გიდროკორტიზონ0.5%3გ თვ.მალ(არპ

ჰიდროკორტიზონი

Hydrocortisone

0,5% თვალის მალამო

პრეპარატის სავაჭრო დასახელება – ჰიდროკორტიზონი

პრეპარატის საერთაშორისო დასახელება – ჰიდროკორტიზონი (Hყდროცორტისონე)

ზოგადი დახასიათება

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

თეთრი ან თითქმის თეთრი, გამჭვირვალე ცხიმოვანი მასა მალამოს საფუძვლის სუსტი სუნით.

შემადგენლობა

ჰიდროკორტიზონის, 0,5% თვალის მალამო, ყოველი გრამი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ჰიდროკორტიზონის აცეტატს – 5 მგ-ს;

დამხმარე ნივთიერებებს: მეთილპარაბენს – 2 მგ-ს;

თვალის სამედიცინო ვაზელინს 1000მგ-მდე.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი

გლუკოკორტიკოიდები. S01BA02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიდროკორტიზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდი. ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ, ქავილის და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. ახდენს უჯრედული და სუბუჯრედული მემბრანების, მათ შორის პოხიერი უჯრედების და ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზირებას. ანელებს ალტერაციის ფაზას და ამცირებს ანთებით უჯრედულ ინფილტრატებს, ამცირებს ანთების უბანში ლეიკოციტების და ლიმფოციტების მიგრაციას. ამცირებს იმუნოგლობულინების შეკავშირებას რეცეპტორებთან უჯრედების ზედაპირზე და ამუხრუჭებს ციტოკინების (ინტერლეიკინების და ინტერფერონის) სინთეზს და გამოთავისუფლებას ლიმფოციტებიდან და მაკროფაგებიდან. ამცირებს არაქიდონის მჟავას გამოთავისუფლებას ფოსფოლიპიდებიდან და მისი მეტაბოლიტების (პროსტოგლანდინების, ლეიკოტრიენების, თრომბოქსანის) სინთეზს. ამცირებს ექსუდაციურ რეაქციას, ხელს უწყობს კაპილარების შეღწევადობის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა

ჰიდროკორტიზონი ცუდად აღწევს რქოვანას გავლით თვალშიდა სითხეში. ჰიდროკორტიზონი აღწევს ლორწოვანი გარსის ეპითელიუმში და ეპიდერმისში, უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება სისხლის მიმოქცევაში. ლორწოვანი გარსიდან შეწოვილი ჰიდროკორტიზონი მეტაბოლიზდება უშუალოდ ლორწოვანის ეპითელიუმში და ეპიდერმისში, შემდეგ კი მისი უმნიშვნელო რაიდენობა საერთი სისხლის მიმოქცევაში აბსორბციის შემდეგ – ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. სისხლში 80% უკავშირდება ტრანსკორტინს და 10% ალბუმინს. მეტაბოლიტების სახით და მცირე რაოდენობით უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით და მცირე რაოიდენობით ნაღველით. ჰიდროკორტიზონის შეწოვა ლორწოვანი გარსებიდან სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ბავშვებში უფრო გამოხატულია, ვიდრე მოზრდილებში.

გამოყენების ჩვენება

– თვალებისა და Qქუთუთოების კიდეების ალერგიული დაავადებები.

– თვალის სისხლძარღვოვანი გარსის, რქოვანას, სკლერისა და თვალის კონიუქტივის ანთებითი დაავადებები.

– ასეპტიკური დამწვრობა (ქიმიური, თერმული ან გამოსხივებით გამოწვეული).

– მდგომარეობა ტრამვის ან თვალის კაკალზე ოპერაციული ჩარევის შემდეგ (ოპერაციის ან ტრამვის შემდეგ არაუადრეს 7 დღისა).

გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

გამოყენების წესი და დოზირება

მალამოს მცირე რაოდენობა იდება ქვედა კონიუქტივალურ პარკში 2-3 ჯერ დღეში არაუმეტეს 2 კვირის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში თერაპიის ეფექტურობის კლინიკური შეფასების შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება იქნას გაგრძელებული. პოსტტრავმატული მდგომარეობების დროს პრეპარატს ნიშნავენ 1-2 ჯერ არაუადრეს 7 დღისა ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ.

