გერიმაქსი ენერჯი – GRIMAX ENERGY – ГЕРИМАКС ЭНЕРДЖИ

მწარმოებელი:

DANSK DROGE A/S NYKOMED AUSTRIA GmbH, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი მიკრო- და მაკროელემენტებით და ჟენშენის ფესვის ექსტრაქტით. ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

ჟენშენის სტანდარტიზებული ექსტრაქტი GGE®; მწვანე ჩაის ექსტრაქტი; 10 ვიტამინი; 7 მინერალი და მიკროელემენტი.

1 ტაბ*)

მაგნიუმი …………………………………250 მგ 65
ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი
(Panax Ginseng C. A. Meyer) ……..
85 მგ
ვიტამინი C ……………………………..60 მგ 85

მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი

(Camellia sinensis L) ………………..

37.2 მგ
ნიკოტინამიდი …………………………..19 მგ 95
თუთია …………………………………..15მგ.125
რკინა ……………………………………10 მგ 65-100
ვიტამინი E ……………………………..10 მგ 65
პანტოთენის მჟავა ……………………….6 მგ 120
მანგანუმი ……………………………….3.8 მგ 190
სპილენძი ……………………………….2.5 მგ 250
ვიტამინი B6 ……………………………2.2 მგ 110
ვიტამინი B2 ……………………………1.7 მგ 85
ვიტამინი B1 ……………………………1.5 მგ 90
ვიტამინი A …………………………….800 მკგ 80
ფოლიუმის მჟავა ……………………….200 მკგ 50
მოლიბდენი ……………………………45 მკგ 100
ქრომი …………………………………40 მკგ 80
ვიტამინი B12 ………………………….2 მკგ 65

*) მოხმარების რეკომენდებული ნორმის %.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა E460, სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმ-კარბოქსიმეთილცელულოზა განივი ჩანაკერებით E 468, გლიცერინი E 422, მაგნიუმის სტეარატი E 470b, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა E 464, რკინის ოქსიდი E 172, შელაკი E 904, ტალკი E 553b.

ერთი ტაბლეტის მასა 1170 მგ.

ჩვენებები:

როგორც საკვების – პანაქსოზიდების, კატექინების, ვიტამინების მაკრო- და მიკროელემენტების წყაროს ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს დღის პირველ ნახევარში.

გვერდითი მოვლენები:

ფილტვისმიერი სისხლდენა; ალერგიული რეაქციები; რეტინოპათია (სისხლში ჟანგბადის პარციალური დაჭიმულობის სწრაფი მატების დროს).

უკუჩვენებები:

  • პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა;
  • ორსულობა, ლაქტაცია;
  • ჰიპერტონიული დაავადება;
  • უძილობა;
  • მომატებული ნერვული აგზნებულობა.

გამოყენების დაწყებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ გამოიყენება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

Facebook კომენტარები

Vairkoseti