დროპსკოლი ჯუნიორი 20მლ წვეთები

დროპსკოლი ჯუნიორი

ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი საშუალება

შემადგენლობა: ყოველი 3 მლ შეიცავს:

გვირილას (Matricaria chamomilla L.) ყვავილების ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი – 165 მგ
კამის(Foeniculum vulgare Miller) ნაყოფის ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი  –  150 მგ  ბარამბოს (Melissa officinalis L.) ფოთლების  ჰიდროგლიცერინის ექსტრაქტი – 120 მგ კამის(Foeniculum vulgare Miller) ნაყოფის 1%  ეთერზეთი –  42 მგ
ბარამბოს  (Melissa officinalis L.) ფოთლების  2% როზმარინის მჟავა – 36 მგ
გვირილას (Matricaria chamomilla L.) ყვავილების 0.3%  აპიგენინი – 36 მგ
მსხვილფოთოლა ცაცხვის (Tilia platyphyllos Scop.) ყვავილების 1% ფლავანოიდები – 3 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ნაწლავებში აირწარმოქმნის შემამცირებელი პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:  დროპსკოლი ჯუნიორი ჩვილებსა და ბავშვებში კოლიკის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური კომბინირებული მცენერეული პრეპარატია. მასში შემავალი კომპონენტები ცნობილია, როგორც საჭმლის მომნელებელი პროცესების ხელის შემწყობი, მარეგულირებელი, კუჭ-ნაწლავის კოლიკისა და სპაზმის მომხსნელი, შებერილობის საწინააღმდეგო საშუალება.     

ბარამბოს ფოთლებისგან მიღებული როზმარინი მოქმედებს, როგორც სპაზმოლიზური საშუალება კუჭ-ნაწლავის გლუვ მუსკულატურაზე. ასევე,  ახასიათებს  დამამშვიდებელი მოქმედება. 

კამის ნაყოფის ექსტრაქტიმოქმედებს ნაწლავების გლუვ კუნთებზე და ხსნის მათ სპაზმს, ხელს უწყობს ნაწლავთა პერისტალტიკის გაუმჯობესებას  და  საკვების გადაადგილებას. ამავდროულად, ამცირებს კოლიკების გამომწვევი გაზების წარმოქმნას. გარდა ამისა, კამის ნაყოფის ეთერზეთებს ახასიათებთ ბაქტერიოსტატიკური მოქმედება.

გვირილას ყვავილებისგან მიღებული აპიგენინი  ხსნის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთების სპაზმს და ამცირებს მუცლის ტკივილს. ის მოქმედებს, როგორც ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური საშუალება.

მსხვილფოთოლა ცაცხვს გააჩნია სპაზმოლიზური და სედაციური თვისება. ასევე, მის შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდები იცავს ნაწლავის კედლის ლორწოვან გარსს გაღიზიანებისგან.

ჩვენებები: აირების დაგროვებით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების სიმპტომები:

  • მოვლითი ხასიათის ტკივილი(კოლიკა)
  • კუჭ-ნაწლავის სპაზმი
  • შებერილობა
  • აეროფაგია
  • ბოყინი

მიღების წესი და დოზირება:  

  • 0-ასაკიდან რეკომენდებული დოზა არის 1წვ. სხეულის ყოველ კილოგრამზე, ყოველი ჭამის შემდეგ, ენის ქვეშ დაწვეთებით.
  • 1 წლის  ზემოთ ბავშვებში  1,5 მლ  1-2 ჯერ დღეში, განზავებული წყალში ან სხვა სასმელებში, ან დასაშვებია ჩაწვეთება მოხდეს პირის ღრუში.

7 წვეთი შეესაბამება საწვეთურზე 0,5 მლ-ს.  გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: არ შეიცავს გლუტენს. არ შეიცავს ლაქტოზას.

გამოშვების ფორმა: 20მლ. წვეთები.

მწარმოებელი: Erbozeta S.p.A. , იტალია

Strada delle Seriole 41/43

47894 Chiesanuova (RSM)

Facebook კომენტარები