დ.ტაისი მრავალძ100მლ სირ.მუკოპ

ხველების საწინააღმდეგო სიროფი მრავალძარღვათი
DR. THEISS SPITZWEGERICH HUSTENSAVT

შემადგენლობა:
პრეპარატის 100 გ. შეიცავს:
მრავალძარღვას ექსტრაქტი          5გ.
პიტნის ზეთი                   0,01გ.
შაქარი                          25გ.
ჭარხლის სიროფი                 50გ.
კალიუმის სორბატი              0,15გ.
წყალი                         19,84გ.
 
ფორმა:
სიროფი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის, ხველების საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოდინამიკა:
პრეპარატს ახასიათებს ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, მუკოლიზური მოქმედება.

ჩვენება:
ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები, როდესაც აღინიშნება ხველა ნახველის ძნელი გამოყოფით.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტებზე.

დოზირება და მიღების წესი:
ბავშვებში 1 წლიდან 6 წლამდე 1 ჩაის კოვზი 3-4 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4-ჯერ დღეში.
6 წლის ზევით 1-2 ჩაის კოვზი 2-3 საათში ერთხელ, არა უმეტეს 4-ჯერ დღეში.
მოზრდილებში 1 სუფრის კოვზი 2-3 საათში ერთხელ.

გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:
პრეპარტი შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის.  არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
არ არის რეკომენდებული სხვა ამოსახველებლებთან ერთად მისი მიღება.

შენახვის ვადა:

3 წელი

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25ºC.
ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
100მლ. და 250მლ. ხსნარი ფლაკონებში.

გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი და მისი მისამართი:
DR. Theiss Naturwaren GmbH
Michelinstr. 10
66424 Homburg- Saar
Germany

Facebook კომენტარები