გლიცერინის სანთლები – GLYCERIN SUPPOSITORIES – СВЕЧИ С ГЛИЦЕРИНОМ

საერთაშორისო დასახელება:

GLYCEROL

მწარმოებელი: Thornton & Ross Ltd

მოქმედი ნივთიერება: გლიცეროლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საფაღარათო; განავლოვანი მასების დამარბილებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუპოზიტორიები: შეფუთვაში 12 ც.

1 სუპ.

გლიცეროლი ……….   4 გ

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის ყაბზობა – ფუნქციონალური ფსიქოგენური, ასაკობრივი (მათ შორის რექტალური კოპროსტაზი ხანშიშესულებში და მოხუცებულებში);
  • მოძრაობის შეზღუდვის დროს;
  • ორსულობისას და ლაქტაციისას;
  • პროფილაქტიკისთვის იმ ავადმყოფებში, რომელთაც დეფეკაციისას არ შეუძლიათ გაჭინთვა, მათ შორის, მტკივნეული თრომბირებული ბუასილისას, პერიანალური აბსცესი, ანორექტალური სტენოზი, მიოკარდის ინფარქტის შემდეგ;
  • კანის დასარბილებლად და ლორწოვანი გარსების დასამუშავებლად (სითხე).

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სწორ ნაწლავში შეყვანისას სანთელი ახდენს მსუბუქ გამაღიზიანებელ მოქმედებას ლორწოვან გარსზე და რეფლექსურად იწვევს დეფეკაციის სტიმულაციას (ნაწლავის დაცლას).  გარდა ამისა, განავლოვან მასებს არბილებს.

გამოყენება:

დღეში 1–ჯერ თითო სანთელი, სასურველია საუზმიდან 15–20 წუთის შემდეგ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სისტემური გამოყენებისას იწვევს დიურეტიკების, კარბოანჰიდრაზის ეფექტის პოტენცირებას.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* თირკმლის უკმარისობა;

* აპენდიციტი;

* სისხლდენა;

* დიარეა;

* ბუასილი გამწვავების სტადიაში;

* სწორი ნაწლავის ნახეთქები, სწორი ნაწლავის ანთებითი დაავადებები და სწორი ნაწლავის სიმსივნე.

გვერდითი მოქმედება:

შეიძლება განვითარდეს სწორი ნაწლავის გაღიზიანება. ამ შემთხვევაში სანთლის გამოყენება წყდება;

რეკომენდებულია სწორ ნაწლავში 10–15 მლ თბილი მზესუმზირის (ზეითუნის, ატმის) ზეთის შეყვანა.

ჭარბი დოზირება:

სისტემატური გამოყენებისას სიმპტომები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გონების არევა, პირის სიმშრალე ან წყურვილის გაძლიერებული შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ძლიერი დეჰიდრატაცია, არითმია, თირკმლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:

საფაღარათო დანიშნულებით რეგულარი მიღება არ არის რეკომენდებული. დეჰიდრატირებულ პირებში, ასევე შაქრიანი დიაბეტის დროს სისტემატური გამოყენებისას იზრდება დეჰიდრატაციის რისკი, რაც იწვევს სისხლძარღვოვან გადატვირთვას და შესაბამისად ჰიპერგლიკემას.

არაკეტონური ჰიპერგლიკემიური კომა (პერორალური მიღებისას) იშვიათად ვითარდება, თუმცა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ დაფიქსირებულია სიკვდილის რამდენიმე  შემთხვევა.

შენახვის პირობები:

მშრალ, გრილ ადგილზე.

Facebook კომენტარები

Vairkoseti