დეზამინოოქსიტოცინი 50ერთ #10ტ

დეზამინოოქსიტოცინი 
50 მე -იანი ტაბლეტები
Dezaminooxitocin 50 MЕ in tab
Demoxytocinum
 

საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება: დემოქსიტოცინი

ქიმიური სახელწოდება: (1-6) β-მერკაპტოპროპიონილ- L-თიროზილ- L -იზოლეიცილ- L -გლუტამინილ- L -ასპარაგინილ- L -ცისტეინილ-პროპილ- L -ლეიცინილ-გლიცინის ციკლური დისულფიდის ამიდი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებები:
თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელ-ცილინდრული ტაბლეტები ფასეტებით და ღარით.

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 50 მე დემოქსიტოცინს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა.

გამოშვების ფორმა. ტაბლეტი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
უტეროტონული (საშვილოსნოს მატონიზირებელი) და ლაქტოგენური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება. დეზამინოოქსიტოცინი ქიმიური სტრუქტურით ახლოს დგას ოქსიტოცინთან და გააჩნია ანალოგიური ფარმაკოლოგიური თვისებები. იგი ახდენს ამგზნებ მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ მუსკულატურაზე, კუმშავს სარძევე ჯირკვლების მიოეპითელიურ უჯრედებს, აძლიერებს რძის გამოყოფას. დეზამინოოქსიტოცინს გააჩნია ოქსიტოცინთან შედარებით უფრო ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედება, რადგანაც პრეპარატი მდგრადია ფერმენტული ინაქტივაციის მიმართ (ოქსიტოცინაზების მიმართ).
 დეზამინოოქსიტოცინს არ გააჩნია ვაზოპრესორული და ანტიდიურეზული მოქმედება, რაც მისი გამოყენების საშუალებას იძლევა ჰიპერტენზიის მქონე ქალებში, გვიანი ტოქსიკოზის მქონე ორსულებსა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
 
ჩვენება გამოყენებისათვის
 სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და გაძლიერებისათვის სამშობიარო ძალების პირველადი და მეორადი სისუსტის დროს. საშვილოსნოს ინვოლუციის დასაჩქარებლად და ლაქტაციის სტიმულირებისათვის მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

გამოყენების ხერხი და დოზები.
 ტაბლეტს იყენებენ ტრანსბუკალურად, იდებენ მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა მხარეს ლოყის ქვეშ და აჩერებენ პირის ღრუში მისი სრულ გახსნასა და შეწოვამდე. საშვილოსნოს შეკუმშვის აღძვრისა და სტიმულირებისათვის ჩვეულებრივ, იყენებენ 50 მე (1 ტაბლეტს) ყოველ 30 წუთში ერთხელ; პრეპარატის აუცილებელ დოზას ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.
 მაქსიმალური დოზა ჩვეულებრივ, შეადგენს 500 მე-ს (10 ტაბლეტს), იშვიათ შემთხვევებში _ 900 მე-სა და მეტს. რეგულარული, ძლიერი ჭინთვების გამოვლენისას დეზამინოოქსიტოცინის ერთჯერად დოზებს ორჯერ ამცირებენ (აძლევენ 1/2 ტაბლეტს) ან ზრდიან შუალედს მიღებებს შორის (ერთ საათამდე). ეფექტის არქონის შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება განმეორებით გამოვიყენოთ 24 საათის შემდეგ.
 ლაქტაციის სტიმულირებისათვის დეზამინოოქსიტოცინს უნიშნავენ მშობიარობის შემდგომი პერიოდის მე-2 მე-6 დღეზე 25-50 მე დოზით (1/2 _ 1 ტაბლეტი) ბავშვის კვებამდე 5 წთ-ით ადრე 2-4 ჯერ დღე-ღამეში.
 
გვერდითი მოქმედება
 პრეპარატის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ზომაზე ძლიერი სტიმულაცია, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, გამოიწვიოს საშვილოსნოს გასკდომა, ნაყოფის ასფიქსია და სიკვდილიც კი.
 იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროება და არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.

უკუჩვენებანი
 მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მიმართ. მენჯისა და ნაყოფის ზომების შეუსაბამობა. ნაყოფის მდებარეობის ანომალიები. ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების არსებობა საშვილოსნოზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის შედეგად). ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია. პლაცენტის ნაადრევი მოცილება.

ჭარბი დოზირება
არ მოიპოვება მონაცემები ინტოქსიკაციის შესახებ.
 
გამოყენების თავისებურებები
 აუცილებელია მშობიარის პრეპარატზე ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინება.
 დეზამინოოქსიტოცინთან ერთად არ შეიძლება სხვა ანალოგიური მოქმედების პრეპარატების (ოქსიტოცინური საშუალებების) გამოყენება.
 დეზამინოოქსიტოცინის ერთი ტაბლეტი  შეიცავს 233,12 მგ საქაროზას და 132, 24 მგ ლაქტოზას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

 β-ადრენომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება შეასუსტონ დეზამინოოქსიტოცინის მასტიმულირებელი გავლენა საშვილოსნოზე.
 
შენახვის პირობები
 შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილზე არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! 

ვარგისიანობის ვადა
 დაიცავით შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
 გაიცემა რეცეპტით. 

შეფუთვა
 10 -10 ტაბლეტი  ფირფიტაზე. თითო ფირფიტა ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში.

მწარმოებელი
 ს.ს. «გრინდექსი»
ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. № 53.

Facebook კომენტარები

Vairkoseti