ვალუბრონქო 200მლ სიროფი

ValuBroncho

ვალუბრონქო 

შემადგენლობა:

დროზერას თხევადი ექსტრაქტი – 400მგ. ადატოდა ვასიკას წყლიანი ექსტრაქტი – 200მგ. მალვას წყლიანი ექსტრაქტი – 175მგ. ისლანდიური ლიქენის თხევადი ექსტრაქტი – 120მგ. მრავალძარღვას თხევადი ექსტრაქტი – 85მგ. უნკარიას თხევადი ექსტრაქტი – 40მგ. ცაცხვის თხევადი ექსტრაქტი – 40მგ. გრაკლას თხევადი ექსტრაქტი – 40მგ. ექინაცეას თხევადი ექსტრაქტი -25 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალება, ფიტოპრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვალუბრონქო  წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალებას. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ხელს უწყობენ ნახველის გათხიერებას და ამოხველების გაიოლებას, სუნთქვის გაუმჯობესებას, ხველის შემცირებას და გაქრობას. ასევე  ახდენენ ორგანიზმის იმუნური პასუხის მოდულირებას, როგორც უჯრედოვანი, ისე ჰუმორული იმუნიტეტის სტიმულირების გზით.

 დროზერა ანუ ცვრიანა – მრავალწლიანი მწერიჭამია მცენარეა. დროზერას ახასიათებს ამოსახველებელი, ბაქტერიოციდული და სპაზმოლიზური თვისებები.

 ადატოდა ვასიკა – ახასიათებს ძლიერი ამოსახველებელი და ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება. ხველებით მიმდინარე დაავადებებს შორის, ის ყველაზე ძიერ მოქმედ მცენარეულ საშუალებად ითვლება. ასევე ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ისლანდიური ხავსი(ისლანდიური ლიქენი)  –  განაპირობებს ბრონქების კედლის ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას. მასში შემავალი ნივთიერებები ბრონქების ლორწოვან გარსზე წარმოქმნიან დამცავ ფენას და იცავენ მას გაღიზიანებისგან, შედეგად მცირდება ხველის სიხშირე.

მრავალძარღვა – აქვს ამოსახველებელი და  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აძლიერებს ბრონქების ლორწოვანი გარსის მოციმციმე ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას და ლორწოს სეკრეციას. იწვევს ნახველის გათხევადებას და აადვილებს მის გამოყოფას. აქვს სპაზმოლიზური მოქმედებაც.

უნკარია – ხასიათდება ანტიოქსიდანტური,  ანტივირუსული, სუსტად გამოხატული იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით. ის მოქმედებს უჯრედული იმუნიტეტის დონეზე:  ახდენს T- ლიმფოციტების და მაკროფაგების აქტივაციას, აძლიერებს ლეიკოციტების ფაგოციტოზის უნარს.

ცაცხვის ყვავილი  –  ხასიათდება  ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედებით. ასევე მკვეთრად გამოხატული აქვს ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედებაც. გამოიყენება გაცივების, ანგინის, ბრონქიტის, მომატებული აგზნებადობისა და უძილობის დროს.

 გრაკლა – ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა.  ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება.

ექინაცეა –  ახასიათებს იმუნომასტაბილიზირებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი პოლისაქარიდები ზრდიან ლეიკოციტების და მაკროფაგების ფაგოციტოზის უნარს. გლიკოპროტეიდები ასტიმულირებენ ინტერლეიკინ-1 -ის და ენდოგენური ინტერფერონის გამომუშავებას, აუმჯობესებენ T- ჰელპერების ფუნქციას.

ჩვენებები

სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომელსაც თან ახლავს წებოვანი და ბლანტი ბრონქული სეკრეტის წარმოქმნა და მისი ამოხველების გართულება.

  • მწვავე, ქრონიკული ბრონქიტი
  • ტრაქეობრონქიტი
  • ბრონქოექტაზიური დაავადება

უკუჩვენება:

1 წლამდე ასკის ბავშვები.

ფეხმძიმეები და მეძუძური დედები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

1-6 წლამდე ბავშვებში ინიშნება 1ჩ/კ.(5მლ) 2-3 ჯერ დღეში.

6-12 წლამდე   ბავშვებში 1ს/კ.(10მლ) 2-3 ჯერ დღეში.

12 წლის ზემოთ ბავშვებში და მოზრდილებში -1ს/კ. (10მლ)  3-4 ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: 200მლ. სიროფი, ვაშლის არომატით.

შენახვის წესები: ინახება  150C-250C ტემპერატურაზე. მშრალ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: ValueMED pharma S.r.l. (იტალია)

Facebook კომენტარები