დომისინი MR 35მგ #60ტ

დომისინი MR

(DOMISIN MR)

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: ტრიმეტაზიდინი;
1 ტაბლეტი შეიცავს: ტრიმეტაზიდინის დიჰიდროქლორიდს – 35 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტი (E 421), მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიკოლის მონტანას ცვილი, მაგნიუმის სტეარატი, ამონიუმ-მეტაკრილატის სოპოლიმერი (ტიპი B), შემომგარსავი ნივთიერება Opadry II Pink (რკინის ოქსიდი წითელი E 172, პოლიეთილენგლიკოლი, რკინის ოქსიდი ყვითელი E 172, პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი E 171, რკინის ოქსიდი შავი E 172).
გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, მოდიფიცირებული გამოთავისუფლებით.
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კარდიოლოგიური პრეპარატები. ტრიმეტაზიდინი. ათქ-კოდი:  C01EB15.

კლინიკური მახასიათებლები:
ჩვენება:

კარდიოლოგია: სტენოკარდიის ხანგრძლივი მკურნალობა – სტენოკარდიის შეტევათა პროფილაქტიკა მონოთერაპიით ან სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში;
ოტორინოლარინგოლოგია: იშემიური წარმოშობის ვესტიბულურ-კოხლეარული დარღვევების მკურნალობა, ისეთების, როგორებიცაა თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება;
ოფთალმოლოგია: იშემიით გამოწვეული ქორინორეტინული დარღვევები.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
დომისინი MR მიიღება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს, ჭამის დროს, საკმაო რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატი განკუთვნილია ხანგრძლივად მიღებისათვის. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის სქემა შესაძლოა გადაიხედოს 3 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ, დომისინი MR-ით მკურნალობა კარგად გადაიტანება, თუმცა მისი მიღების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს:
– საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსია, დიარეა, გულისრევა და ღებინება;
– ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
 ძალზე იშვიათად – ექსტრაპირამიდული სიმპტომები (ტრემორი, რიგიდობა, აკინეზია, არამდგრადი წონასწორობა), განსაკუთრებით პარკინსონით დაავადებულ პაციენტებში, რაც მცირდება პრეპარატის შეწყვეტის შემდგომ;
– სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათად – ორთოსტატული ჰიპოტონია, სახის წამოწითლება;
– კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;
– ზოგადი სახის დარღვევები: ასთენია, ანგიონევროზული შეშუპება.

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის დიდი თერაპიული დიაპაზონის გამო ინტოქსიკაციის შემთხვევები ნაკლებად სავარაუდოა. ჰიპერდოზირების შემთხვევაში (პრეპარატის დიდი რაოდენობის მიღება) შესაძლოა განვითარდეს სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირება, შედეგად – არტერიული ჰიპოტონია და სახის წამოწითლება. ასეთ შემთხვევაში ნაჩვენებია სიმპტომური თერაპია.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

ბავშვები:

პრეპერატის მიღება არ არის რეკომენდებული ბავშვთა ასაკში ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო.

