გერალი – GERAL – ГЕРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

Ornidazole

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიპროტოზოულები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გარსით დაფარული ტაბლეტი 500 მგ; შეფუთვაში 10 ტაბლეტი; მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

პრეპარატის ერთი ტაბლეტი (გარსით დაფარული) შეიცავს აქტიური ნივთიერების – ორნიდაზოლის 500 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი:

ანტიპროტოზოული პრეპარატი ანტიმიკრობული აქტივობით. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ორნიდაზოლისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების დნმ-ის სტრუქტურის დარღვევასთან.

ორნიდაზოლი მიკრობის უჯრედში შეღწევის შემდეგ უკავშირდება მის დნმ-ს, აინჰიბირებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს, რაც საბოლოოდ ბაქტერიის კვდომას იწვევს.

ორნიდაზოლისადმი მგრძნობიარეა: Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Giardia intestinalis, Entamoeba histolytica; ანაერობული მიკროორგანიზმები: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides vulgatus), Fusobacterium spp., Veillonela spp., Prevotella spp. (Prevotella bivia, Prevotella buccae, Prevotella disiens); გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Eubacterium spp., Clostridium spp.

პრეპარატისადმი მდგრადია აერობული მიკროორგანიზმები.

ორნიდაზოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია მიღებიდან 1-3 საათში მიიღწევა. პლაზმის ცილებს უკავშირდება 15%. გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლში და მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა შარდით (60-70%) და ფეკალური მასებით (20-25%), ხოლო მიღებული პრეპარატის დაახლოებით 5% შეუცვლელი სახით გამოიდევნება. T1/2 – 13 საათია.

ჩვენება:

– ტრიქომონიაზი;

– ამებიაზი, ამებური დიზენტერია, არანაწლავური ამებიაზი (მათ შორის ღვიძლის ამებური აბსცესი);

– ლამბლიოზი;

– გინეკოლოგიური და მსხვილი ნაწლავის ოპერაციის შემდგომი ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა.

უკუჩვენება:

– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

– ცნს-ის ორგანული დაავადებები;

– ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი.

უსაფრთხოების ზომები:

ტრიქომონიაზით დაავადებულ პაციენტებში აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც.

ორნიდაზოლის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება გარკვეულ რისკს წარმოადგენს პაციენტებისათვის ღვიძლის დაზიანებით, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, ორსული და მეძუძური დედებისა და ბავშვებისათვის.

ნიტროიმიდაზოლების სხვა წარმოებულებისგან განსხვავებით, ორნიდაზოლი არ აინჰიბირებს ფერმენტ ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზას და შესაბამისად, არ წარმოადგენს ალკოჰოლთან შეუთავსებად ნივთიერებას.

გერალის კუმარინის ჯგუფის პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთდროულად მიღებისას ძლიერდება ამ უკანასკნელთა ეფექტი, რაც მათი დოზის კორექციას მოითხოვს.

ორნიდაზოლი ახანგრძლივებს ვეკურონიუმის ბრომიდის მიორელაქსაციურ მოქმედებას.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: ეპილეპტიფორმული გულყრები, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია. გულყრების გამოვლინებისას ინიშნება დიაზეპამი. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.

დოზირება და მიღების წესი:

გერალი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ.

ტრიქომონიაზის დროს მოზრდილებში ინიშნება 500 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში. განმეორებითი დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის იგივე კურსი უტარდება პაციენტის სქესობრივ პარტნიორს.

ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ სხეულის წონაზე და ინიშნება ერთ მიღებაზე.

ამებური დიზენტერიის დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 35 კგ-ზე მეტი სხეულის წონით ინიშნება დღე-ღამური დოზა – 1.5 გ (3 ტაბლეტი) ერთ მიღებაზე საღამოს, ხოლო 60 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში – 2 გ/დღე-ღამეში (4 ტაბლეტი) განაწილებული 2 მიღებაზე (დილას და საღამოს 2-2 ტაბლეტი). დღე-ღამური დოზა 35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში შეადგენს 40 მგ/კგ სხეულის წონაზე, ინიშნება ერთ მიღებაზე.

ამებური დიზენტერიის დროს მკურნალობის ხანგრძლოვობაა 3 დღე.

ამებიაზის სხვა ფორმების დროს მოზრდილებსა და ბავშვებში 35 კგ-ზე მეტი სხეულის წონით – 500 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში (დილას და საღამოს), ხოლო 35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში ინიშნება 25 მგ/კგ ერთჯერადად.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს.

ლამბლიოზის სამკურნალოდ მოზრდილებსა და ბავშვებში 35 კგ-ზე მეტი სხეულის წონით ინიშნება 1.5 გ (3 ტაბლეტი) ერთ მიღებაზე საღამოს, ხოლო 35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში – 40 მგ/კგ/დღე-ღამეში ერთ მიღებაზე.

მკურნალობის ხანგრძლივობაა 1-2 დღე.

ოპერაციის შემდგომი ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 0.5-1 გ (1-2 ტაბლეტი) ოპერაციამდე და 0.5 გ (1 ტაბლეტი) ყოველ 12 საათში ერთხელ 3-5 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ცნსსა და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ტრემორი, რიგიდულობა, კოორდინაციის დარღვევა, გულყრა, დაღლილობა, ცნობიერების დროებითი დარღვევა, სენსორული ან შერეული ტიპის პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, გემოს შეგრძნების გაუკუღმართება, ღვიძლის ფუნქციური სინჯების ცვლილებები.

შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციის ცვლილებები და მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი. ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის მიხედვით!

Facebook კომენტარები

Vairkoseti