ვისკალდიქსი – VISKALDIX – ВИСКАЛДИКС

საერთაშორისო დასახელება:

PINDOLOL; CLOPAMIDE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: პინდოლოლი + კლოპამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება (ალფა-ადრენომაბლოკირებელი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პინდოლოლი ……………….   10 მგ

კლოპამიდი …………………      5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვისკალდიქსი წარმოადგენს ეფექტურ ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, ვინაიდან იგი აერთიანებს პინდოლოლის ბეტა-ადრენომაბლოკირებელ და კლოპამიდის დიურეზულ ეფექტებს. ხასიათდება ხანგრძლივი თერაპიული მოქმედებით, რის გამოც ავადმყოფთა უმრავლესობისათვის საკმარისია პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღება დღეში.

ვისკალდიქსი კარგად მოქმედებს ხანდაზმულ პაციენტებზე.

ჩვენებები:

 

  • არტერიული ჰიპერტონია.
  • მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ მხოლოდ ვისკალდიქსს, ხოლო დაავადების მძიმე ფორმების დროს სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად კომბინაციაში.

 

მიღების წესი და დოზირება:

ძირითადად ინიშნება 1/2-1 ტაბ. დღეში საუზმის დროს. იმ შემთხვევაში, როდესაც 1-2 კვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ სასურველი თერაპიული ეფექტი არ აღინიშნება, დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 ტაბ-მდე, ან აუცილებლობის შემთხვევაში 3 ტაბ-მდე.

რეკომენდებულია ვისკალდიქსის მიღება დილას და სადილის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

სუსტი თავბრუსხვევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ადვილად დაღლა, ძილის დარღვევა (კოშმარული სიზმრები); იშვიათად კანის რეაქციები, ფსიქიური მოშლილობები (დეპრესია, ჰალუცინაციები), რომლებიც არ მოითხოვენ პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

*მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ;

*მწვავე გლომერულონეფრიტი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მწვავე უკმარისობა;

*ჰიპოკალიემიის მძიმე ფორმა;

*გულის უკმარისობა, რომელიც არ ექვემდებარება საგულე გლიკოზიდებით მკურნალობას;

*ფილტვისმიერი გული, მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა;

*ბრონქული ასთმის შეტევა;

*ადისონის დაავადება;

*ინჰალაციური ნარკოზი;

*ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

*გულის უკმარისობის დროს ვისკალდიქსით მკურნალობის დაწყება უნდა მოხდეს მხოლოდ საგულე გლიკოზიდებით შესაბამისი კომპენსაციის მიღწევის და დიურეზული პრეპარატებით მკურნალობის შემდგომ.

*სიფრთხილეა საჭირო: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და პერიფერიული სისხლმიმოქცევის დაქვეითების დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები:

ბრადიკარდია, გულის რევა, ღებინება ორთოსტატული ჰიპოტენზია, ჰიპოკალიემია, ბრონქოსპაზმი.

მკურნალობა:

ბრონქოსპაზმი: ვენაში შეჰყავთ ამინოფილინი ან იზოპრენალინი, რომელსაც იყენებენ, როგორც ვენაში საინფუზიოდ, აგრეთვე ინჰალაციის სახით. ბრადიკარდია, არტერიული წნევის ექსტრემალური დაქვეითება:

ვენაში შეყავთ 0.5-1.0 მლ ატროპინი, ან 25 მკგ იზოპრენალინი, ან 500 მკგ ორციპრენალინი (დაახლოებით 5 მკგ-წთ-ში სიჩქარით).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სიმპათომიმეტურ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, მაო-ს  ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ვისკალდიქსის მოქმედების ეფექტი ქვეითდება.

– სიმპატოლიზურ, პერიფერიულ სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებებთან კომბინაციაში ვისკალდიქსის ჰიპოტენზური ეფექტი ძლიერდება.

– ორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან, ინსულინთან (ადგილი აქვს ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებას). კომბინირებისას სიფრთხილეა საჭირო. შემდგომში აუცილებელია ანტიდიაბეტური პრეპარატის დოზირების ხელახალი განსაზღვრა.

– ზოგადი ნარკოზის გამოყენებამდე ვისკალდიქსის მიღება უნდა შეწყდეს 48 სთ-ით ადრე. ამავე დროს პრეპარატის მიღება ხდება თანდათან, შესაძლებელია მოხსნის ფენომენის განვითარების გამო, განსაკუთრებით გულის იშემიური დაავადების მქონე ავადმყოფებში, მათი მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით.

პრეპარატის მკურნალობის პროცესში აუცილებელია პლაზმაში კალიუმის, შარდმჟავას მაჩვენებლების და სისხლში შაქრის რაოდენობის მკაცრი კონტროლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C  ტემპერატურაზე,

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

 

Facebook კომენტარები

Vairkoseti