დევიტონი 200მლ სიროფი

 ე ვ ი ტ ო  ი

D E V I T O N

200მლ -იანი  სიროფი  ვიტამინებით, მინერალებით, ომეგა3-ით და  L- არგინინით  (საკვები დანამატი)

დევიტონის  – ყოველი 5 მლ შეიცავს : საერთო ომეგა-3  –  1500,00მგ,  EPA –  270,00მგ, DHA –  180,00მგ,ვიტამინი A –  10,00მკგ,ვიტამინიB12   10,00მკგ,ვიტამინიD3 –  6,00მკგ,ვიტამინი C-  50,00მგ,ვიტამინი E –  12,00მგ,ვიტამინი B3- 20,00მგ,ვიტამინიB6   2,50მგ,ვიტამინი  B1-  1,40მგ,ვიტამინი B2 –  1,45მგ,ვიტამინი B5-  1,00მგ,ფოლიუმის  მჟავა –  150,00მკგ,სელენი   25,00მკგ,თუთია-   3,59მგ,კალციუმი –  6,52მგ,L-არგინინი –   500,00მგ,დამხმარე ნივთიერებები: (ფრუქტოზა 850,00მგ,გლიცერინი -175,00მგ,პოლისორბატი 80-20,00მგ,მცენარეული პოლისაქარიდი- 19,00მგ,ბანანის ბუნებრივი არომატიზატორი- 15,00მგ,კალიუმის სორბეტი-5,75მგ,ნატრიუმის საქარინი- 0,35მგ,დამატკბობელი საქარინი- 1,00მგ).

ფარმაკოლოგიური  თვისებები:  თევზის  ქონი  შეიცავს  A და D  ვიტამინებს  და პოლიუჯერ ცხიმოვან  მჟავებს.  ასტიმულირებს  სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს  აგრესიულობას სტრესულ  სიტუაციებში,  აფერხებს  დემენციის  განვითარებას.   EPA და DHA  მიეკუთვნებიან პოლიუჯერ  ცხიმოვან  მჟავებს,  რომელებიც  შედიან  ლიპიდების  შემადგენლობაში.  ისინი ხელს  უწყობენ  უჯრედის  მემბრანების მობილობის, განვლადობისა და  მთლიანობის შენარჩუნებას.  აუცილებელია  ორსულებში  ნაყოფის  თავის  ტვინისა  და  მხედველობის  ორგანოს განვითარებისათვის. DHA  არეგულირებს  ორგანიზმში ცხიმოვანი  ქსოვილის განვითარებას. საერთო  ომეგა-3  ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის  განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების  მიელინის გარსისა და შემაერთებელი  ქსოვილის  წარმოსაქმნელად. L-არგინინი  ამინომჟავაა.  ის ხელს  უწყობს ზრდის  ჰორმონის წარმოქმნას,  აჩქარებს დაზიანებული  ქსოვილების  რეგენერაციას, აუმჯობესებს გულის  კუნთის მუშაობას, ანორმალიზებს  არტერიულ  წნევას.თუთიისოქსიდს  აქვს შემკვრელი თვისებები, ხელს  უშლის დიარეის განვითარებას. ტოკოფეროლი (ვიტ.E) ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. ასტიმულირებს  კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს.  ვიტამინი A მიეკუთვნება ცხიმში ხსნად  ვიტამინებს. აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის. მონაწილეობს  კბილების, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კანის ეპითელიუმის განახლება-რეგენერაციაში. ვიტამინი D  მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს .მონაწილეობს  კალციუმის შეთვისებაში. მონაწილეობს  ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ხელს უშლის რაქიტის,  ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის განვითარებას. ვიტამინი Cანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. აუმჯობესებს  მიკროცირკულაციას, ამაღლებს  იმუნიტეტს.  ვიტამინ B ჯგუფი აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, მონაწილეობენ ცილების, ნახშირწყლების და ცხიმების ცვლაში. გამოიყენება დაავადებების და მდგომარეობების მკურნალობისას, რომლებიც დაკავშირებულია B ჯგუფის ვიტამინების და ნიკოტინამიდის უკმარისობასთან. ვიტამინი B1 აწესრიგებს გულის მუშაობას და ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 ხელს უწყობს ქსოვილების, მათ შორის კანის უჯრედების რეგენერაციის  პროცესებს.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების, კბილების, ღრძილების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას; ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B12 მონაწილეობს სისხლის წარმოქმნის პროცესებში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას. B3  ათავისუფლებს ენერგიას ყველა საკვები ნივთიერებიდან რომელიც შეიცავს კალორიებს ახდენს ცილების და ცხიმების სინთეზს. B9 ხელს უწყობს უჯრედების გაყოფას, ერითროციტების წარმოქმნას და ნაყოფის განვითარებას.აგრეთვე  ფოლიუმისმჟავა და ვიტამინები B12, B2, C, E, D, A განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის განვითარებისთვის, ვინაიდან ამცირებენ ნაყოფის ნერვული ღეროს განვითარების პათოლოგიებს. ფოლიუმისმჟავა ამცირებს გულის  თანდაყოლილი მანკის განვითარების და ნაადრევი მშობიარობის რისკს, ამცირებს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების ალბათობას.სელენი უზრუნველოყოფს ორგანიზმის დაცვას თავისუფალი რადიკალებისგან. კალციუმი წარმოდგენილია ოპტიმალური დოზით, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების შენებისთვის.  ფრუქტოზა,პოლისორბიტი,კალიუმის სორბეტი,საქაროზა,ნატრიუმის საქარიდი  კიდევ უფრო აძლიერებს მის შემადგენლობას,ხდის პრეპარატს ადვილად მისაღებს პაციენტისთვის.ფარმაკოლოგიური  მოქმედებაევიტონი მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის  ორგანოების,  ნერვულისისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა  სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის.  ევიტონში შემავალი კონპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების  რისკს. ევიტონი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს  მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის  პროცესებს  და პრობლემების გადაჭრის  უნარს,  ამაღლებს  ყურადღების კონცენტრაციის უნარს. ევიტონი უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. 

ევიტონი  ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსულ და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.

ჩვენებები:

  • ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
  • ჰიპერლიპიდემია, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია
  • მეხსიერების დაქვეითება, დემენცია
  • ემოციური ლაბილობა, ნევრასთენია, დეპრესია
  • თვალის დაავადებები (მიოპია, ჰემერალოპია, კონტაქტური ლინზების ტარება)
  • რევმატოლოგიური დაავადებები
  • ორსულობა (ნაყოფის ჰიპოტროფია)
  • ორსულობის პერიოდში დეპრესია
  • ქრონიკული გადაღლილობის სინდრომი
  • ტუბერკულოზი
  • დიაბეტი
  • იმუნიტეტის დაქვეითება
  • რაქიტი, მოტეხილობები, ოსტეოპოროზი

დოზირება და მიღების წესი7 წლამდე: 5 მლ 1-ჯერ დღეში. 7 წ- ზე  ზემოთ 10 მლ 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს, გამოყენების წინ ბოთლი  შეანჯღრიეთ.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

გამოშვების ფორმა: დევიტონი  სიროფი  200 მლ -იანი ბანანის  არომატით, მზომი კოვზით.

მწარმოებელი:  Yeni Pharma Tibbi Malzeme ilac San.ic Ve  Dis  Tic.Ltd. Sti.ISTANBUL/Turkiye

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:  3D PHARMA GEORGIA

Facebook კომენტარები

Vairkoseti