ვიპროსალი B – VIPROSAL B – ВИПРОСАЛ B

მწარმოებელი: TALLINA FARMAATSTATEHASE, ესტონეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტკივილგამაყუჩებელი და ადგილობრივი მოქმედების გამაღიზიანებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 50 გ

1 გ

გველგესლას შხამი …………………………………          0.05 სე

სალიცილის მჟავა…………. ……………………………    10 მგ

ქაფური …………………………………………………….      30 მგ

სკიპიდარი ემულსიურ-მალამოს ფუძეზე         30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მკვრივი პარაფინი, ვაზელინი, გლიცერინი, ნატრიუმის ცეტილსტერილ სულფატი, ცეტილსტეარილის სპირტი, ნატრიუმის ქლორდი და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ძირითად შემადგენელ ნივთერებას შეადგენს ჩვეულებრივი გველგესლას შხამი, რომელიც შეიცავს ჰისტამინს, ჰიალურინიდაზას და სხვა აქტიურ ნივთიერებებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე სპეციფიკური მოქმედების პეპტიდები, რომლებიც წარმოადგენენ ჰემოლიზის მიზეზს. ისინი ზრდიან კაპილარების განვლადობას და მოქმედებენ სისხლის შედედებაზე. გველგესლას შხამის ლოკალურად გამოყენების შემთხვევაში იგი ახდენს გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.

პრეპარატი შეიცავს აგრეთვე ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებენ მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს და იწვევენ გამაღიზიანებელ და ტკივლგამაყუჩებელ ეფექტებს. კანის ლოკალური გაღიზიანება წარმოადგენს სისხლით მომარაგების ცვლილების და შინაგანი ორგანობის ტროფიკის შერჩევით შემცირების მიზეზს, რომლებიც ინერვირდება ზურგის ტვინის იგივე სეგმენტებით.

დამატებითი გაღიზიანება იწვევს ანტინოციცეფტური სისტემის დამატებით გაღიზიანებას ზურგის ტვინის შესაბამის სეგმენტში, რაც აფერხებს ტკივილის პირველადი იმპულსების აფერენტაციას თავის ტვინის ქერქში და ხელს უშლის ტკივილის აღქმას.

სალიცილის მჟავას, ქაფურსა და სკიპიდარს ასევე გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური თვისება, ხოლო სალიცილის მჟავა დამატებით ხასიათდება კერატოლიზური მოქმედებით.

ჩვენებები:

 

  • პრეპარატი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ადგილობრივი მოქმედების გამაღიზიანებელი საშუალება კუნთებისა და სახსრების ტკივილის დროს.

 

მიღების წესი და დოზირება:

კანის ზედაპირის სიდიდის მიხედვით მტკივნეულ ადგილას მალამო დაიტანება მცირე პორციებით 5-10 გ 1-(2 სუფრის კოვზი) დღეში ტკივილის გაქრობამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და ხანგრძლივობაზე.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება ქავილი, შეშუპება და ურტიკარია. აღნიშნული ნიშნები პრეპარატის მიღების შეწყვეტისას ქრება.

გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით მკურნალობის დაწყების წინ მალამო უნდა დავიტანოთ კანის მცირე მონაკვეთზე მისი მგრძნობელობის განსაზღვრისათვის.

უკუჩვენებები:

*პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. აგრეთვე,

*კანის წყლულოვანი და სხვა დაავადებების არსებობისას;

*ფილტვების მწვავე ტუბერკულოზის,

*თავის ტვინისა და კორონარული სისხლმიმოქცევის დარღვევის, ანგიოსპაზმისადმი მიდრეკილების;

*ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე მოშლილობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ დაიტანება დაზიანებულ უბანზე. მისი თვალსა და ლორწოვან გარსზე მოხვედრა დაუშვებელია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

 

Facebook კომენტარები

Vairkoseti