Aviabiltebi

დოლო-დენკი 20გ ჟელე

დოლო – დენკი 20გ ჟელე

 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება არის ეტოფენამატი
1 გრამი გელი შეიცავს 100მგ ეტოფენამატს.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენის გლიკოლი, კარბომერი, 2 – პროპანოლი, მაკროგოლ გლიცეროლის კოკოატი, მაკროგოლ გლიცეროლის ჰიდროქსისტეარატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი. 

აღწერილობა და შეფუთვა:
ღია ყვითელი, ოდნავ გაუმჭვირვალე გელი.
20გ გელი ტუბში


არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი / ტკივილგამაყუჩებელი ათქ კოდი: M02AA06
ეტოფენამატი არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება/ ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც ანთებითი პროცესის დროს ეფექტურად აინჰიბირებს პოსტაგლადინების სინთეზს ცხოველებზე ჩატარებულ კვლებებში.


მოხალისეებში 300მგ ეტოფენამატის პლასტირების გამოყენების შემდეგ ფლუფენამური მჟავას მაქსიმალური პლაზმის კონცენტრაცია აღინიშნება გამოყენებიდან (21-28 ნანოგ/მლ) 12-24 საათის შემდეგ. 
ცილებს უერთდება დაახლოებით 98-99%. 
ეტოფენამატი გამოიყოფა მრავალი მეტაბოლიტის (ჰიდროქსილირება, ეთერების და ესტერების გახლეჩა) და მათი კონიუგატების სახით, რომელთაგან 35% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით და დანარჩენი ძირითადად – ნაღველის და ფეკალური მასის საშუალებით. 
სავარაუდოა ენტეროჰეპატური ცირკულაციის მონაწილეობა.
ეტოფენამატი, ფლუფენამური მჟავას სახით მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. 
ეტოფენამატის შემცველი პრეპარატების ბიოათვისებულობის მხრივ აღინიშნება ძლიერი ინტერ და ინტრა-ინდივიდუალური ცვლილებები, რაზეც გავლენას ახდენს მიღების მეთოდი, კანის ტენიანობა და სხვა ფაქტორები. გარეგანი გამოყენების შემდეგ ფარდობითი ბიოათვისებულობა, კერძოდ სისტემურად არსებული დოზის პროპორცია ისეთივეა, როგორც ეტოფენამატის შემცველი სხვა პრეპარატების (20%-მდე) შემთხვევაში.


დოლო-დენკ გელი არის გარეგანი, ადგილობრივად გამოსაყენებელი პრეპარატი. აქტიური ნივთიერება, ეტოფენამატი, მიეკუთვნება არასტეროიდული (კორტიზონისგან თავისუფალ) ანტირევმატიული (რევმატიზმის სამკურნალო) მედიკამენტების კლასს და ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. 
დოლო-დენკ გელი გამოიყენება ადგილობრივად ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია ძვალ-კუნთოვანი, სახსრების და რბილი ქსოვილების დაავადებებით. იგი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად შემდეგ შემთხვევებში:
– ბლაგვი ტრავმით, მაგალითად სპორტული დაზიანებით გამოწვეული მყესების მწვავე დაჭიმულობის, გაგლეჯვის ან კიდურების კონტუზიის დროს. 
– სახსრების (მაგალითად სახსრის აბგის, მყესის, იოგის ან სახსრის კაფსულის) ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ტკივილისას. 
მაგალითად, დოლო-დენკის გელი შეიძლება გამოყენებულ იქნას კუნთოვანი რევმატიზმის, კუნთოვანი დაჭიმულობისას მხრის მტკივნეული რიგიდობის დროს (მხარ-ბეჭის პერიართროპათია), ლუმბაგო, იშიალგია, ტენდოვაგინიტი, ბურსიტი. დოლო-დენკის გელი ასევე მსგავს ეფექტს ახდენს ძლიერი დაძაბულობით და ხერხემლისა და სახსრების ასაკობრივი დეგენერაციით გამოწვეული (ართროზი, სპონდილოზი) რბილი ქსოვილების მტკივნეული დაავადებების დროს.


დოლო-დენკის გელი მიიღება ექიმის ინსტრუქციის შესაბამისად. თუ პაციენტი რაიმეში არ არის დარწმუნებული, ასეთ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 
თუ არ არის განსხვავებული მითითება, მაშინ გელი დაიტანება 5-10 სმ-ის სიგრძეზე, გამომდინარე მტკივნეული ადგილის ზომიდან, 3-4-ჯერ დღეში და ნაზად შეიზილება. 
გამოიყენება მხოლოდ კანზე! არ მიიღება შიგნით!
სახვევების დადებამდე დოლო-დენკ გელი უნდა იყოს კანზე რამდენიმე წუთი, რათა გაშრეს. ოკლუზიური სახვევის გამოყენება (პლატიკური მასალისგან გაკეთებული საფარველი) არ არის რეკომენდებული.
ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. ბლაგვი ტრავმის დროს (მაგალითად სპორტული დაზიანება) პრეპარატის გამოყენება 1 კვირის განმავლობაში ჩვეულებრივ საკმარისია. არ არის დამტკიცებული პრეპარატის ეფექტურობა უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას.
რევმატიული დაავადებების დროს, მკურნალობის 3-4 კვირიანი პერიოდი საკმარისია უმეტეს შემთხვევებში. თუ ტკივილი გრძელდება, მაშინ კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რომელიც გადაწყვეტს როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა.
უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფრამაცევტს, თუ პაციენტი ფიქრობს, რომ დოლო-დენკ გელი ძალიან სუსტად ან ძლიერად მოქმედებს მასზე.


ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად დოლო-დენკ გელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გამოიყენება გვერდითი რეაქციების კლასიფიკაციისთვის::

ძალიან ხშირი:10 პაციენტში ერთ შემთხვევაზე ხშირად
ხშირი:1 /10-ზე იშვიათად, მაგრამ 1/100-ზე ხშირად
არა ხშირი:1/100-ზე იშვიათად, მაგრამ 1/1000-ზე ხშირად
იშვიათი:1/1000-ზე იშვიათად, მაგრამ 1/10000-ზე ხშირად
ძალიან იშვიათად1/10000-ზე იშვიათად, მათ შორის ცალკეული შემთხვევების ჩათვლით.

ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, გამონაყარი, მათ შორის პუსტულების და ბუშტუკების განვითარება. იშვიათად დოლო-დენკ გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა ან ადგილობრივი ალერგიული რექციები (კონტაქტური დერმატიტი).
თუ დოლო-დენკ გელი გამოიყენება კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაშინ არ არის გამორიცხული არასასურველი ეფექტის გამოვლინება, რომელიც მოქმედებს ზოგიერთი ორგანოზე ან მთლიანად მთელ ორგანიზმზე, რაც ვითარდება კონკრეტულ შემთხვევაში ეტოფენამატის შემცველი პრეპარატების სისტემატიური მიღებისას. 
თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.


დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– ჰიპერმგრძნობელობა ეტოფენამატის, ფლუფენამური მჟავას და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალების ან დოლო-დენკის გელში შემავალი სხვა ნივთიერებების მიმართ;
– ღია ჭრილობებზე, ანთებით ან ინფიცირებულ კანზე, ეგზემატოზური დაზიანებების დროს ან ლორწოვან გარსზე;
– ორსულობის ბოლო ტრიმესტრში;
– ბავშვებსა და ხანდაზმულებში;
დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება ბავშვებსა და ხანდაზმულებში, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის შესახებ კლინიკური მონაცემები არასაკმარისია.

განსაკუთრებული სიფრთხილე დოლო-დენკ გელის გამოყენებისას
– თუ პაციენტს აწუხებს ასთმა, თივის ცხელება, ცხვირის პოლიპები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები ან სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები (განსაკუთრებით თუ დაკავშირებულია თივის ცხელების მსგავს სიმტომებთან). 
– ასევე თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად კანის რეაქციები, ქავილი ან გამონაყარი, სხვა ნივთიერებების მიმართ.
საყურადღებოა, რომ მოხვდეს დოლო-დენკ გელი თვალში.
ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ბავშვები არ შეეხონ ხელით იმ მიდამოებს, სადაც პრეპარატი არის წასმული.


ორსულობა:
დოლო-დენკ გელი გამოიყენება ორსულობის მხოლოდ პირველ და მეორე ტრიმესტრში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. დოლო-დენკ გელი არ გამოიყენება ფეხმძიმობის ბოლო ტრიმესტრში, რადგან არ არის გამორიცხული დედისა და ბავშვის მდგომარეობის გართულება. 
ლაქტაცია:
რადგან ეტოფენამატის მცირე რაოდენობა დაგადის დედის რძეში, შესაბამისად არ არის სასურველი დოლო-დენკ გელის გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და ასევე არ შეიძლება დღიური დოზის გადაჭარბება (იხილეთ 3 პუნქტი). იმისთვის, რომ არ მოხდეს ბავშვის მიერ პრეპარატის მიღება, მეძუძურმა დედამ არ უნდა წაისვას იგი მკერდზე.


მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოლო-დენკ გელის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ 
პროპილენის გლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
სხვა ნივთიერებების შესახებ იხილეთ პუნქტი 6 “დამატებითი ინფორმაცია”.


თუ გარეგანი გამოყენებისას მოხდა რეკომენდებული დოზის გადაჭარბება, უნდა მოშორდეს გელი და უნდა მოხდეს კანის მობანა წყლით. თუ პაციენტმა გამოიყენა ძალიან დიდი რაოდენობით დოლო-დენკ გელი ან მოხდა მისი შემთხვევით გადაყლაპვა, მაშინ უნდა ეცნობოს ექიმს.


დოლო-დენკ გელის სწორად გამოყენების შემთხვევაში არ მოიპოვება სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების მონაცემები. უნდა ეცნობოს ექიმს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემის ჩათვლით.


ინახება გრილ ადგილას.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება მუყაოს კოლოფზე ან ტუბზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

Facebook კომენტარები