გრანექსი 50მლ ხსნ

გრანექსი

შემადგენლობა: 

ალოე ვერა,გლიცირიზინის მჟავა, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, წყალი. 

 

ჩვენებები: 

• აკნე 

• ფერიმჭამელები 

• კომედონები 

• შავი და თეთრი მუწუკები 

• კანის დეფექტები 

პრეპარატ “გრანექსი”-ს ერთერთი ძირითადი ინგრედიენტი – ალოე ვერა- უძველესი დროიდან ფასობდა თავისი სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებების გამო. მისი ეს თვისებები კი დღეს უკვე თანამედროვე მედიცინის კვლევებითაა დამტკიცებული და ამასვე ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა აშშ-ს სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების კონტროლის სააგენტო (FDA). 

მეორე ძირითადი ინგრედიენტი,რომელიც პრეპარატ “გრანექსი”-ს შემადგენლობაში შედის, გლიცირიზინის მჟავაა – ნივთიერება, რომელიც შესწავლილია როგორც კოსმეტიკურ საშუალებათა, ისე ფარმაცევტული პრეპარატებისა და კვებითი დანამატების სფეროში. მისი ანტიოქსიდანტური მოქმედება ძალიან ეფექტურია ნებისმიერი ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას. 

• ალოე ვერა შეიცავს: 

ვიტამინები: A, C ,D,E და B12. 

ფერმენტები: ბრადიკინაზა-ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. 

მინერალური ნაერთები: 

შეიცავს 20-ზე მეტ მინერალურ ნივთიერებას, მათშორის ზოგიერთი შეუცვლელია სხვადასხვა ფერმენტული სისტე¬მების მოქმედებისათვის.

Facebook კომენტარები