ვიადერმი კომპლიტი #30ტ

ნუტრიცეპტული თერაპია გარეგანი სილამაზისთვის:ლამაზი კანი, მბზინავი თმა და ჯანსაღი ფრჩხილები.

შემადგენლობა:

ფურისულას ზეთი

350,0 მგ

მეთიონინი

62,5 მგ

ბიოტინი

75,0 მკგ

სილიციუმი

5,0 მგ

ნიაციანი

8,0 მგ

თუთია

7,5 მგ

სპილენძი

0,45 მგ

ვიტამინიE

5,0 მგ

ვიტამინი A

190,0 მკგ

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  აღადგენს თმის,ფრჩხილის და კანის სტრუქტურას. მასში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებას  და რეგენერაციას. მატებს ელასტიურობას და  იცავს ნაოჭებისაგან. ხელს უშლის თმის გაუწყლოვნებას, აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას,მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას. ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას. ახდენს ფრჩხილების გამაგრებას. იცავს მტვრევადობისგან და ფრჩხილის ზედაპირის აშრევებისგან.

არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.  

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ფურისულას ზეთი– მდიდარია E ვიტამინით (“ახალგაზრდობის ვიტამინი“) და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად ლინოლინის მჟავა).ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას,მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად.  გააჩნია მკვებავი ,დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება.ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის უნარი ფსორიაზის ,ეგზემის და სებორეის დროს.ახდენს მკვდარი ქოვილების პილინგს და კანს მატებს სიგლუვეს და ბზინვარებას. ბიოტინი(ვიტ H)„სილამაზის ვიტამინი“-გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ფრჩხილების ნორმალური და  ჯანსაღი  ზრდისათვის. გააჩნია ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში.კურნავს სებორეას,ეგზემას და დერმატიტებს. ნიაცინი (ვიტ B3) ნიკოტინის მჟავა– აუმჯობესებს  თავის კანის სისხლით მომარაგებას სისხლძარღვების გაფართოვების ხარჯზე  და  აჩქარებს  თმის ამოსვლის პროცესს და  სიხშირეს. სპილენძი (Cu)  – ბიოაქტიური მიკროელემენტი. აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილებისა და ფერმენტების შენებასა და უჯრედებისა და ქსოვილების ზრდა- განვითარებაში. ხელს უწყობს ორგანიზმში  ამინომჟავას (თიროზინის) სრულ ათვისებას,რაც განაპირობებს კანისა და თმის ჯანსაღ ფერს. სპილენძი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან . რეტინოლი (ვიტ A)– რეტინოლი სამი სახით არის წარმოდგენილი ორგანიზმში: რეტინოლი,რეტინალი და რეტინოლის მჟავა. სამივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპიტელიზაციის პროცესში.ზრდის ეპითელურ უჯრედებში მიტოზების რიცხვს. გამოიყენება კანის დაზიანებების  და დაავადებების  (იქთიოზი,პუსტულარული დერმატიტი,ფოლიკულური დისკერატოზი,ტროფიკული წყლული,ეგზემის ზოგიერთი ფორმა) რთულად შეხორცებადი ჭრილობების,მოყინვის და დამწვრობის დროს. მეთიონინი– მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში  ზრდის  პროცესისა და ზოტური წონასწორობის  შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფს ქოლინის, აცეტილქოლინის,ფოსფოლიპიდების სინთეზს. ვინაიდან ქოლინი არის ლიპოტროპული ფაქტორი, მეთიონინი აქტიურად გამოიყენება კანის ფოსფოლიპიდური დარღვევების დროს (პიგმენტური ლაქების დროს).  აქტიურად  გამოიყენება კანის კოსმეტიკური დეფექტების დროს,რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის დავადებებთან და კანის  ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან (ვარდისფერი როზაცეა, აკნე და დერმატიტები) ასევე  გამოიყენება ფოტოდერმატიტების და თმის ცვენის სამკურნალოდ, კანის რეგენერაციის და რეპარაციის დასაჩქარებლად.სილიციუმი (Si)-მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმის  და ფრჩხილების  ძირითადი საყრდენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა  და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს  კოლაგენის სინთეზში,რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას ,თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას.თუთია (Zn)– მაგიური მიკროელემენტი, წარმოადგენს ბიოკატალიზატორს  300 -ზე მეტი ენზიმისათვის. თუთიის მარაგზე არის  დამოკიდებული კანისა და თმის ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე. ღებულობს მონაწილეობას ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და ზემოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე. თუთია არეგულირებს ჰორმონალურ ბალანს და ხელს უწყობს  კანშიდა ნივთერებების გამომუშავებას,რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვულგარული აკნეს განვითარებას. ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტE)- მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე,აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ქალურ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ამცირებს  კაპილარების მომატებულ განვლადობას  და მსხვრევადობას . ვიტამინი E ქალური სილამაზის საწინდარია -აღადგენს  კანის ბუნებრივ ფერს , ელასტიურობას და იცავს დაბერებისაგან.

ჩვენება: ვარდისფერი რაზაცეა, პელაგრეა, აკნე (მათ შორის ვულგალური), ფსორიაზი, სებორეა, ეგზემა, დერმატიტი , კანის სიმშრალე, პიგმენტური ლაქები,ნაადრევი დაბერება, თმის ცვენა, ალოპეცია, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი, ფრჩხილების მტვრევა და დეფექტები.

კანის, ფრჩხილის და თმის კოსმეტიკური დეფექტების დროს. აღადგენს სტრუქტურას, ბუნებრივ ფერს, ელასტიურობას და იცავს დაბერებისგან.

მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა ორჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა ბლისტერში, მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: 15-25 C ტემპერატურაზე,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი  წარმოების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

Facebook კომენტარები

Vairkoseti