გამოყენების თავისებურებები:
პრეპარატი მოწოდებულია სტენოკარდიის ბაზისური თერაპიისთვის და არ გამოიყენება სტენოკარდიული შეტევის კუპირებისთვის.
ხანდაზმულ ასაკში პრეპარატით მკურნალობა არ საჭიროებს დოზის კორექციას.
დომისინი MR –ის მიღება არ არის რეკომენდებული თირკმლის უკმარისობის დროს, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 15 მლ/წთ-ზე, ასევე ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.
აქტიური სუბსტანციის მოდიფიცირებული (ნელი) გამოთავისუფლებისთვის შემუშავებულია ტაბლეტის სპეციალური სტრუქტურა (მატრიცა). დომისინი MR-ის მოქმედი ნივთიერება, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის თერაპიულ ეფექტს, თანდათანობით გამოთავისუფლდება ტაბლეტიდან მისი გავლისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მატრიცის კარკასული სტრუქტურა ორგანიზმიდან გამოიყოს კვლავ ტაბლეტის ფორმით. აღნიშნული თავისებურება არ ახდენს გავლენას პრეპარატის თერაპიულ თვისებებზე.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის დროს გასათვალისწინებელია ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შესაძლებლობა, როგორიცაა თავბრუსხვევა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ჰეპარინთან, კალციპარინთან, K ვიტამინის ანტაგონისტებთან, პერორალურ ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებთან, აცეტილსალიცილის მჟავასთან, ბეტა-ბლოკერებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან, დიგიტალისის პრეპარატებთან (ტრიმეტაზიდინი არ მოქმედებს დიგოქსინის დონეზე სისხლში) და სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ანტიანგინალური, ანტიიშემიური საშუალება.
ფარმაკოდინამიკა.
ჰიპოქსიის ან იშემიის პირობებში უჯრედების ენერგეტიკული მეტაბოლიზმის შენარჩუნების გზით ტრიმეტაზიდინი ხელს უშლის უჯრედშიდა ატფ-ის კონცენტრაციის შემცირებას, რითიც უზრუნველყოფს იონური ტუმბოებისა და ტრანსმემბრანული ნატრიუმ-კალიუმის არხების ნორმალურ ფუნქციონირებას, უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებით. პრეპარატის მეშვეობით მიოკარდიუმში ენერგეტიკული ცვლის ოპტიმიზაცია წარმოადგენს ცხიმოვანი მჟავების ჟანგვის ნაწილობრივი დათრგუნვის შედეგს, რაც ხორციელდება გრძელჯაჭვიანი 3-კეტოაცილ CoA თიოლაზას (3-კათ) ინჰიბირებით. აღნიშნული იწვევს გლუკოზის დაჟანგვის გაძლიერებას და გლიკოლიზისა და გლუკოზის ჟანგვის პროცესების გაუმჯობესებულ შეფარდებას, რაც უზრუნველყოფს მიოკარდიუმის დაცვას იშემიის პირობებში. ამასთანავე, ტრიმეტაზიდინი აძლიერებს ფოსფოლიპიდების ცვლას და მათ ჩართვას უჯრედულ მემბრანაში, რითიც ასევე უზრუნველყოფს მემბრანის დაცვას დაზიანებისგან.
ტრიმეტაზიდინის ანტიანგინალური მოქმედება აიხსნება ენერგეტიკული ცვლის გადართვით ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვიდან გლუკოზის ჟანგვის შედეგად ენერგიის წარმოქმნაზე, რაც წარმოადგენს მეტად ეფექტურ ენერგეტიკულ მექანიზმს, განსაკუთრებით ჰიპოქსიისა და იშემიის პირობებში.
კარდიოლოგიაში:
სტენოკარდიით დაავადებულ პაციენტებში ტრიმეტაზიდინი:
– ზრდის კორონარულ რეზერვს, დატვირთვით გამოწვეული იშემიის განვითარების შეფერხებით, მკურნალობის დაწყების მე-15 დღიდან;
– აფერხებს არტერიული წნევის მკვეთრ მერყეობას გულის შეკუმშვათა სიხშირის არსებითი ცვლილების გარეშე;
– მნიშვნელოვნად ამცირებს სტენოკარდიულ შეტევათა სიხშირეს;
– განაპირობებს ტრინიტროგლიცერინის გამოყენების აუცილებლობის მნიშვნელოვან შემცირებას.
ოტორინოლარინგოლოგიაში:
ტრიმეტაზიდინი ეფექტურად ამცირებს თავბრუსხვევის ხარისხს, ხანგრძლივობასა და სიხშირეს ანტიიშემიური ეფექტისა და ვესტიბულური ნეირონების დაცვის გზით, რასაც განაპირობებს ჭარბი რაოდენობით ექსციტოტოქსიკური ამინომჟავების ტოქსიკური ზემოქმედება. ტრიმეტაზიდინი არ წარმოადგენს ვესტიბულოსუპრესორს და ამგვარად, განაპირობებს ვესტიბულური კომპენსაციის მექანიზმს; ამცირებს ყურებში ხმაურის განვითარების ინტენსივობასა და პერიოდულობას და აფერხებს რეციდივებს. პერცეპტული სიყრუის დროს ტრიმეტაზიდინი განაპირობებს ბგერის მიღების დიაპაზონის გაზრდას დეციბელებში და ამცირებს სმენასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ოფთალმოლოგიაში:
ტრიმეტაზიდინი:
– აუმჯობესებს ელექტრორეტინოგრამაზე იშემიის მიმართ მგრძნობიარე b –ტალღების ამპლიტუდას, ასევე ბადურას ფუნქციის აღდგენის პროგნოზს;
– აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილესა და ველს, რაც დაკავშირებულია კეთილსაიმედო ანატომიური ცვლილებებით. აღნიშნული იწვევს ბადურას პათოლოგიის ფუნქციონალური სიმპტომების შემცირებას, განსაკუთრებით ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაციის დროს.
ფარმაკოკინეტიკა.
ტრიმეტაზიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 5 საათის შემდეგ. დღეღამის მანძილზე პლაზმაში კონცენტრაცია სტაბილურია: ტაბლეტის მიღებიდან 11 საათის მანძილზე ტრიმეტაზიდინის კონცენტრაცია პლაზმაში არის 75% ან მეტი.
სტაბილური კონცენტრაცია მყარდება, ყველაზე გვიან, მე-60 საათისათვის.
საკვების მიღება არ ახდენს გავლენას დომისინი MR –ის ფარმაკოკინეტიკურ მახასიათებლებზე. განაწილების მოცულობა შეადგენს – 4,8 ლ/კგ, ცილებთან კავშირი მცირეა და შეადგენს 16%-ს.
ტრიმეტაზიდინი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, უმეტესი ნაწილი შეუცვლელი სახით. 65 წელზე მეტი ასაკის პირებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს. პრეპარატის სრული გამოყოფა არის თირკმლის კლირენსის შედეგი, რაც პირდაპირ კავშირშია კრეატინინის კლირენსთან და ნაკლებად არის დაკავშირებული ღვიძლის კლირენსთან, რაც ასაკთან ერთად ქვეითდება.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები:
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, ვარდისფერი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ვარგისიანობის ვადა:  3 წელი.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალური შეფუთვით, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერზე; 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტით.
 
მწარმოებელი: შპს “ფარმა სტარტი”, უკრაინა.

მისამართი:
უკრაინა, 03124, ქ. კიევი, ი. ლეპსეს ბულვ, 8.

Facebook კომენტარები

Vairkoseti