გასტროკინდი / GASTROKIND


შემადგენლობა

1 ტაბლეტები (100 მგ) შეიცავს: 
აქტიური ნივთიერებები:
Arsenicum album D6 20 მგ
Croton tiglium D6 20 მგ
Okoubaka D4 20 მგ
Veratrum album D12 20 მგ
სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი. 
აქტიური ნივთიერება შეიცავს ლაქტოზას.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონალური დარღვევები მცირე ასაკის ბავშვებში, თანდართული მუცლის ტკივილით, გულისრევით, პირღებინებით და დიარეით. ეს დარღვევები შეიძლება იყოს განპირობებული კვების შემდეგი ცვლილებებით:
– გადასვლა ძუძუთი კვებიდან ხელოვნური კვებაზე,
– მყარი საკვების შემოღება რაციონში (მაგალითად, ხორცი, ხილი, ბოსტნეული),
– უცნობი საკვების ან სწრაფი კვების პროდუქტების მოხმარება.

1 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე სიმპტომების დროს მიიღება 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 6 ტაბლეტის დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 1 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში.
1 წლიდან – 6 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე სიმპტომების დროს მიიღება 2 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, მაგრამ არაუმეტეს 12 ტაბლეტის დღეში; სიმპტომების გამომხატველობის შემცირების მერე მიიღება 2 ტაბლეტი 4–ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). 
ძუძუთა ბავშვების და 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გასხნა მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი).

არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.
შენიშვნა: 
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს. 
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს, გასტროკინდის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი).

ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები