მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისათვის ლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი პირის ღრუს დასამუშავებლად: ფლაკონში 90 მლ

100 მლ

ქლორჰექსიდინის დიკლუკონატი …………….          0.10 გ

ქლორბუტანოლი …………………………………….     0.10 გ

ნატრიუმის დოკუზატი …………………………….     0.10 გ

სპირიტი ………………………………………….        42.8% 3/3

ექსციპიენტი: პიტნის ზეთის ესენცია, სუფთა წყალი 100 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ელუდრილი ავლენს ანტიბაქტერიულ, სოკოს საწინააღმდეგო, ტკვილგამაყუჩებელ, შეხორცებისათვის ხელისშემწყობ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედი კომპონენტების ოპტიმალური შემცველობა უზრუნველყოფს პირის ღრუს ნორმალური ფლორის შენარჩუნებას. ელუდრილი სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისათვის.

ჩვენებები:

  • ანგინები;
  • ლორ-ორგანოების დაავადებების დროს პრე- და პოსტოპერაციული მოვლის საშუალება;
  • გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი, აფთები, ალვეოლიტი;
  • პირის ღრუს ლორწოვანი პრე- და პოსტოპერაციული დამუშავება ქირურგიულ სტომატოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში;
  • მოსახსნელი პროთეზების დეზინფექცია.

მიღების წესი და დოზირება:

ელუდრილი გამოიყენება განზავებული სახით, ნახევარ ჭიქა წყალზე (განზავება 1:6 ან 1:10) 2-ჩაის კოვზი. ინიშნება 2-3-ჯერ დღეში, როგორც პირის ღრუს სავლები საშუალება. რეკომენდებულია ელუდრილის გამოყენება კომპლექსურად ღრძილების სამკურნალო გელ პაროდიუმთან და ანტიბაქტერიულ კბილის პასტა ელგიდიუმთან ერთად.

განსაკუთრებული მითითებები:

ელუდრილი წარმოადგენს სამკურნალო პრეპარატს და არ გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

Facebook კომენტარები