ესპუმიზანი ექსტრა 125მგ #14პაკ

ესპუმიზანი ექსტრა 125მგ

 

ესპუმიზანი®  ექსტრას აღწერა და გამოყენება

ესპუმიზანი® ექსტრა  წარმოადგენს  თანამედროვე  ტექნოლოგიით  დამზადებულ გრანულებს, რომლებიც შეიცავს სიმეთიკონს – ქაფის ჩამქრობი თვისებების მქონე ნივთიერებას. ესპუმიზანი® ექსტრა სწრაფად იხსნება პირის ღრუში, რაც ხელს უწყობს პრეპარატის შიგთავსის სწრაფად მოხვედრას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც იწყება სიმეთიკონის მოქმედება.

გამოყენების სფერო

აირების  ჭარბწარმოქმნით (მეტეორიზმით), მუცლის  შებერილობით  ან  გადავსების შეგრძნებით გამოწვეული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების სიმპტომური მკურნალობისთვის.

2. პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას მიღებამდე

არ მიიღოთ ესპუმიზანი® ექსტრა შემდეგ შემთხვევებში:

– თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას მოქმედი ნივთიერების სიმეთიკონის ან ესპუმიზანი® ექსტრას სხვა კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ესპუმიზანი® ექსტრას მიღებისას

აირების მომატებულ გამოყოფასთან დაკავშირებული ჩივილები შეიძლება იყოს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ უფრო სერიოზული პრობლემების ნიშანი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მუცელში მოჭერის ან გადავსების შეგრძნება, ბოყინი, ~ყურყური~ მუცელში და მუცლის შებერილობა. აღნიშნული ჩივილების გამოვლენის ან ხანგრძლივი ხასიათის მიღების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც დაადგენს, არის თუ არა აღნიშნული სიმპტომები დაავადების ნიშნები, რომელიც საჭიროებს შემდგომ მკურნალობას.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ესპუმიზანი® ექსტრას მიღების შეზღუდვები არ არსებობს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო..

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესპუმიზანი®  ექსტრას ზოგიერთი კომპონენტის შესახებ აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტს. შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში ესპუმიზანი®   ექსტრას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. ესპუმიზანი® ექსტრას მიღების წესი

თუ არ გაქვთ დანიშნული მიღების განსხვავებული რეჟიმი, ესპუმიზანი® ექსტრა ყოველთვის მიიღება ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის მკაცრად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ასაკიდან ზემოთ ღებულობენ ერთი პაკეტის შიგთავსს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.

თუ საჭიროა, დოზის გაზრდა შეიძლება 2 პაკეტამდე ერთ მიღებაზე. არ მიიღოთ დღეში 6 პაკეტზე მეტი (რაც შეესაბამება 750 მგ სიმეთიკონს).

6-14 წლის ასაკის ბავშვები ღებულობენ ერთი პაკეტის შიგთავსს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.

არ მიიღოთ დღეში 3 პაკეტზე მეტი (რაც შეესაბამება 375 მგ სიმეთიკონს). 

6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისთვის არსებობს სხვა სამკურნალწამლო ფორმები.

გამოყენების წესი

გრანულები გადაიტანეთ პირდაპირ ენაზე და გადაყლაპეთ. სურვილისამებრ პრეპარატის მიღება შეიძლება წყლის მიყოლებით.

გამოყენების ხანგრძლივობა

გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების დინამიკაზე.

საჭიროების შემთხვევაში ესპუმიზანი ექსტრას მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ჩივილების  შენარჩუნების  შემთხვევაში,  გაეცანით  მე-2  პარაგრაფს  ~სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ესპუმიზანი®  ექსტრას მიღებისას~.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ესპუმიზანი®  ექსტრას საჭიროზე მეტი დოზა

ესპუმიზანი® ექსტრას მიღებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არასასურველი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. სიმეთიკონი დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება სიმპტომების გარეშე.

თუ დაგავიწყდათ ესპუმიზანი® ექსტრას მიღება

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.

თუ შეწყვიტეთ ესპუმიზანი® ექსტრას მიღება

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ჩივილები განახლდეს.

მოცემული  სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

სიმეთიკონის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღნიშნულა. 

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდითი მოქმედებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ესპუმიზანი®  ექსტრას შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი ესპუმიზანი® ექსტრა არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე და დასაკეც მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი. თითო პაკეტი შეიცავს 125 მგ სიმეთიკონს.

პრეპარატის  სხვა  კომპონენტებია: სორბიტი,  ტალკი,  ვაშლის  მჟავა,  ლიმონის არომატიზატორი, ქლიავის არომატიზატორი.

პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ესპუმიზანი® ექსტრა არის თეთრი ფერის ფხვიერი გრანულები.

ესპუმიზანი®  ექსტრა გაიცემა შეფუთვით 0.8 გ გრანულების შემცველი 8, 14 და 28 პაკეტით.

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის  ჯგუფი  III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Facebook კომენტარები