გერიტამინ ნეო – GERITAMIN® NEO – ГЕРИТАМИН НЕО

საერთაშორისო დასახელება:

RETINOL; TOKOPHEROL

მწარმოებელი: BALKANPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ვიტამინი A + ვიტამინი E

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინები და დანამატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 10 ტაბ.,  შეფუთვაში 2 ბლისტერი

1 კაფს.

ვიტამინი A …………..  1500 მკგ

ЭP (5000სე)

ვიტამინი E  …………… 67 მგ

α – ЭT (100 სე)

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცხიმში ხსნადი A და E ვიტამინემის კომბინაცია, რომლებიც ხასითდებიან ანტიოქსიდანტური თვისებებით.

ჩვენებები:

  • A და D ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ათეროსკეროზი, კორონარული უკმარისობა;
  • მიოზიტი, მიოპათია, კუნთოვანი დისტროფია; მხედველობითი დარღვევის მკურნალობა;
  • კანის დაზიანება;
  • უნაყოფობა, სპონტანური აბორტი;
  • ინფექციური დაავადებები;
  • პეპტიკური წყლული;
  • შაქრიანი დიაბეტი.

მიღების წესები და დოზირება:

1 კაფსულა 2–3–ჯერ დღეში 1–3 თვის მანძილზე.

ჭარბი დოზირება:

გულისრევა ღებინება, თავის ტკივილი, უძილობა.

მკურნალობა: უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება, ჩატარდეს სიმპტომური თერაპია.

გვერდითი ეფექტები:

უმადობა, გამონაყარი, ქავილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, insomnia, თმის ცვენა, მენსტრუალური დარღვევები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

*  A  ჰიპერვიტამინოზი;

* თირკმლის უკმარისობა;

* დიარეა;

* ბავშვთა ასაკი;

* ორსულობა, ლაქტაცია.

ურთიერთქმედება:

ახდენს ანტიკოაგულანტების მოქმედების პოტენცირებას, მაგრამ ასუსტებს გლუკოკორტიკოიდების, სუკრალფატის, საფაღარათოს, ქოლესტირამინის, ქოლესტიპოლის, კონტრაცეპტივების ეფექტს, რკინის პრეპარატები აქვეითებენ გერიტამინ–ნეოს  მოქმედებას.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილეა საჭირო პოსტინფარქტულ პერიოდში; მიოკარდიოსკლეროზისას, ჰიპოქოლესტეროლემიისას, თირკმლის უკმარისობისას, თრომბოფლებიტისა და ფლებოთრომბოზის დროს.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 250C ტემპერატურისა, მშრალ, ბნელ ადგილზე.

შენახვის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti