დიბაზოლი 1% 1მლ #10ა (თბ)

დიბაზოლის ხსნარი 1%

S o l u t i o    D i b a z o l i

გენერიული დასახელებაBendazol (Dibazolum)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოტენზიური, სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალება.
ATC- კოდი: CO4AX
ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში
შემადგენლობა: ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 10მგ დიბაზოლს.
დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირტი, გლიცერინი, ქლორწყალბადმჟავა და საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: ჰიპოტენზიური, სისხლძარღვების გამაფართოებელი, სპაზმოლიზური საშუალება. გლუვ კუნთებში ამცირებს თავისუფალი კალციუმის შემცვლელობას და იწვევს მათ მოდუნებას. აძლიერებს ნუკლეინის მჟავების სინთეზს, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას (ხელს უწყობს ანტისხეულების წარმოქნას, ფაგოციტოზს და ინტერფერონების სინთეზს). ააქტიურებს ნეირონთშორისო კონტაქტებს ზურგის ტვინში.
ფარმაკოკინეტიკა: კუნთში შეყვანისას ანტიჰიპერტენზიული მოქმედება იწყება 30-60 წუთში, ხოლო ინტრავენური შეყვანისას 15-20 წუთში. მოქმედების ხანგრძლივობა 2-3 სთ. ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად.
ჩვენებები: პრეპარატს იყენებენ ჰიპერტონული კრიზების და არტერიული ჰიპერტენზიის გამწვავებული მიმდინარეობის შემთხვევაში, აგრეთვე შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის სპაზმების დროს.
მიღების წესი და დოზირება: ინტრამუსკულური და ინტრავენური ინექციები. პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას მას წინასწარ ანზავებენ 10-15მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიურ ხსნარში და შეჰყავთ ნელა 3-5წთ განმავლობაში. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის: 20მგ დიბაზოლი (2მლ პრეპარატის 1% ხსნარი), ხოლო სადღეღამისო: 30-40მგ (3-4მლ). მკურნალობის კურსი 8-14 დღე. 5-12 წლამდე ბავშვებისთვის დღეღამეში 2,5-10მგ დიბაზოლი.
უკუჩვენებები: დაავადებები, რომელთაც თან ახლავთ კუნთების ამაღლებული ტონუსი ან კრუნჩხვითი სინდრომი. პრეპარატისადმი ინდივიდუალური მგრძნობიელობა.
გვერდითი მოვლენები: გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: შესაძლებელია ელექტრო-კარდიოგრამის მაჩვენებლების გაუარესება. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება სიფრთხილით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დიბაზოლი აძლიერებს სხვა ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმდენების მოქმედებას. ასუსტებს ანაპრილინის მოქმედებას. ფენტოლამინი აძლიერებს დიბაზოლის ჰიპოტენზიურ მოქმედებას.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის ხანგრძლივი მიღება მიზაშეწონილი არ არის ხანდაზმული პაციენტებისთვის. მუშაობა პოტენციალურად სახიფათო მექანიზმებთან და ავტომანქანის მართვა მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
atc ა: რეკომენდირებულზე მნიშვნელოვნად დიდი დოზების მიღებისას შეიმჩნევა: თავბრუხვევა, გულისრევა, ოფლიანობა, არტერიული ჰიპოტენზია. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. მკურნალობა სიმპტომატიური.
შენახვის პირობები: არანაკლებ +50C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა: 1მლ პრეპარატი ამპულაში. 10 ამპულა მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად, პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ.#3, 0160, თბილისი.
ტელ/ფაქსი: (99532) 225 29 56, ელ. ფოსტა: [email protected]

Facebook კომენტარები

Vairkoseti