დომპერიდონი ABC 10მგ #30ტ

დომპერიდონი ABC 

 

სწრაფად და ეფექტურად ხსნის:
გულისრევას;

ღებინებას;

გადავსების და დისკომფორტის შეგრძნებას ეპიგასტრიუმის არეში;

კუჭის შიგთავსის რეგურგიტაციას;

ჩვენებები:

დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზუფაგურ რეფლუქსთან და ეზოფაგიტთან:

გადავსების და ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში;

მუცლის შებერილობა;

გულისრევა, ღებინება;

ბოყინი;

გულძმარვა.

გამოყენების წესი და დოზირება:

დომპერიდონის მიღება დაშვებულია მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზემოთ (არანაკლებ 35 კგ-სა);

მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში: 10 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებრ, ძილის წინ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 80მგ;

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ;

სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;

კუჭ-ნაწლავის მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია;

ჰიპოფიზის პროლაქტინმაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა)

კეტოკონაზოლის პერორალური ფორმების ერთდროული მიღება.

გვერდითი ეფექტები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ იშვიათად ვლინდება: კუჭ-ნაწლავის გარდამავალი სპაზმი;

ალერგიული რეაქციების მხრივ იშვიათად ვლინდება: გამონაყარი და ჭინჭრის ციება.

გამოშვების ფორმა:
გაუმჭირვალე ბლისტერი; გარსით დაფარული 30 ტაბლეტი.

შენახვის წესი:
ინახება 150С- დან 300C – მდე ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

Facebook კომენტარები