დოპელჰერცი აქტ.კალციოვინი200მლ

კალციოვინი

კალციუმით, მაგნიუმით, D3 ვიტამინით, C ვიტამინით, თუთიით და მანგანუმით

 

საზდოპელჰერცი® აქტივი კალციოვინი მისაღებად ადვილი, შესანიშნავი გემოს მქონე თხევადი კალციუმის ფორმულაა, რომელიც შექმნილია ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის და ხანდაზმულებისათვის. კალციოვინი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მინერალებისა და ვიტამინების გაზრდილი რაოდენობით მიღებას, რაც აუცილებელია ძვლების ფორმირებისა და ჯანმრთელობის  შენარჩუნებისათვის.

კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია, ვიტამინი D3 დავიტამინი C მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილებისა და ძვლების ნორმალური  მდგომარეობის შესანარჩუნებლად. კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიღება საჭიროა ბავშვებში ძვლების ზრდისა და მოზრდილობის პერიოდში ჯანმრთელი ძვლების  უზრუნველსაყოფად. საკვებში კალციუმის დეფიციტი მოზრდილებში იწვევს  ოსტეოპოროზის რისკს. D3 ვიტამინის მიღება ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და მის ძვლებში მოხვედრას. მაგნიუმი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში და ამგვარად  მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილებისა და ძვლების სიმტკიცისთვის. C ვიტამინის ერთ-ერთი როლია კოლაგენის სინთეზში მონაწილეობა, რომელიც საჭიროა ძვლის   გარსის შესაქმნელად.  კოლაგენის ამ გარსის ფორმირებას ასტიმულირებს თუთია.

დოპელჰერცი® აქტივიკ ალციოვინი იდეალურია მთელი ოჯახისთვის და უზრუნველყოფს ჯანმრთელ კბილებს  და ძვლებს. თხევადი ფორმის წყალობით ადვილია პროდუქტის დოზირება.

შემადგენლობა

5 მლში

კალციუმი 

150 მგ

მაგნიუმი 

50 მგ

ვიტამინი C

40 მგ

თუთია 

2.5 მგ

მანგანუმი

250 მკგ

ვიტ. D 3

2.5 მკგ.

დოზირება:

ასაკი                                        

დღიური დოზა

0-3 წელი

ექიმთან კონსულტაციის მიხედვით

3-6 წელი  

5 მლ 2 ჯერ

6-12 წელი

 5 მლ3 ჯერ

12-18 წელი   

10 მლ 2 ჯერ

მოზრდილები 

10 მლ 2-3 ჯერ

ფეხმძიმეები და მეძუძურები 

10 მლ 2 ჯერ


შეანჯღრიეთ 
გამოყენების წინ!

შემადგენლობა:

წყალი, საქაროზა, კალციუმის ციტრატი, მაგნიუმის ციტრატი, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), თუთიის გლუკონატი, ლიმონმჟავა, მალტოდექსტრინი, ქსანტანური რეზინი, გუმფისი,  მანგანუმის გლუკონატი, არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სახამებელი, კაროტენები, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).

ენერგეტიკული ღირებულება:

5 მლ შეესაბამება 11 კკალ/46 კჯ.

რეკომენდაციები:

3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას! გადაჭარბებულად მოხმარებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს საფაღარათო ეფექტს. საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი კვების სანაცვლოდ. პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:  25°C  ტემპერატურამდე  პირობებში.

გახსნის შემდეგ შეინახეთ გრილ ადგილას და გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი

Queisser Pharma, Schleswiger Str. 74 24941 Flensburg Germany

email: [email protected]

www.queisser.com

Facebook კომენტარები

Vairkoseti