გერიმაქსი ჟენშენით – GERIMAX GINSENG – ГЕРИМАКС ЖЕНШЕНЬ

მწარმოებელი: DANSK DROGE A/S for nykomed austria Gmbh,

მოქმედი ნივთიერება: ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადმატონიზირებელი მოქმედების მქონე ფიტოპრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 30 ც.

1 ტაბ.

ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი ……….         200 მგ

მათ შორის გინზენოზიდები ………            8 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ოქსიდი, მაკროგოლი 400.

ელექსირი: 100 მლ და 25 მლ პლასტიკური ფლაკონები საზომი ჭიქით, მოთავსებული მუყაოს ყუთში.

15 მლ

ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი …….         2 მგ

მათ შორის გინზენოზიდები ……         8 მგ

დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, 96% ეთანოლი, თხევადი ძირტკბილას ექსტრაქტი, ფორთოხლის კონცენტრატი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჟენშენის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების კომპლექსი ცნს-ზე მასტიმულირებელი ზემოქმედების შედეგად ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

ჟენშენის ფესვის ექსტრაქტი იწარმოება Radix Ginseng C. A. Meyer-იდან ძირითადი კომპონენტების მიღების სპეციალური ტექნოლოგის შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკა:

გერიმაქსის მოქმედება მისი შემადგენელი კომპონენტების მოქმედებათა ერთობლიობაა, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარება ამ პრეპარტზე შეუძლებელია.

ჩვენებები:

რეკომენდებულია სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალების სახით:

 

  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის გაზრდა (მათ შორის გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის დროს, ფიზიკური გადაღლისას);
  • სპორსტმენებში ფიზიკური ამტანობის გაზრდა;
  • კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში ნევრასთენიური სინდრომისა (მათ შორის სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებისას) და ჰიპოტონური ტიპის ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის დროს;
  • ასთენიური მდგომარეობები გამოჯანმრთელობის პერიოდში მძიმე დაავადებებისა და ქირურგიული ოპერაციების შემდგომი რეაბილიტაციის დაჩქარების მიზნით;
  • ორგანიზმის არასპეციფიკური რეზისტენტობის გაზრდა.

 

მიღების წესები და დოზირება:

ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 1 ტაბ. ან ელექსირის 15 მლ დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – დიარეა, გულისრევა, ღებინება.

ცნს-ის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – თავის ტკივილი, უძილობა, აგზნება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.

სხვა: იშვიათად – ალერგიული რეაქციები კანზე.

უკუჩვენებები:

 

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი;
  • კრუნჩხვითი მდგომარეობანი;
  • ასაკი 12 წლამდე;
  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

გერიმაქსი ჟენშენის გამოყენება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში. სასწრაფოდ უნდა ეცნობოს ექიმს პრეპარატის მიღებისას წარმოქმნილი გვერდითი მოვლენების შესახებ.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გერიმაქსი ჟენშენი აძლიერებს ცნს-ის მასტიმულირებელი და ანალეპტიური მოქმედების (კოფეინი, ქაფური და სხვა) მქონე სამკურნალო საშუალებების ეფექტს.

გერიმაქსი ჟენშენის ერთდროული გამოყენება ცნს-ის დამთრგუნავ საშუალებებთან ერთად (მათ შორის ბარბიტურატები, ტრანკვილიზატორები, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები) ასუსტებს ამ უკანასკნელთა მოქმედებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti