გინკორ ფორტე – GINKOR FORTE – ГИНКОР ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

GINKO BILOBA; HEPTAMINOL; TROXERUTIN

მწარმოებელი: BEAUFOUR IPSEN INTERNACIONAL, საფრანგეთი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

გინკგო ბილობას ექსტრაქტი …………………….         14 მგ

ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი ……………..        300 მგ

ტროქსერუტინი ……………………………………       300 მგ

ჩვენებები:

პრეპარატი ზრდის ვენების ტონუსს და გააჩნია ანგიოპროტექტული თვისებები.

პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია ქვედა კიდურების ვენებში სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს:

  • სიმძიმის შეგრძნების დროს ქვედა კიდურებში;
  • ტკივილი;
  • უსიამოვნო შეგრძნება ქვედა კიდურებში – პარესთეზიები ძილის წინ.

პრეპარატი აგრეთვე რეკომენდებულია ჰემოროიდული “კრიზის” დროს.

მიღების წესები და დოზირება:

ვენურ-ლიმფური უკმარისობის დროს: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში – დილას და საღამოს.

ჰემოროიდული კრიზების დროს: 3-4 კაფსულა დღეში 7 დღის განმავლობაში.

სპორტსმენების საყურადღებოდ: პრეპარატი შეიცავს ჰეპტამინოლს, რომელიც იწვევს დადებით რეაქციას ანტიდოპინგური კონტროლის დროს. კაფსულები შეიცავს საკვებისმიერ ჟელატინს. ისინი იხსნება კუჭში, რის შედეგად თავისუფლდება აქტიური ნივთიერება. გარკვეული შემთხვევების გარდა, კაფსულების გახსნა გამოყენების წინ დაუშვებელია.

რეკომენდებულია წყლის მიყოლება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მოქმედების სრული ეფექტის გამოვლენისათვის აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. არ შეიძლება ხანგრძლივი ყოფნა მზეზე, გადახურება, ხანგრძლივად მდგომარე პოზა, აგრეთვე, სიფრთხილეა საჭირო სიმსუქნის დროს.

ხელშემწყობი ფაქტორები: სიარული, გარკვეულ შემთხვევაში სპეციალური წინდების ჩაცმა.

პრეპარატებთან ურთიერთქმედების განვითარების თავიდან ასაცილებლადა აუცილებელია მკურნალი ექიმს ინფორმირება სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ.

პრეპარატის დანიშვნის პირობები: პრეპარატი ინიშნება გარკვეული დაავადებების დროს. სხვა შემთხვევაში მისი მიღება ან ერთხელ ჩატარებული მკურნალობის კურსის განმეორება ექიმის დანიშნულების გარეშე დაუშვებელია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti