დუფასტონი 10მგ #20ტ

მოქმედი ნივთიერება: დიდროგესტერონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროგესტაგენი; ნატურალური პროგესტერონის ანალოგი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

დიდროგესტერონი  ………….. 10 მგ

ფარმაკოკინეტიკა:

პროგესტინები წარმოადგენენ ლიპოფილურ ნივთიერებებს. ისინი ადვილად შედიან უჯრედებში, სადაც უერთდებიან პროგესტერონის რეცეპტორებს, რომლებიც გვხვდებიან ქალის სასქესო ორგანოებში, სარძევე ჯირკვლებში, თავის ტვინსა და ჰიპოფიზში. პროგესტერონის საპასუხოდ რეცეპტორი თავის მხრივ იწვევს შესაბამისი გენების გააქტიურებას და არეგულირებს მათ ექსპრესიას. გესტაგენი აძლიერებს უჯრედების დიფერნციაციას, და ახდენს ესტროგენის საწინააღმდეგო ეფექტს უჯრედების პროლიფერაციაზე. პროგესტერონი ხელს უწყობს ჰიპერპლაზიური ენდომეტრიუმის სეკრეტორულ ფაზაში გადასვლას. აინჰიბირებს გონადოტროპინების წარმოქმნას. ნორტესტოსტერონის წარმოებულებს აქვთ უფრო ძლიერი ანაბოლური და ანდროგენული მოქმედება, ასტიმულირებენ მკერდის ქსოვილის გაზრდას, და საშვილოსნოს ყელის ლორწოს გასქელებას, ხელს უწყობს სხეულის ტემპერატურის მომატებას.

შინით მისაღები პროგესტერონი განიცდის ღვიძლში „პირველი გავლის“ ეფექტს, ამიტომ მისი ბიოშეღწევადობა დაბალია. ნორტესტოსტერონის წარმოებულების მეტაბოლიზმი ღვიძლში ნაკლებად ინტენსიურია. პროგესტინები საბოლოოდ გარდაიქმნებიან ჰიდროქსი მეტაბოლიტებად, რომლებიც შემდეგ უერთდებიან სულფატებსა და გლუკურონიდების ჯგუფებს და გამოიყოფიან შარდთან ერთად.

პლაზმაში პროგესტერონი უერთდება კორტიკოსტეროიდ-მისაერთებელ გლობულინებს, ხოლო 19-ნორტესტოსტერონის წარმოებულები კი- სასქესო ჰორმონებთან მისაერთებელ გლობულინებს.

ჩვენებები:

ციკლის ლუთეინური ფაზის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობები:

 

  • დისმენორეა, მენორაგია, მეორადი ამენორეა;
  • ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია ესტროგენთან კომბინაციაში;
  • კონტრაცეფცია (ინდივიდუალურად ან ესტროგენთან კომბინაციაში);
  • ენდომეტრიო;
  • ჰირსუტიზმის ზოგიერთი ფორმა;
  • ენდომეტრიუმის მეტასტაზური სიმსივნის პალიატიური მკურნალობა; მკერდის და თირკმლის სიმსივნე;
  • ბუნებრივი პროგესტერონი გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს და ასევე ლუთეინური ფაზის უკმარისობის დროს.

 

დოზირება:

ხშირ შემთხვევებში ინიშნება 10-20 მგ დღეში, დოზირება ძირითადად დამოკიდებულია პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასა და პრეპარატის თერაპიულ ეფექტზე. გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

უკუჩვენებები:

* უცნობი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა.

* არტერიული ჰიპერტენზია.

* ღვიძლის უკმარისობა.

* გამოყენება როგორც ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი.

* მორეციდივე აბორტი.

* მკერდის ან სასქესო ორგანოების სიმსივნე (თუ არ არის დანიშნული როგორც პალიატიური თერაპია).

* ახლანდელი ან ძველი თრომბოფლებიტის და თრომბოემბოლიების შემთხვევები. ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:

ზოგადი:

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მკერდის და სასქესო ორგანოების საფუძვლიანი გამოკვლევა, ხოლო ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში გამოკვლევები პერიოდულად უნდა განმეორდეს, რათა გამოირიცხოს ავთვისებიანი წარმონაქმნის არსებობა.

ეპილეფსიით, შაკიკით, ასთმით, გულის ან თირკმლის უკმარისობით ან ისეთი დაავადების მქონე პაციენტები, რომლის დროსაც სითხის შეკავებას შეუძლია მდგომარეობის გართულება, მუდმივად უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ.

პაციენტები, რომლებიც დააავადებულნი არიან ან ანამნეზში აღენიშნებათ დეპრესიის შემთხვევები, უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, ხოლო სიმპტომების განმეორებისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

დიაბეტით დაავადებული პაციენტები საჭიროებენ რეგულარულ დაკვირვებას, რადგან ჰორმონალური მკურნალობა აუცილებლად უნდა შეეთავსოს ანტი-დიაბეტურ მკურნალობას.

თრომბოზული ნიშნების და სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილე.

ვაგინალური სისხლდენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გამოირიცხოს ორგანული გამომწვევი მიზეზი.

პროგესტინებით ხანგრძლივი მკურნალობის შესაძლო შედეგების გადასამოწმებლად უნდა მოხდეს ჰიპოფიზის, საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლების, საშვილოსნოს და ღვიძლის ფუნქციის შეფასება.

პროგესტინებით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს მენოპაუზალური სიმპტომები.

ორსულობა:

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ხელოვნური განაყოფიერების დროს. თუ პაციენტი მკურნალობის პერიოდში დაორსულდა, ან ორსულობისას შემთხვევით მიიღო გესტაგენური პროდუქტი, მაშინ საჭიროა მისი ინფორმირება ნაყოფთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ.

ლაქტაცია:

გესტაგენები გადის დედის რძეში და არ ინიშნება ძუძუთი კვების დროს.

ბავშვებში:

არ არის რეკომენდირებული.

ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვა:

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

განსაკუთრებული მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით:

დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით განსაკუთრებული მითითებები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არსებობს კლინიკურად მნიშვნელოვანი წამალთშორისი ურთიერთქმედება. შეიძლება გავლენა მოახდინოს ღვიძლის ფუნქციური ტესტების შედეგებზე, კოაგულაციური ფაქტორების VII, VIII, IX, და X ანალიზის შედეგებზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ ტესტებსა და მეტირაპონის ტესტზე.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების დროს მოსალოდნელია პროგესტერონის ფარმაკოლოგიური ეფექტის გაძლიერება და შესაძლოა საჭირო გახდეს სიმპტომური მკურნალობა.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

გამოტოვებული დოზა პაციენტმა უნდა მიიღოს გახსენებისთანავე, შემდეგ პრეპარატის მიღება გაგრძელდება ჩვეულებრივ.

გვერდითი მოვლენები:

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ, გემოვნების დარღვევა, წონაში კლება ან მომატება, სითხის შეკავება, შეშუპება. პიგმენტაცია, ქლოაზმა, აკნე, ალერგიული გამონაყარი კანზე, ქავილი, თმის ცვენა, ჰირსუტიზმი, მასტოდინია, გინეკომასტია, სქესობრივი აქტივობის დარღვევები, დეპრესია, ძილიანობა ან უძილობა, ცხელება, თავის ტკივილი.

იშვიათად ანაფლაქსიური რეაქცია. ღვიძლის ფუნქიური დარღვევები, სიყვითლე, სისხლში ლიპიდების დონის მატება. მასკულინიზაცია ქალებში, ჰიპოსპადია მამრობითი სქესის ემბრიონში, განსაკუთრებით ნორ-ტესტოსტერონის დერივატების შემთხვევაში. თრომბოემბოლიური მოვლენები (თრომბოზი, ემბოლიები, ინსულტი, პაპილედემა) განსაკუთრებით თუ მიიღება ესტროგენთან ერთად კომპინაციაში.

შენახვის ვადა:

ინახება 5 წლის განმავლობაში ორიგინალ შეფუთვაში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას, 300C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

დამატებითი ინფორმაცია პაციენტებისთვის:

• პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტის კონკრეტული პრობლემისთვის.

• ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება მისი მიცემა სხვისთვის ან გამოყენება სხვა მიზნით.

• თუ მკურნალობის დროს მედიკამენტთან დაკავშირებით შეიქმნა პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

• დამატებითი შეკითხვების გაჩენის ან დაავადებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

• მკურნალობის ეფექტურობისთვის და უსაფრთხოებისთვის, საჭიროა პრეპარატის მიღება ინსტრუქციის მიხედვით.

• პაციენტის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია მოწოდებული ინფორმაციის სრულად წაკითხვა.

• არ შეიძლება მედიკამენტის შენახვა აბაზანაში, ნესტმა და სითბომ შეიძლება საზიანო გახადოს პრეპარატი პაციენტის ჯანმრთელობისათვის.

• არ შეიძლება მედიკამენტის შენახვა შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

• მეტი უსაფრთხოებისთვის საჭიროა პრეპარატის შენახვა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემა:

პრეპარატის გაცემა ხდება მხოლოდ ექიმის რეცეპტით

Facebook კომენტარები