გალფერი 305მგ #100კაფს

გალფერი 305მგ #100კაფს

 

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებება თითოეულ კაფსულაში: რკინის ფუმარატი 305 მგ (შეესაბამება 100 მგ პირველად რკინას). დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი და საღებავები: ქინოლონი ყვითელი (E104), ერითროზინი (E127), ინდიგოტინი (E132) და ტიტანის დიოქსიდი (E171).

ჩვენება: გალფერის კაფსულები აქტიური ნივთიერების სახით შეიცავენ რკინის ფუმარატს, რომელიც ავსებს სისხლში რკინის დაბალ შემცველობას. პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ლაბორატორიულად დადასტურებული რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ; თუ პაციენტს აქვს სისხლში რკინის შემცველობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის პრობლემები (მათ შორის მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება რბილ ქსოვიელბში რკინის დაგროვებით ან ერითროციტებთან დაკავშირებული პრობლემები);

თუ პაციენტს აქვს კუჭის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემები; თუ პაციენტს აქვს ნაწლავის ანთებითი დაავადება, მაგ. წყლულოვანი კოლიტი ან რეგიონალური ენტერიტი; თუ წარსულში პაციენტი რეგულარულად იტარებდა ჰემოტრანსფუზიას; თუ პაციენტს აქვს ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დაბალ შემცველობასთან; თუ პაციენტს ამჟამად უტარდება ინექციები რკინის პრეპარატით.

გალფერის კაფსულების მიღებამდე საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე: თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება კუჭის წყლული; თუ პაციენტს ჩატარებული აქვს კუჭის სრული ან ნაწილობრივი რეზექცია; თუ პაციენტს აქვს ვიტამინების დეფიციტი, განსაკუთრებით ვიტამინ B12-ის ან ფოლიუმის მჟავის; თუ პაციენტი არის მამრობითი სქესის, რადგან მამაკაცებში რკინადეფიციტური ანემია შედარებით იშვიათია და საჭიროებს დამატებით კვლევებს; განავლის გამოკვლევის ჩატარებამდე: პაციენტმა გალფერის კაფსულების გამოყენების შესახებ უნდა აცნობოს ექიმს, რადგან პრეპარატმა შესაძლოა განაპირობოს განავლის შავი შეფერილობა და გავლენა იქონიოს ანალიზის შედეგებზე. გალფერის კაფსულების მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ღებულობს, უახლოეს წარსულში ღებულობდა ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზეც. განსაკუთრებული

ყურადღება უნდა მიექცეს შედეგ პრეპარატებს: ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის ტეტრაციკლინები (მაგ.  ქსიტეტრაციკლინი) და ფლუოროქინოლონები (მაგ. ციპროფლოქსაცინი). პენიცილამინი, რომელიც გამოიყენება ართრიტის სამკურნალოდ;
დისპეფსიის სამკურნალო საშუალებები, კალციუმის დანამატები და ცინკი; ლევოდოპა, კარბიდოპა ან ენტრაკაპონი, რომლებიც გამოიყენება პარკინსონის საწინააღმდეგოდ; ბისფოსფონატები, რომლებიც გამოიყენება ოსტეოპოროზის სამკურნალოდ; ტრიენტინი, რომელიც გამოიყენება ვილსონის დაავადების სამკურნალოდ; მეთილდობა, რომელიც გამოიყენება არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ.

ორსულობა და ლაქტაცია:

გალფერის კაფსულების მიღება დასაშვებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის მიღებამდე, პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან, განსაკუთრებით თუ იგი იმყოფება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. შესაძლოა ასევე საჭირო გახდეს ფოლიუმის მჟავას მიღება. გამოყენების წესი: მნიშვნელოვანიინფორმაცია პრეპარატის გამოყენებამდე: პრეპარატი მიიღება ჭამამდე, სასურველია უზმოზე. თუ გალფერის კაფსულები იწვევს კუჭის გაღიზიანებას, პაციენტმა პრეპარატი უნდა მიიღოს საკვებთან ერთად ან ჭამის შემდეგ; ზოგიერთმა საკვებმა ან სასმელმა, მაგ. ჩაიმ, კვერცხმა ან რძემ, შესაძლოა დააქვეითოს ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვის უნარი.

არასასურველი საკვების-სასმელების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს; გალფერის კაფსულებმა შესაძლოა განაპირობონ განავლის შავი შეფერილობა. აღნიშნული მოქმედება რკინის შემცველი პრეპარატებისთვის წარმოადგენს ნორმას; თუ 28 დღის შემდეგ სიმპტომები არ უმჯობესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს; რკინის დონის ნორმალიზების შემდეგ, მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 3 თვეზე ხანგრძლივად. პაციენტს მკურნალობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ექიმი.

დოზირება: პრეპარატი მიიღება შიგნით. მოზრდილები, ხანდაზმულები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: რკინის დეფიციტის პრევენციისთვის მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში. რკინის დეფიციტის სამკურნალოდ მიიღება ერთი კაფსულა ორჯერ დღეში. 12 წლამდე ასაკის ბავშვები: მკურნალი ექიმის დანიშნულების გარეშე, პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება:

უნებლიედ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, სადაც მითითებული იქნება პრეპარატის დასახელება. დოზის გამოტოვება: გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს მკურნალობის რეჟიმის შესაბამისად. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა წამალს, გალფერის კაფსულებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველანპაციენტს არ უვითარდება.

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები: შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს:ალერგიული რეაქცია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, ცხელება, პირის, ტუჩების ან კანის შეშუპება, ძლიერი გამონაყარი, ქავილი ან კუჭის ტკივილი. სხვა

შესაძლო გვერდითი მოვლენები: უმადობა; გულისრევა; ღებინება; დისკომფორტის შეგრძნება კუჭში; ყაბზობა; ფაღარათი; განავლის ფერის გამუქება. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ მოცემული, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმი და ფარმაცევტი მიაწოდებენ პაციენტს საჭირო ინფორმაციას. გვერდითი მოვლენების შეტყობინება:ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა გაესაუბროს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში.

შენახვის წესი:

პრეპარატი შეიცავს რკინას და ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, რადგან ზედოზირება შესაძლოა აღმოჩდეს ფატალური. ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

Facebook კომენტარები

Vairkoseti