ესელ ფორტე #30კაფს

ესსელ  ფორტე

(ESSEL  FORTE)

კაფსულები

 

შემადგენლობა:
ყოველი  კაფსულა  შეიცავს
ესენციური  ფოსფოლიპიდები   (ELP  სუბსტანცია)   300მგ

თიამინის  მონონიტრატი  ვიტ. B1 6.0 მგ
რიბოფლავინი ვიტ.   B2  6,0მგ 
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი  ვიტ.   B6  6,0მგ 
ციანკობალამინი ვიტ.    B12   6,0მგ
ნიკოტინამიდი  ვიტ.    B3  30,0მგ  
ალფა ტოკოფეროლ აცეტატი  ვიტ. E    6,0მგ;
ფარმაკოლოგიური  მოქმედება:  ჰეპატოპროტექტორი
აქტიური  ნივთიერებები:
ესენციური  ფოსფოლიპიდები (ELP სუბსტანცია) – წარმოადგენენ  უჯრედული  მემბრანის  სტრუქტურის
და  ღვიძლის  უჯრედული  ორგანელების  ძირითად  ელემენტებს.  ELP-ის  შემადგენლობაში  შედიან  ბუნევრივი  წარმოშობის, ქოლინფოსმორმჟავის  დიგლიცერიდული  ეთერები, ლობიოს  ექსტრაქტი,  უჯერი  ცხიმოვანი  მჟავების  მაღალი  შემცველობით,  განსაკუთრებით  ლინოლის  (დაახლოებით  70%)   და  ოლეინმჟავების.
ღვიძლის  მეტაბოლიზის  დარღვევისას  პრეპარატი  ამარაგებს  ორგანიზმს  გამოყენებისათვის  მზა  მაღალენერგეტიკული  „ესენციური“  ფოსფოლიპიდებით,  რომლებიც  ქიმიური  სტრუქტურით  იდეალურად  შეესაბამება  ენდოგენურ  ფოსფოლიპიდებს.  ძირითადად  ისინი  ღწევენ  ღვიძლის  უჯრედებში  ერთვებიან  მემბრანაში.
„ესენციური“  ფოსფოლიპიდები  ახდენენ  ღვიძლის  ფუნქციის  და  მისი  უჯრედების  ფერმენტული  აქტივობის  ნორმალიზებას,  ამცირებენ  რვიძლის  ენერგეტიკული  დანახარჯის  დონეს  და  ხელს  უწყობენ  ღვიძლის  უჯრედების  რეგენერაციას,  ნეიტრალურ  ცხიმებს  გარდაქმნიან  ქოლესტერინად  და  მეტაბოლიზმის  გამაუმჯობესებელლ ფორმებად,  ახდენენ  ნაღვლის  ფიზიკო-ქიმიური  თვისებების  სტაბილიზაციას.
„ესენციური“  ფოსფოლიპიდების დახასიათება:     
–     „ესენციური“  ფოსფოლიპიდები  – ყველა  უჯრედული  მემბრანის  ფიზიოლოგიური  კომპონენტები;
–    დაკავშირებული  პოლიუჯერი  მჟავების  მაღალი  შემცველობის  ხარჯზე (70%-ზე მეტი), მათი მოქმედება  ორგანიზმის  ფოსფოლიპიდებთან  შედარებით  უფრო  ძლიერია.
–    ძირითადი  ფოსფოლიპიდები  ერთვებიან  ჰეპატოციტის  მემბრანაში, როგორც  მთლიანი  (დაუშლელი) მოლეკულები  და  მეტაბოლიზმის  პროცესებისათვის  ორგანიზმის  დამატებბით  ენერგიას  არ  ითხოვენ.
–    ძირითადი  ფოსფოლიპიდები  ფიზიოლოგიურად  აღადგენენ  დაზიანებულ  მემბრანულ  სტრუქტურებს  და  მემბრანების  ფუნქციებს  მათი  „გამტარობის“  და  მოძრაობის  გაზრდის  გზით. ამგვარად  იქმნება  ღვიძლის  ფუნქციის  ნორმალიზების  პირობები.
–    ფოსფოლიპიდებზე  დამოკიდებულია  რამოდენიმე  ენზიმური  სისტემა, ანუ  მათი  აქტივაცია  შესაძლებელია  მხოლოდ  ფოსფოლიპიდების  არსებობისას.
–    ძირითადი  ფოსფოლიპიდები, მემბრანაში  შეჭრით  იცავენ  ღვიძლის  უჯრედებს  აუტოიმუნურ  აგრესიისაგან.
თიამინის  მონონიტრატი  (ვიტ. B1)  – ორგანიზმში  ფოსფორილების  პროცესების  შედეგსდ  გარდაიქმნება  კოკარბოქსილაზად,  რომელიც  წარმოადგენს  მრავალი  ფერმენტული  რეაქციის  კოენზიმს. მნიშვნელოვან  როლს  თამაშობს  ნახშირწყლოვან, ცილოვან  და  ცხიმოვან  ცვლაში,  ასევე  სინაპსებში  ნერვული  აგზნების  გადაცემის  პროცესებში. იცავს   უჯრედის  მემბრანებს  ჯანგვის  პროდუქტების  ტოკსიკური  ზემოქმედებისგან.
რიბოფლავინი (ვიტ. B2) – ავლენს  მეტაბოლურ  მოქმედებას,  ურთიერთქმედებს  ატფ-თან    და   ქმნის  ფლავინპროტეინების  კოენზიმებს – ფლავინადენინმონონუკლეოტიდს  და  ფლავინადენინდინუკლეოტიდს, ისინი  წარმოადგენენ  ისეთი  ფერმენტების  კომპონენტებს, როგორიცაა, სუქცინატდეჰიდროგენაზა, ციტოქრომრედუქტაზა, დიაფორაზა, ამინომჟავების  ოქსიდაზები  და  სხვა. ჟანგვა-აღდგენითი  პროცესების  რეგულირებით, მონაწილეობას  ღებულობს  H+  გადატანის  პროცესში, ქსოვილოვან  სუნთქვაში, ნახშირწყლოვან, ცილოვან  და  ცხიმოვან  ცვლაში, თვალის  მხედველობითი  ფუნქციის  მხარდაჭერაში, Hb-ს  და  ერითროპოეტინის  სინთეზში. რიბოფლავინის  მიერ  აქტივირებული  პერიდოქსალკინაზა  პირიდოქსინი (ბიტამინი B6)  გადაჰყავს  აქტიურ  ფორმაში   პირიდოქსალფოსფატში. ხელს  უწყობს  ტრიფტოფანის  გარდაქმნას  ნიაცინად,  ერიტროციტების  მთლიანობის  შენარჩუნებას. შედის  გლუტათიონრედუქტაზის  ქსატინოქსიდაზის  შემადგენლობაში. სინთეზირდება  ნორმალური  ნაწლავური  მიკროფლორის მიერ  და  თვითონაც   აუცილებელია  მისი  შენარჩუნებისთვის.
პირიდოქსინის  ქლორიდი:  ( ვიტ.B6)—  აუცილებელია ცენტრალური  და პერიფერიული  ნერვული  სისტემის  ნორმალური  მუშაობისათვის.  ორგანიზმში მოხვედრისას ფოსფორილდება და გადაიქცევა პირიდოქალ-5-ფოსფატად  და შედის  იმ  ფერმენტების  სემადგენლობაში  რომლებიც  მონაწილეობას  ღებულობენ ამინომჟავების    დეკარბოქსილირებაში  და პერეამინირებაში.აქტიურად მონაწილეობს  ტრიფტოფანის,  მეთიონინის, ცისტეინის, გლუტამინის  და სხვა  ამინომჟავების  ცვლაში,  ასტიმულირებს  ერითროციტების  წარმოქმნას, მონაწილეობს ბევრი ნეირომედიატორის  ბიოსინთეზში (დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, ჰისტამინი, სეროტონინი). ციანკობალამინთან ერთად სპობს  ნერვულ ქსოვილში ანთებით პროცესს  და აჩქარებს  მის რეგენერაციას.  მნიშვნელოვან  როლს  თამაშობს  ჰისტამინის  ცვლაში.  ხელს  უწყობს  ცვლის  ნორმალიზაციას.
ციანკობალამინი:  ვიტ B12 — ვიტამინი  B12  ავლენს  მეტაბოლურ  და ჰემოპოეზურ  თვისებებს. ორგანიზმში  ( უპირატესად  ღვიძლში) გარდაიქმნება  კოენზიმურ  ფორმად  – ადენოზინკობალამინად,ან  კობამადიდად,რომლებიც  წარმოადგენენ  ვიტამინი  B12 -ის აქტიურ   ფორმას  და შედიან მრავალრიცხოვანი  ფერმენტის,  მათ  შორის  რედუქტაზის  შემადგენლობაში, რომელიც  აღადგენს ფოლიუმის  მჟავას ტეტრაჰიდროფოლიუმის  მჟავად.  გააჩნია  მაღალი  ბიოლოგიური  აქტივობა.  კობამადიდი  მონაწილეობს  სამიზნე  და  სხვა  ერთნახშირბადიანი  ფერმენტების  გადატანაში,  ამიტომ ის  აუცილებელია  დეზოქსირიბოზის  და დნმ-ის, კრეატინინის,მეთიონიის – სამიზნე  ჯგუფების  დონორის  წარმოქმნისათვის,  მეთილმალონის მჟავის  მიელინის  შემადგენლობში შემავალი  ქარვის  მჟავად  გარდაქმნისათვის,  პროპიონმჟავის   უტილიზაციისათვის.  აუცილებელია  ნორმალური  სისხლწარმოქმნისათვის – ხელს  უწყობს  ერითროციტების  მომწიფწბას.  ხელს  უწყობს  ერითროციტებში  სულფჰიდრილური  ჯგუფების  შემცველი  შენაერთების  დაგროვებას,რაც  ზრდის  მათ  ტოლერანტობას  ჰემოლიზის  მიმართ.  ახდენს სისხლის  შედედების  აქტივობის  გაზრდას.  ამცირებს  ქოლესტერინის  კონცენტრაციას  სისხლში.  ზრდის  ქსოვილთა  რეგენერაციის  უნარს.
ნიკოტინამიდი: (ვიტ pp,  ვიტ.B3)  – სტრუქტურით  ახლოსაა ნიკოტინის  მჟავასთან.  წარმოადგენს  კოდეჰიდროგენაზის  -I(ნად)- ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდი  და (II  ნადფ) –ნიკოტინამიდადენინდინუკლეოტიდ- ფოსფატი)  რომლებიც  მონაწილეობენ  უჯრედის  ჟანგვა-აღდგენით  პროცესში  მნიშვნელოვან  კომპონენტს.  მონაწილეობს  ცხიმების,  პროტეინების ,  პურინების  მეტაბოლიზმში,   ქსოვილოვან  ცვლაში , გლიკოგენოლიზმში.  არ ავლენს  მნიშვნელოვან  სისხლძარღვების  გამაფართოებელ  მნიშვნელოვან  მოქმედებას,  მისი  გამოყენებისას  არ შეიმჩნევა  კანის  საფარველის  გაწითლება  და  სახეზე  სისხლის  „მოწოლა“ .  ავლენს  ალერგიის  საწინააღმდეგო  მოქმედებას.
ტოკეფეროლის  აცეტატი  (ვიტ  E)-  ცხიმში  ხსნადი   ვიტამინია  რომლის  ფუნქცია  ბოლომდე არ არის  განსაძღვრული.  როგორც  ანტიოქსიდანტი,  ამუხრუჭებს  თავისუფალი  რადიკალების  წარმოქმნას  , ხელს  უშლის  უჯრედული  და სუბუჯრედული  მემბრანების  დამაზიანებელი  ზეჟანგების  წარმოქმნას,  რააც  დიდი  მნიშვნელობა  აქვს  ორგანიზმის  განვითარებისათვის  ,  ნერვული    და  კუნთური  სისტემის  ნორმალური    ფუქციისათვის.  სელესთან  ერთად    ამუხრუჭებს    უჯერი  ცხიმოვანი  მჟავების  (  მიკროსომული სისტემის  ელექტრონების  გადამტანი  ნაწილი)  დაჟანგვას  ხელს  უშლის  ერითროციტების  ჰემოლიზს. წარმოადგენს  ზოგიერთი  ფერმენტული  სისტემის  კოფაქტორს.
ჩვენება;  ქრონიკული  ჰეპატიტი,
ღვიძლის  ციროზი;
ღვიძლის  უჯრედების  ნეკროზი;
სხვადასხვა ეტიოლოგიის  ღვიძლის  ცხიმოვანი  დეგენერაციის  (მათ  შორის  შაქრიანი  დიაბეტის    დროს)
ღვიძლის  ტოქსიკური დაზიანებები;
ორსულთა  ტოქსიკოზი;
პრე- და პოსტოპერაციული მკურნალობა, განსაკუთრებით ჰეპატობილიალურ  უბანზე;
ფსორიაზი  (როგორც დამხმარე  თერაპია)
რადიაციული  სინდრომი;
სიმსივნის  საწინააღმდეგო  თერაპიასთან  კომპლექსში.
დოზირების რეჟიმი:
შიგნით, 2  კაფსულა  დღეში  2-3 ჯერ,  ჭამის  დროს;
უკუჩვენება  
ჰიპერმგრძნობელობა  პრეპარატის  კომპონენტებზე;
გვერდითი  ეფექტები  
იშვიათად,  დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, დიარეა.
ორსულობა  და ლაქტაცია
ესსელ  ფორტეს  ჩვენებით  გამოყენება  შესაძლებელია  ორსულობის  დროს.  ლაქტაციის  პერიოდში  პრეპარატის  გამოყენების  შესახებ  მონაცემები  არ  მოიპოვება.
შეფუთვა
3-10  კაფსულა
შენახვის  პირობები
ინახება  არაუმეტეს  25 C  ტემპერატურაზე ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას.
ვარგისიანობის  ვადა
2  წელი
აფთიაქიდან  გაცემის  წესი
ურეცეპტოდ
მწარმოებელი
ნაბროს  ფარმა  პვტ  ლტდ
ნ.ჰ. N8  გუჯარატის  შტატი,  კჰედა-387411  ინდოეთი.

 

Facebook კომენტარები