გვერდითი რეაქციები

ადგილობრივი რეაქციები: რქოვანას ეპითელის დეფექტების შეხორცების შეფერხება თვალის უფრო ღრმა ნაწილის ინფიცირების შესაძლებლობით (რქოვანას ეპითელის მთლიანობის დარღვევის დროს გამოყენების შემთხვევაში); თვალის ინფექციური დაავადებების გავრცელება, განსაკუთრებით ვირუსულის; შესაძლებელია გლაუკომის განვითარება (3-6 კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში გამოყენება, განსაკუთრებით მიდრეკილების მქონე პაციენტებში), კატარაქტის განვითარება (მკურნალობის მრავალწლიანი განმეორებითი კურსების შემთხვევაში).

სისტემური რეაქციები: მცირეწლოვან ბავშვებში პრეპარატის გამოყენების სიხშირის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია გლუკოკორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი სისტემური რეაქციების განვითარება.

ჰიდროკორტიზონის ხანგრძლივი უწყვეტი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენებები

– ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

– თვალების ჩირქოვანი, ვირუსული, ტუბერკულოზური და სოკოვანი დაავადებები.

– პირველადი გლაუკომა.

– რქოვანას ეპითელის დეფექტები.

– ვაქცინაციის პერიოდი.

– 1 წლამდე საბავშვო ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები

არ არის რეკომენდირებული მკურნალობის კურსის გადაჭარბება. მკურნალობის დროს თავი უნდა შევიკავოთ კონტაქტური ლინზების გამოყენებისაგან. სხვა თვალის წვეთების გამოყენების შემთხვევაში დროის ინტერვალი მათი აპლიკაციის და მალამოს დატანებას შორის – არანაკლებ 15 წუთისა. 2 კვირაზე მეტი ხნის გამოყენებისას და ანამნეზში ღია- და დახურულკუთხოვანი გლაუკომის არსებობისას აუცილებელია თვალშიდა წნევის კონტროლი. შესაძლებელია ჰიდროკორტიზონის გამოყენება ბავშვების სამკურნალოდ ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აღემატება გვერდითი რეაქციების განვითარების რისკს. ბავშვებში აღინიშნება ჰიდროკორტიზონის სისტემური მოქმედების განვითარების უფრო მაღალი ალბათობა, ვიდრე მოზრდილებში. ამიტომ პრეპარატი ბავშვებში უნდა იქნას გამოყენებული ფრთხილად, და შეძლებისდაგვარად, მოკლე კურსით (5-7 დღე). დღის განმავლობაში გადაჭარბებულმა გამოყენებამ, ხშირმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიდროკორტიზონის შეწოვა და სისტემური მოქმედება. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში უკუნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარეზე

პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქოფიზიკურ აქტივობას, სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარს. პეციენტებისათვის, რომლებსაც აპლიკაციის შემდეგ დროებით ეკარგებათ მხედველობის სიმახვილე, არ არის რეკომენდირებული მაშინათვე აპლიკაციის შემდეგ მანქანის ტარება ან რთულ ტექნიკასთან მუშაობა.

ორსულობა ან ძუძუთი კვება

გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიის მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. სიფრთხილით და ხანმოკლედ უნდა იქნას გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან პრაქტიკულად არ არსებობს.

გამოშვენის ფორმა და შეფუთვა

3-3 გ ალუმინის ტუბში ხუფით სამედიცინო მალამოებისათვის. ტუბს მალამოთი და პრეპარატის გამოყენების ჩანართ-ფურცელთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, გრილ და მშრალ ადგილას 5º-დან 15ºC-მდე ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

შპს “არპიმედი”

სასომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზი, ქ. აბოვიანი, მე-2 მიკრორაიონი, სახლი 19

ტელ.: 374 (222) 21703, 21740

ფაქსი: 374 (222) 21924

Facebook კომენტარები