გლუფერალი – GLUFERALUM – ГЛЮФЕРАЛ

მწარმოებელი : სს ” თბილქიმფარმი “

სამკურნალწამლო ფორმა : ტაბლეტი

შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს :

კალციუმის გლუკონატს ……………………  0.2 გ

ფენობარბიტალს ………………………….….  0.025 გ

ნატრიუმის კოფეინ – ბენზოატს ………… 0.005 გ

ბრომიზოვალს ………………………………..  0.07 გ

დამხმარე ნივთიერებები :

კარტოფილის სახამებელი , სტეარინის მჟავა

აღწერილობა : თეთრი ფერის ტაბლეტი .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება .

ფარმაკოლოგიური თვისებები :

პრეპარატი ავლენს კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებას .

ჩვენება :

  • ეპილეფსია

უკუჩვენება:

თირკმელების და ღვიძლის მძიმე დაავადებები , ალკოჰოლიზმი , ორსულობის პერიოდი , ლაქტაცია, სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთდროულად მიღება.

მიღების წესი და დოზირება :

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად . დოზა დგინდება ინდივიდუალურად . მოზრდილებში დოზა ვარირებს 2- დან 4 ტაბლეტამდე . მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 10 ტაბლეტს .
ბავშვებში იგი ინიშნება ასაკის მიხედვით და შეადგენს  1 / 2   ტაბლეტიდან 1 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დღეღამური დოზა 10 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს  5 ტაბლეტს .

პრეპარატის დოზას ზრდიან თანდათანობით შეტევის შეწყვეტამდე , მაგრამ არა უმეტეს რეკომენდებული დღეღამური მაქსიმიმალური დოზისა.

გვერდითი მოვლენები :

პრეპარატის გამოყენებისას პირველ დღეებში შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა , რომელიც ჩვეულებრივ რამოდენიმე დღის შემდეგ თავისთავად ქრება.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში   შესაძლებელია აღინიშნოს თავის ტკივილი, კოორდინაციის დარღვევა. ზემოთ აღნიშნული მოვლენები დოზის შემცირებისთანავე ქრება. 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

პრეპარატი ეპილეფსიის დროს გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში

( ძირითადად ძლიერი ტონურ – კლონური კრუნჩხვების დროს ).   გლუფერალი სხვადასხვა სახის ეპილეფსიური აბსანსების დროს გამოიყენება ოქსაზოლიდინთან კომბინაციაში.

განსაკუთრებული მითითებები :

პრეპარატის მიღების შეწყვეტა ხორციელდება დოზის თანდათანობითი შემცირების გზით . მისი მიღების მკვეთრი შეწყვეტის შემთხვევაში   შესაძლებელია შეტევის განახლება და მისი გახშირება, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში   შესაძლებელია ეპილეფსიური სტატუსის განვითარება.

გამოშვების ფორმა :

#10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში .

#10 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედოვან შეფუთვაში,   2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები : ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილა , 15-25°C ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა : 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი : გაიცემა რეცეპტით .

Facebook კომენტარები

Vairkoseti