ვალერიანაჰელი – VALERIANAHEEL – ВАЛЕРИАНХЕЕЛ

მწარმოებელი: HEEL,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სედატიური ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ და 100 მლ

100 მლ

Valeriana Q ………………………………….65 მლ
Lupulus Q ……………………………………5მლ
Crataegus Q ………………………………..5მლ
Hypericum D1 ………………………………5 მლ
Melissa Q ……………………………………3მლ
Chamomilla Q ………………………………2მლ
Avena sativa Q …………………………….2 მლ
Acidum picrinicum D5 ……………………..10 მლ
Kalium bromatum D1 ……………………..1მლ
Ammonium bro¬matum D1 ………………1მლ
Natrium bromatum D1 …………………….1მლ

Spiritus 60 vol %

ჩვენებები:

  • გამოიყენება მოუსვენრობის, შფოთვის, ნევრასთენიული მდგომარეობისას, შიშის, უძილობისას. მათ შორის რაიმე დაავადებით გამოწვეული (მაგ. ცხელება და მწვავე ინფექციური დაავადება), და კლიმაქტერული ნევროზის (უძილობის თანხლებით), აგრეთვე,
  • კბილების ამოჭრის დროს ტკივლებისას ბავშვებში.

განსაკუთრებული შენიშვნა: მოქმედებს დამამშვიდებლად, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უნარზე გავლენის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 15 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ჩვილი და უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის 2-დან 6 წლამდე – 5 წვეთი;

6-დან 12 წლამდე – 10 წვეთი. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება საძილე ან ტოქსიკური გვერდითი ეფექტები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Facebook კომენტარები

Vairkoseti