ვიტ ACD3 20მლ წვეთები

ვიტ. ACD3

წვეთები  20 მლ

შემადგენლობა:

ყოველი 15 წვეთი (0,5 მლ) შეიცავს:

ვიტამინი A (რეტინოლ პალმიტატი)  300  მკგ RE (1000 IU )

ვიტამინი C  35 მგ

ვიტამინი D3 10 მკგ (400 IU )

დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის სორბატი, შაქრის სიროფი, ფორთოხლის ნატურალური კონცენტრატი,  მცენარეული ზეთი, წყალი. L ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C ) (%7), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარბოსილმეთილცელულოზა , რეტინილ პალმიტატი (ვიტამინ A ) (% 0.20), ქოლეკალციფეროლი (ვიტამინ D ) (% 0.08D). A A

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

ფარმაკოლოგიური დახასიათება: A , C, და D3 ვიტამინები მოქმედებენ სინერგიულად და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას.

ჩვენებები:

  • რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ფიზიკური განვითარების შეფერხების პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში, ზრდაში ჩამორჩენა
  • A , C, და D3 ვიტამინების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა მათ შორის კუჭნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევით განპირობებული დეფიციტების დროს.
  • უმადობა
  • მხედველობის, კანისა და ლორწოვანი გარსების დაავადებები
  • დაავადების შემდგომი – გამოჯანმრთელების პერიოდი

დოზირება და მიღების წესი:

15წვეთი (0,5მლ) ერთხელ დღეში.

გამოიყენება ახალშობილობის პერიოდიდან.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზებით მიღებისას გადაიტანება კარგად.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. ACD3 არის საკვები დანამატი და სხვა მედიკამენტებთან ერთად მისაღებად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ, ბნელ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC -მდე. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

გამოშვების ფორმა: წვეთები, 20მლ, ფორთოხლის გემოთი, მინის ბოთლში,. მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის  წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელიr: Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc.

Adil Mah. Beykoz Cad. Tanıdık Sok. No:1 Sultanbeyli / İstanbul, Turke BERKO Pharmaceuticals

Facebook კომენტარები