკარდია;

ექსუდატით პლევრალურ ღრუში, ეპიდურალური ანესთეზიის შემდეგ, შეიძლება დაირღვეს სუნთქვითი ფუნქციები;

სეფსისით, ეპიდურალური ანესთეზიის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში მატულობს ეპიდურალური აბსცესის განვითარების რისკი.

ჰიპერთირეოზით.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუნდაც ზემოთ აღნიშნული გაფრთხილებები ეხებოდეს სიტუაციებს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ წარსულში.

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5%-ის გამოყენება ბავშვებში: ბავშვებში ბუპივაკაინის დოზა უნდა შემცირდეს.

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5%-ის გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევებით: სამკურნალო საშუალება გამოყენებულ უნდა იქნას ფრთხილად, მცირე დოზებით იმის გათვალისწინებით, რომ არის მისი ბიოლოგიურ სითხეებში კონცენტრაციის გადაჭარბების და კუმულაციის შესაძლებლობა (მრავალჯერადი დოზის გამოყენების შედეგად).

ბუპივაკაინის ჰიდროქლორიდი 0.5%-ის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში: ხანდაზმულ პაციენტებში არადამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობის დროს საჭიროა დოზის შემცირება.

სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მექანიმზმების მართვის და სხვა ფსიქომოტორულ უნარებზე:

დოზირების მიხედვით ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს შეუძლიათ უმნიშვნელო ზეგავლენის მოხდენა ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საჭიროა ეცნობოს ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში იყენებდა პაციენტი, მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედების სიმპტომები შეიძლება დადგეს ბუპივაკაინის შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას:

  • ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნავი სამკურნალო საშუალებები, მაგალითად, ქირურგიული ჩარევის დროს პრემედიკაციის მიზნით გამოყენებული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნავი ეფექტის პოტენცირება;
  • მაოს- ინჰიბიტორები და ფურაზოლიდონი – შეიძლება მკვეთრად დაქვეითდეს არტერიული წნევა. მოცემული სამკურნალო საშუალებები უნდა მოიხსნას ოპერაციამდე 1 დღით ადრე;
  • ოპიატები, ეპიდურალური ანესთეზიის დროს, რამდენადაც ასეთი კომბინაციის გამოყენების დროს შეიძლება დადგეს არტერიალური ჰიპოტენზია.

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები:

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების სწრაფმა შეწოვამ შეიძლება გამოიწვიოს მიორელაქსანტების მოქმედების პროლონგირება და პოტენცირება. ასევე შეიძლება გაძლიერდეს გულის რითმზე მოქმედი სამკურნალო საშუალებების მოქმედება, ხოლო ეპინეფრინთან და ფენილეფრინთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია.

ბუპივაკაინის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომელთაც უკეთდებათ ისეთი საშუალებები, როგორიცაა ჰალოტანი, ციკლოპროპანი, ტრიქლორეთილენი ან სხვა მსგავსი პრეპარატები, რომელთაც შეუძლიათ გულის რითმის სერიოზული დარღვევების გამოწვევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250Cტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, დაუშვებელია გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Facebook კომენტარები